ბანერი #1

ფინანსური ინსტრუმენტები

დამწყებთათვის

რადგან თქვენ აქ ხართ და ამ სტატიას კითხულობთ, მოდით პირველ რიგში ვუპასუხოთ მარტივ შეკითხვას: შემთხვევით მოხვდით ამ საიტზე და სტატიასაც უბრალო ინტერესისთვის კითხულობთ, თუ თავს თვლით ადამიანად რომელმაც გაიგო ფორექსის შესახებ, ისიც გაიგო რომ ამ საქმიანობით შესაძლებელია ფულის შოვნა და გადაწყვიტეთ უფრო მეტი გაიგოთ ამ სფეროს შესახებ.

თუ თქვენ აქ შემთხვევით მოხვდით, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის უსაფრთხო ადგილი. ფორექსზე საქმიანობა შეცავს თანხებთან დაკავშირებულ რისკებს. ის ვინც ფორექსზე მუშაობს რისკავს საკუთარი თანხებით, მათ შორის უნებისყოფოები დიდი თანხებით. ამიტომ, ეს სფერო არ არის ადამიანებისთვის, რომელთაც უბრალოდ აინტერესებთ. გაინტერესებთ? კი ბატონო, მაგრამ, არ ჩათვალოთ, რომ აქ ხალხი თურმე იოლად აკეთებს ფულს და მოდი, მეც ვცდიო. აქ ხალხი იოლად აგებს ფულს, გაკეთებით კი, ძნელად აკეთებს.

თუ თქვენ უკვე იცოდით ფორექსის შესახებ და აქ იმიტომ ხართ, რომ უფრო მეტი გაიგოთ ამ სფეროს შესახებ, ახლა დავსვათ კიდევ ერთი შეკითხვა, საიდან გაიგეთ ფორექსის შესახებ. ანუ, თუ ეს მოხდა რეკლამის საშუალებით, რეკლამის, რომლითაც გადატვირთულია ინტერნეტ გვერდები, აჭრელებულია სწრაფი მოგების მიმზიდველი დაპირებებით, მაშინ, რისკების შესახებ ზემოთ ნათქვამი თქვენთვისაც სამართლიანია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ბევრი ადამიანი ფორექსზე ხვდება ასეთი რეკლამის შედეგად, ან უბრალოდ, მონაყოლით, რომ ვიღაც მაგრად გამდიდრდა ფორექსზე მუშაობით.  ყველა ეს რეკლამა ცდილობს ჩაავლოს ადამიანს სწრაფი გამდიდრების სურვილს. და, თუმცა არავინ არ თვლის თავს გულუბრყვილოდ, მეტიც, ჩვენს ირგვლივ ძირითადად ჭკვიანი ადამიანები ცხოვრობენ, ერთხელ ცდუნებას ყველა ვერ ართმევს თავს. ერთხელ ცდის და თანხის წაგების შემდეგ ყველა ასე ინუგეშებს თავს – “წავაგე, არაუშავს, კიდევ კარგი, რომ სულ მცირედი თანხით გავრისკე, მეორედ ასე აღარ ვიზამ”. რეკლამა კი სწორედ ამაზეა გათვლილი, ცოტ-ცოტა, მაგრამ, ყველასგან.

რატომ უნდა აღმოვჩნდეთ ასეთ გულუბრყვილო ადამიანების რიცხვში. ნუთუ, ძნელია იმის გათვალისწინება, რასაც გამოცდილი ადამიანები გვეუბნებიან – ისწავლე, დაამუშავე რისკების მინიმუმამდე შემცირების სტრატეგია, დახვეწე გარიგებაში შესვლის და გამოსვლის სტრატეგია, შეამოწმე ყველაფერი დემო ანგარიშზე ერთი-ორი წლის განმავლობაში და შემდეგ გადადი რეალურ ანგარიშზე. ძნელია? დიახ ძნელია. ეს ეწინააღმდეგება სწორედ იმ სწრაფი გამდიდრების სურვილს, რომელზეც ზემოთ აღვნიშნეთ. რა ერთი წელი, რა ორი წელი, დღესვე, აქვე უნდა გავმდიდრდეთ. ეს იცის ფორექსზე რეკლამის მწარმოებელმა. იცის ადამიანის გრძნობების რომელ ძაფებზე უნდა ითამაშოს. ჩვენ კი მივყვებით წაგებისთვის გამზადებულ გზას.

