სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

myforex.ge – საიტის შესახებ

avatar

ავტორი Jul 31, 2009 კატეგორია სიახლეები.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

about_myforexge

სავალუტო ბაზრით – ფორექსით დაინტერესება დღითიდღე იზრდება. ვალუტის ყიდვის და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობით სარგებლის მიღება ბევრისთვის არის საინტერესო და მიმზიდველი. ფორექსის პოპულარობის ზრდის მიზეზი ბევრია, დაწყებული ბროკერების აგრესიული სარეკლამო შეტევიდან, დამთავრებული ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარებით. რიგითი ადამიანისათვის ერთერთი მიმზიდველი მომენტი არის ის, რომ ეს სფერო არ ითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებას საწყის ეტაპზე. თუ ადრე რიგითი ადამიანისათვის სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა შეუძლებელი იყო, გარიგების მინიმალური ზღვარის არსებობის გამო, დღე შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი თანხით ვაჭრობის დაწყება. ამის ფონზე მიმზიდველია, პოტენციურად დიდი მოგების მიღების შესაძლებლობა რომელსაც ფორექსი იძლევა. სიტყვა “პოტენციურად”, ალბათ არის ის ცენტრალური განსაზღვრება, რომლის ირგვლივაც ტრიალებს უამრავი ადამიანის აზრი და ვნებათაღელვა, რომელთაც თავიანთი საქმიანობა ფორექსს დაუკავშირეს. ყველა მათგანმა იცის, ან თუ არ იცის მალე ხვდება, რომ სავალუტო ბაზარს, პოტენციურად მოგების მოტანის შესაძლებლობასთან ერთად აქვს, პოტენციურად, წაგების მოტანის საშიშროებაც. ყველა ტრეიდერის მცდელობაა აქციოს მოგების პოტენიალი რეალურ მოგებად და მინიმუმამდე დაიყვანოს წაგების შესაძლებლობა.

როგორ უნდა მოხდეს ეს? მონეტის ჰაერში აგდებით? ყავაზე მკითხაობით? საერთოდ, არსებობს ვალუტის ფასის მოსალოდნელი ცვლილების გამოცნობის რეალური შესაძლებლობა?

თუ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის მიღებას ამ საიტზე ელოდებით, იმედი უნდა გაგიცრუოთ. ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, არც ამ საიტზე არც ბუნებაში. ერთადერთი სანუგეშო, რაც შეიძლება ითქვას, ის არის რომ ბაზარზე შემთხვევით არაფერი არ ხდება. ბაზრის ფასის ყველა ცვლილება არის ბაზრის რეაქცია რეალურ მოვლენებზე. ყოველი ტრეიდერის ინდივიდუალურ მონაცემებზეა დამოკიდებული, როგორ იპოვის დამალულ კავშირს რეალურ მოვლენებს და ბაზრის მოსალოდნელ რეაქციას შორის. საიტს მხოლოდ იმაში შეუძლია დახმარება, რომ ხელმისაწვდომი გახდეს გამოცდილება რომელიც ათწლეულების განმავლობაში უგროვებია ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს. ხელმისაწვდომი გახდეს უახლესი ეკონომიკური თუ სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს დამწყებ თუ გამოცდილ ტრეიდეებს, რომ დახვეწოს თავისი ტექნიკა და დააგროვოს გამოცდილება.

საიტზე და ფორუმზე არის შესაბამისი კატეგორიები ეკონომიკის ახლი ამბებისათვის.

არის კატეგორია “სტატიები”, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ფორექსთან დაკავშირებული მეტნაკლებად სერიოზული თარგმანები, თუ ქართულ ენაზე დაწერილი მიმოხილვები.

არის კატეგორია “ანალიტიკა” რომელშიც თავმოყრილი იქნება ბაზრის ფუნდამენტური თუ ტექნიკური ანალიზი, პროგნოზები და ა.შ. ამავე კატეგორიაში არის ქვეკატეგორია “ჩემი ტრეიდინგი” სადაც თავმოყრილი იქნება რიგითი ტრეიდერების სტრატეგიები და ვაჭრობის პრინციპები. აქვე შეგეძლებათ, სურვილის შემთხვევაში, ერთმანეთს გაუზიაროთ საკუთარი სტრატეგიები.

