სავალუტო ბაზრის ისტორია იწყება გასულ საუკუნეში. ოცდაათიან წლებში ლონდონი ხდება მსოფლიო ფინანსური ცენტრი. უკვე მაშინ ფუნტს უწოდებდნენ კაბელს (Cable),аეს ალბათ იმიტომ რომ გარიგებების დადება ხდებოდა ტელეგრაფის საშუალებით, კაბელის გავლით.
1930 წელს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში დაარსდა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი. მართალია სავალუტო ბაზრის ჩასახვა უფრო ადრე მოხდა, მაგრამ სავალუტო ბაზრის განვითარების ისტორიაში, საკვანძო მომენტს წარმოადგენს 1944 წელი, როცა გადაწყდა დოლარის კურსის მიბმა სხვა ვალუტებთან, და დაიდო შეთანხმება, რომლითაც ხელმომწერები ვალდებულებას იღებდნენ შეენარჩუნებინათ ფიქსირებული კურსი დოლარსა და სხვა ვალუტებს შორის. ამ ხელშეკრულების (ბრეტონ-ვუდის ხელშეკრულება) მიზეზი გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მდგომარეობა, როცა უამრავ ქვეყანაში არსებობდა მაღალი მოთხოვნილება ამერიკულ საქონელზე, რაც გამოიწვევდა ამერიკულ დოლარზე მოთხოვნილების მკვეთრ ზრდას და შესაბამისად დოლარის კურსის მკვეთრ ზრდას სხვა ვალუტების მიმართ. ხელშეკრულებით, ქვეყნების ფინანსურ ხელმძღვანელებს შეეძლოთ თავიანთი ვალუტის კონვერტირება დოლარში, მკაცრად დადგენილი კურსით.
ამ ხელშეკრულების ხელმომწერით თავიდან იქნა აცილებული სერიოზული ეკონომიკური კრიზისი.
დროთა განმავლობაში, როცა მსოფლიომ მოიშუშა მეორე მსოფლიო ომის შედეგები და გაქრა დოლარის კურსის შენარჩუნების აუცილებლობა, ბრეტონ-ვუდის ხელშეკრულებამაც დაკარგა ფუნქცია. ეს მოხდა 1971 წლიდან, და უკვე 1973 წელს ყველა ქვეყანას ჰქონდა თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა, რომელთა კურსსაც მთლიანად განსაზღვრავდა საბაზრო მექანიზმები, და არა სახელმწიფო.
ამ მომენტიდან განვითარდა ბიზნესის ახალი ტიპი, რომელიც დამყარებული იყო ვალუტების კურსის ცვლილებდან მოგების მიღებაზე. დროთა განმავლობაში ინტერნეტ ტექნოლოგიის განვითარებამ ხელი შეუწყო სულ უფრო მეტი ადამიანის მოზიდვას ამ ბიზნესში. თუ. ადრე გარიგებების დადება ხდებოდა ტელეფონის საშულებით ან უფრო სერიოზული აპარატურის საშუალებით, დღეს ამ ოპერაციების შესრულება შესაძლებელია ინტერნეტის საშიუალებით.
პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0