ალბათ, აქ უნდა გავჩერდეთ და დავსვათ კითხვა, გვატყუებენ თუ არა ამ პროცესში. ცოტას თუ გაუჩნდება სურვილი, ჩაერთოს ისეთ საქმიანობაში, სადაც მას ატყუებენ, განსაკუთრებით, როცა უშუალოდ თანხებს ეხება საქმე. ჩემი პასუხი არის – არ გვატყუებენ.  ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რომელშიც რამდენიმე მხარე მონაწილეობს, ყველა მხარეს აქვს წინასწარ გამოცხადებული, რა სარგებელს ელის და რის სანაცვლოდ, მათ შორის ჩვენც. სადილინგო კომპანიები, რომელთა რეკლამასაც ყველგან ვაწყდებით, ელიან სარგბელს ჩვენგან აღებული საკომისიოს სახით, ჩვენ ველით სარგებელს სავალუტო ოპერაციის დროს ყიდვა გაყიდვის ფასებს შორის სხვაობიდან. ჩვენი თანხა, წაგების შემთხვევაში სადილინგო კომპანიას არ რჩება. იგი გადადის წარმატებული ტრეიდერების, ან ბაზარზე მოვაჭრე მსხვილი საფინანსო ორგანიზაციების ხელში.

მარცხის მიზეზი მხოლოდ ჩვენშია, ავყევით იოლი გამდიდრების რეკლამას, და არ გავითვალისწინეთ, რომ ანალიზის და ცოდნის გარეშე, მხოლოდ ფასების მოძრაობაზე თამაში იგივეა, რაც კაზინოში თამაში. მაგალითისთვის, დაფიქრდით, რა შეიძლება მოხდეს დროის იმ კონკრეტულ მომენტში, როცა ჩვენ გარიგება გავხსენით: ერთი ფასები წავიდეს ჩვენთვის სასურველი მიმართულებით, რითაც ჩვენ მომგებიანი ფიფსები დაგვემატება, მეორე ფასები წავიდეს საწინააღმდეგო მიმართულებით და ჩვენი დეპოზიტი შემცირდეს ხელშესახები თანხით. რატომ ფიქრობთ რომ ფასები მაინცდამაინც ჩვენთვის სასურველი მიმართულებით წავა? იმიტომ, რომ მანამდე გრაფიკი ამ მიმართულბით მიდიოდა? თუ იმიტომ, რომ მანამდე გრაფიკი საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიოდა მაგრამ, დროა რომ მობრუნდეს და ჩვენთვის სასურველი მიმართულებით წავიდეს. ასეთი მსჯელობა უმოკლესიი გზაა თქვენი დეპოზიტის არათუ შეამცირებლად, არამედ, მთლიანად დასაკარგად.

იმისთვის რომ ფორექსზე ვიმუშაოთ და ვიყოთ წარმატებული უნდა დავაკმაყოფილოთ რამდენიმე პირობა:

  1. თანხების მენეჯმენტი. კერძოდ, ადვილი შესაძლებელია, რაოდენობრივად ბევრი გარიგების შესრულების შემდეგ, ჯამური შედეგი დადებითი აღმოგვაჩნდეს, ანუ მომგებიანი ოპერაციების თანხა წაგებული პოზიციების თანხას აჭარბებდეს. მაგრამ, ამისათვის საჭიროა მოგვეცეს საშუალება, რომ ეს ბევრი ოპერაცია შევასრულოთ ბაზარზე. ამას ჭირდება რისკის ისეთი კონტროლი, რომ წაგების შემთხვევაში ჩვენი დეპოზიტი შემცირდეს მინიმალურად. გახსენით პოზიციები ისეთი თანხით რომ რისკის ქვეშ დადგეს თქვენი დეპოზიტის სამი-ხუთი პროცენტი. დროზე დახურეთ წამგებიანი პოზიცია. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ წაგებით პოზიციის დახურვა არ ნიშნავს დამარცხებას, ეს არის იგივე სასარგებლო მოქმედება, როგორც თუნდაც, მომგებიანი პოზიციის დახურვა, რადგან წამგებიანი პოზიციის დროზე დახურვით, თქვენ თავიდან აიცილეთ ამ პოზიციის ორჯერ, სამჯერ ან უფრო მეტჯერ წამგებიანში გადასვლა. დახურეთ მაშინ როცა წაგების ოდენობა წინასწარ განსაზღვრულ ზღვარს (დეპოზიტის სამი-ხუთი პროცენტს) მიუახლოვდება.
  2. შედით ბაზარზე (ანუ გახსენით გარიგება) მხოლოდ შემუშავებული სტრატეგიით. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გქონდეთ წინასწარ დამუშავებული სტრატეგია, რომელშიც მკვეთრად იქნება ფორმულირებული, როდის ერთვებით ბრძოლაში. თუ თქვენ გაქვთ იდეა, რომლითაც აპირებთ ვაჭრობას, მაგრამ ვერ ახერხებთ ამ იდეის ფურცელზე გადატანას, ვერ ახერხებთ მის ფომულირებას, ე.ი. თქვენი იდეა არ ვარგა. ყველა სტრატეგია უნდა ექვემდებარებოდეს ფორმულირებას, და მკაცრად უნდა განსაზღვრავდეს მომენტს, როდის, რა მიმართულებით და რა თანხი ერთვებით ვაჭრობაში.
  3. იგივე სტრატეგიით მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული როდის ხურავთ პოზიციას მოგების ან წაგების შემთხვევაში. გარიგების დადების მომენტში, ზუსტად უნდა ვიცოდეთ მოგების რომელ ნიშნულზე რას მოვიმოქმედებთ, ან წაგების რა თანხაზე დავხურავთ პოზიციას. იმპროვიზაცია უკვე გახსნილი გარიგების პირობებში, დაუშვებელია.