თუ აქამდე დაწერილ ტექსტში, ან ამ საიტზე სხვა ადგილებში, დამწყებ ტრეიდერებს ხვდება მისთვის გაუგებარი სიტყვები, არის კატეგორია სპეციალურად დამწყებთათვის “ფორექსი”, რომელშიც არის საბაზო ინფორმაცია ფორექსის ბაზრის შესახებ, სავალუტო წყვილების შესახებ, სპეციფიკური ტერმინების შესახებ, და ქვეკატეგორია “ბროკერი” – საბროკერო კომპანიების შესახებ. ეს არის ერთადერთი ადგილი საიტზე, სადაც არასანქცირებული რეკლამა არ იკრძალება:). აქ შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი ფავორიტი ბროკერები და კეთილსინდისიერების ფარგლებში, შესთავაზოთ ადამიანებს თქვენთვის სასურველი ბროკერები.

რადგან ამ თემას შევეხეთ, საიტის მიზანი არ არის ვინმეს მოზიდვა ამ სფეროში, პირიქით, მოხარული დავრჩებით, თუ ჩვენგან კიარ მივა ადამიანი ფორექსზე, არამედ ფორექსიდან მოვა ჩვენთან დამატებითი ცოდნის და გამოცდილების შესაძენად. და რადგანაც, ფორექსის ბაზარზე საქმიანობა, შეიცავს ფინანსებთან დაკავშირებულ რისკებს, ყოველმხრივ შევეცდებით, საიტზე განთავსებული ინფორმაცია იყოს მიუკერძოებელი და რეალისტური, რათა დამწყებმა ტრეიდერებმა დროზე განსაზღვრონ რისკები, შეაფასონ თავიანთი შესაძლებლობები როგორც მომავალმა ტრეიდერებმა, და თუ ეს საქმიანობა მათთვის სახიფათოა და მარტივად რომ ვთქვათ, ამ საქმისთვის არ არიან დაბადებულები, აქვე მიიღონ ამ საკითხზე პასუხი და გადაწყვეტილება, რომ არ ჩაერთონ ამ სფეროში.

საიტზე არის კატეგორია “პროგრამები”, სადაც განთავსებული იქნება ინფორმაცია სავაჭრო ტერმინალების და ანალიზის პროგრამული საშუალებების შესახებ.

ასევე არის არის კატეგორია “ლიტერატურა”, როგორც დამწყებტათვის ასევე გამოცდილი ტრეიდერებისთვის.

თუ თქვენ არ იცით მუშაობის დროს დასვენება, სავარაუდოა რომ, თქვენ არ იცით მუშაობა, მითუმეტეს, სავალუტო ბაზარზე მუშაობა. სავალუტო ბაზარზე მუშაობა არ მოითხოვს ადამიანისგან ფიზიკურ დატვირთვას, მაგრამ ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სფერო, რომელიც ფსიქოლოგიური დატვირთვით შეედრება ფორექსზე მუშაობას. ამიტომ ყოველთვის გამონახეთ დრო დასვენებისთვის. ამისთვის არის შესაბამისი კატეგორია.

აბა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და გისურვებთ წარმატებებს:).

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

3 გამოხმაურება“myforex.ge – საიტის შესახებ”

  1. avatar დავითი says:

    ფორექსს გადაკიდებულ ბროკერთა ბუმში ვფიქრობ თქვენი ვებგვერდი საკმაოდ ამომწურავია, მითუმეტეს დამწყებთათვის და არა მხოლოდ მათთვის. ქართველი დამწყებები რატომღაც ძიებაში არიან ტრეიდერობის შესასწავლად უცხოური ლიტერატურა მოიძიონ. ალბათ ფიქრობენ, რომ უცხოურ ლიტერატურაში ჯადოსნური სტრატეგიებია აღწერილი, რაც მათ რამდენიმე დღეში ულტრამილიონერად აქცევს. ასეთიამოკიდებულებით სამწუხაროდ ქართულ სივრცეში ფორექსის ბაზარს კიდევ დიდხანს გაუჭირდება ან მინიმუმ – უცოდინარ მეოცნებეთა ბაზრად გადაიქცევა. თქვენნი ვებგვერდისთვის დიდ მადლობას გიხდით – საკმაოდ საინტერესო მასალას ვკითხულობ, ვსწავლობ, ბევს სიახლეს ვეცნობი, ასევე ძალიან ბევრ უცნობ თემას წავაწყდი, განსაკუთრებით საინტერესო რუბრიკად მიამჩნია ბიზნესის მათემატიკურ-ალგორითმული კავშირები. მოკლედ. თქვენი გვერდი საკმაოდ საინტერესოა და ვფიქრობ რომ ქართულ-ინტერნეტ სივრცეში შემეცნებითი თვალსაზრისით ერთგვარი ნოუ-ჰაუც არის.

  2. avatar myforexge says:

    გმადლობთ!

  3. avatar LEILA says:

    მოხარული ვარ ფორექსის ქართული საიტის შექმნით. მე პირადად ვმუშაობ LITEFOREX-ში. შევეცდები გადმოვიდე გარკვეული დროის შემდეგ.

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
1 + 4 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები