ბანერი #1

ფინანსური ინსტრუმენტები

ტექნიკური ანალიზის შესახებ.

ლ.მორისი
როცა ვლაპარაკობთ ტექნიკური ანალიზის შესახებ, კარგი იქნებოდა გვახსოვდეს, რომ საგნები ყოველთვის არ აღმოჩნდება ხოლმე, ისეთი, როგორიც გვეჩვენება.
ბევრი რამ, რაც გვგონია, რომ ვიცით, სინამდვილეში, სულ სხვაგვარი აღმოჩნდება ხოლმე.
ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ წყალი აბაზანიდან ბოლოში უფრო მალე იცლება ვოდრე თავიდან, ან რომ ძაღლებს ენა უოფლიანდებათ და ა.შ.
ზოგი ადამიანი ამბობს, რომ იმაზე მეტი წყლის დალევა შეუძლიათ ვიდრე თევზები სვამენ, ამ დროს, თევზები საერთოდ არ სვამენ.
კარგი გამომძიებელი გეტყვით, რომ ყველაზე არასაიმედო ჩვენებები, თვითმხილველების ჩვენებებია. როცა ადამიანები ხედავენ რაღაცას, მათი ინდივიდუალური გამოცდილება, განათლება და სხვა ფაქტორები გავლენას ახდენენ იმის აღქმაზე, რასაც ისინი ხედავენ.
მთავარი, რასაც გამომძიებელი შემთხვევის ადგილზე აკეთებს, ის არის, რომ არ დაუშვას თვითმხილველების ერთმანეთში საუბარი, რადგან ბევრზე გავლენას ახდენს სხვისი მონაყოლი ნანახის შესახებ.
ასევე, ადამიანის საინტერესო თავისებურება გამოვლინდება, როცა ჩვენ ვაფასებთ ფაქტებს. ადამიანის გონება ბოლომდე ვერ უმკლავდება ბევრ მონაცემებს და გლობალურ იდეებს. ის, რომ ავტოკატასტროფაში ათასობით ადამიანი იღუპება არავითარ ემოციებს არ იწვევს, მაშინ როცა ავიაკატასტროფა, რომელშიც გაცილებით ცოტა ადამიანი იღუპება, იზიდავს მთელი ერის ყურადღებას.
ჩვენზე არ მოქმედებს ათასობით ინფიცირებული ადამიანის შესახებ ინფორმაცია, ამ დროს შეგვძრავს ერთი ბავშვის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ინფექცია ჭუჭყიანი შპრიცით შეეჭრა.
თუ სიტუაცია პერსონალიზებულია, ჩვენ მასზე ვკონცენტრირდებით.
ჩვენს ემოციებს შეუძლია ჩვენი შეცდომაში შეყვანა, და ისინი ზეგავლენას ახდენენ ჩვენს აღქმის უნარზე. როცა ჩვენი პორტფელი მცირდება, ყველა შიში, რომელიც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ, ზედაპირზე ამოდის: დაცემა, ვალები, ომი, ბიუჯეტი, საბანკო კრახი და ა.შ. საჭიროა რაღაც, რაც დაგვიცავს რომ ყოველდღიურად არ გავხდეთ საკუთარი ემოციების და მცარი შეხედულებების მსხვერპლი; ეს რაღაც არის ტექნიკური ანალიზი.

ტექნიკური ანალიზის თითქმის ყველა მეთოდი, გვაძლევს სასარგებლო ინფორმაციას, რომელიც გამოიყენება ფაქტების გასაგებად და ხელს შეუწყობს ბაზრის უკეთ გაგებას ინვესტორის მიერ.
მაგრამ, ინვესტორისთვის ძნელია იმის აღიარება, რომ ტექნიკურ ანალიზში კომპეტენტურობა არ იძლევა გონიერად ვაჭრობის გარანტიას. სპეკულიანტები კარგავენ ფულს არა მარტო ცუდი ანალიზის გამო, ასევე საკუთარი უუნარობის გამო ტრანსფორმაცია გაუკეთონ ანალიზს საიმედო პრაქტიკაში.
იმ უფსკრულზე ხიდის ასაგებად რომელიც ჰყოფს ანალიზს და მოქმედებას, შეიძლება მხოლოდ შიშის, გაუმაძღრობის და გაუმართლებელი იმედის ქონის გადალახვით. ეს ნიშნავს ჩავაცხროთ მოუთმენლობა და ემოციური სწრაფვა, არ გადავუხვიოთ გამოცდილ მეთოდებს მაშინ როცა დგება მძიმე მომენტები. ნიშნავს, რომ უნდა ვიყოთ დისციპლინირებულები და გვჯეროდეს იმის რასაც ვხედავთ, მივსდიოთ საიმედო მეთოდებს, მაშინაც კი, როცა ეს მეთოდები ეწინააღმდეგება საყოველთაოდ გავრცელებულ მოსაზრებებს, ან ეწინააღმდეგება მას, რაც მხოლოდ გვეჩვენება სწორ მოქმედებად.

ერთი კომენტარი სტატიაზე: “ტექნიკური ანალიზის შესახებ.”

  1. avatar
    გიორგი says:

    თქვენ ყველივეს ფეროვნად და კარგად ხსნით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ წარმატებულად ვაჭრობთ ბაზარზე.
    საინტერესო იქნებოდა თქვენთან შეხვედრა საუბარი ამ თემაზე, მოგებაში ხართ თუ, წაგებული ოპტიმისტის პოზიციიდან მსჯელობთ. 598 590 777 გიორგი

Leave a Reply

ბანერი #2