ნათქვამს დავამატებთ შემდეგს: როგორი გაწონასწორებული ადამიანიც არ უნდა ბრძანდებოდეთ, როგორ კარგადაც არ უნდა იცნობდეთ საკუთარ თავს, ყოველთვის რჩება მომენტები, როცა თქვენი საქციელი გარე ფაქტორების გავლენის ქვეშ ექცევა.

ყველაზე მშვიდად ხართ, როცა გარიგება გახსნილი არ გაქვთ და არც აპირებთ მის გახსნას, უფრო აღელვებული ხართ, როცა ემზადებით გარიგების გახსნისთვის, ღელავთ როცა გარიგება გახსნილია და თქვენი თანხა რისკის ქვეშ დგას. შეეცადეთ ოპერაციაში მონაწილეობა მიიღოთ ისეთი თანხით, რომ რისკმა თქვენს ფსიქოლოგიაზე არ იმოქმედოს, ანუ დაამსგავსეთ გახსნილი პოზიცია იმ მდგომარეობას როცა თქვენ არ მონაწილეობდით გარიგებაში. ამ დროს თქვენ აკონტროლებთ ყველფერს, რასაც მანამდე აკონტროლებდით. თუ თქვენ გარიგებაში მონაწილეობთ მაღალი რისკით, თქვენი ფსიქოლოგია თქვენ აღარ გემორჩილებათ, საქმეში შემოდის დათრგუნვა, საკუთარი თავის რწმენის დაკარგვა. ნუ გადააქცევთ სამიანობას ფორექსზე აზარტად, ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი სამუშაო. აზარტს აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

9 კომენტარი სტატიაზე: “დამწყებთათვის”

  1. avatar
    ალექსანდრე says:

    განსაკუთრებით ბოლო აბზაცი მომეწონა. :) მთავარია საკუთარი თავის კონტროლი.

  2. avatar
    ოლეგ says:

    სად გავხსნა ანგარიში ვერ გავიგე და სად უნდა შევიდე რომ ის ვმართო.

  3. avatar
    მერაბი says:

    მეც ვერ გავიგე სად გავხსნა ანგარიში?

  4. avatar
    ნინი says:

    მინდა დავიწყო ფორექსში მშაობა მაგრამ ბევრ რამეს ვერ ვგებულობ საერტოდ რიალური არის ეს? ტუ ვინმე მუშაობთ ამ საკმეზე შემეხმიანეთ ემაილზე და დამეხმარეთ დამაკვალიანეთ

  5. avatar
    მეგი says:

    რობო ფორეხსი უნდა გადმოწეროტ

  6. avatar
    მეგი says:

    მეტა ტრაიდერ უნდა გადმოწეროტ და იქ უნდა გახსნატ ოგონდ ეს ვირტუალური იქნება

  7. avatar
    მეგი says:

    კი რეალურია ვაკესჰი გუდვილის სჰენობასჰი მიბრზანდიტ და იქ სჰეგასწავლიან ყველაპერს

  8. avatar
    დათუნა says:

    სად შემიძლია ვისწავლო ეს საქმიანობა და რაა ამისთვის საჭირო?

  9. avatar
    გიო says:

    მე ალპარი.რუ ზე დავრეგისტრირდი რუსეთის ყველაზე სანდო ბროკერია .ჩაწერეთ გუგლი ფორექსი და თვითონ მოგიძებნით ბროკერებს,და მერე აარჩიეთ კარგი რომელია,,სტატიაში გაუგებარი არაფერია ,გასაგებად წერია ყველაფერი,ფორექსი რულეტკა არ არის ,რულეტკა არასდროს მოგაგებინებს(ბოლო ჯამში),ფორექსში შენი ბედი დამოკიდებულია შენს ცოდნაზე ,ცუდად ნუ გამიგებთ მაგრამ ,თქვენ ის არ იცით ბროკერში როგორ დარეგისტრირდეთ და ფორექსზე გინდათ ვაჭრობა ? ჯერ ჯობია წაიკითხეთ სტატიები ,როგორც ქართულები ასევე უცხოურები ,უცხოურ საიტებზე მეტი ინფოა და მერე გააკეთეთ ანგარიში(დემო ანგარიში ,ნაღდი ფულით არა) .

Leave a Reply

ბანერი #2