სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

წარმატებული დემო ანგარიში

avatar

ავტორი Jul 27, 2009 კატეგორია ფორექსი დამწყებთათვის.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

demo_triumfროდესაც ფორქსზე ვაპირებთ მუშაობას უნდა გავიაზროთ ვინ გვინდა რომ ვიყოთ, მონადირე თუ ნანადირევი. ჩვენ, რათქმაუნდა გვინდა, რომ მონადირე ვიყოთ, მაგრამ, ამისთვის, როგორც მინიმუმ საჭიროა იარაღი მაინც გვქონდეს. ტრეიდერისთვის კი ყველაზე მთავარი იარაღი არის ცოდნა და გამოცდილება. ფორექსზე ახლად მოსულს კი ცოდნაც და გამოცდილება ნაკლებად გვაქს. ამ დროს ნანადირევად და გემრიელ ლუკმად მოგვიაზრებს ხახადაღებული ბაზარი.

პირველი მონადირე რომელიც ჩვენზე ნადირობს არის ბროკერი. მიუხედავად თავისი კეთილგანწყობისა, რომელიც ბროკერისგან მოდის, მისი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ამ საქმიანობაში ჩართვა. რამდენადაც გულწრფელი არ უნდა ჩანდეს ბროკერი ფირმების შეგონებები იმის შესახებ, როგორ არ უნდა დავკარგოთ დეპოზიტი, როგორ უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, როგორ უნდა გავლიოთ წლები დემო (სადემონსტრაციო) ანგარიშზე ვარჯიშში და სრულყოფაში, რათა, ჯერ შევეჩვიოთ ბაზარს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავერთოთ რეალური თანხებით თამაშში, ბროკერმა კარგად იცის რომ ყველაფერი ამის უკან მინიმუმ ორი ხაფანგი დგას დამწყები ტრეიდერისათვის.

პირველი არის ის, რომ დამწყები არ დაელოდება ორ წელს გამოცდილების მისაღებად და შეხტება ბაზარში რეალური თანხით. ბევრი დამწყები თვლის, რომ დემო ანგარიში არ იძლევა ბოლომდე კონცენტრირების საშუალებას, თვლის რომ თუ თანხა რეალური იქნება მისი საქციელიც უფრო კონცენტრირებული იქნება და წარმატებაც მოვა. ეს ძირითადად ხდება იმ სტადიაზე, როცა არც ცოდნა და არც გამოცდილება არ არის, სფრთხე კი იმდენივეა, რამდენიც კურდღლისთვის, მგლებით სავსე უღრან ტყეში. შედეგიც არ აგვიანებს და დეპოზიტსაც ბაზარი ინაწილებს, საკომისიო კი ბროკერთან მიდის.

მეორე ხაფანგი, არის თავბრუდამხვევი წარმატება დემო ანგარიშზე. ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის ის, რომ დემო ანგარიშზე წარმატება უბიძგებს დამწყებ ტრეიდერებს დაიწყონ თამაში რეალურ ანგარიშზე. ამ თემაშიც სწორედ ამ საკითხზე გავამახვილებთ თქვენს ყურადრებას.

დავიწყოთ უბრალო არითმეტიკით. დავუშვათ ჩვენი დეპოზიტი არის 100 დოლარი. გავხსენით პოზიცია, მაგრამ სამწუხაროდ გამოდგა წამგებიანი და ფასი წავიდა საწინააღმდეგო მხარეს. დავამატეთ ახალი პოზიცია, იგივე მიმართულებით, იმის იმედით, რომ ბაზარი ბოლოსდაბოლოს შემობრუნდება. ბაზარი ისევ აგრძელებს მოძრაობას საწინააღმდეგო მხარეს. კიდევ დავამატეთ პოზიცია იგივე მიმართულებით. როდემდე? მანამ, სანამ ბაზარი მართლა არ შემობრუნდება. და მართალია, ბაზარს ახასიათებს განმეორებადობა, ანუ ფასი მოძრაობს ტალღურად და ხშირად ბრუნდება ერთი და იგივე ადგილს. ანუ პასუხი კითხვაზე – როდემდე? ისმის ასე – მანამ, სანამ ბაზარი მართლა არ შემობრუნდება. ბაზარი შემობრუნდა და ყველა ჩვენი მანამდე გახსნილი პოზიცია ხდება მომგებიანი და ჩვენ ვიგებთ არა რამდენიმე ფიფსს, როგორც თავიდან ვგეგმავდით, როცა პირველ პოზიციას ვხსნიდით, არამედ ყველა პოზიცია იგებს და მოგებაც სოლიდურია. მაგარია! ყველაფერი კარგია, მაგრამ რეალური ანგარიშის დროს ასე არ ხერხდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფასი მართლაც ისე მოიქცევა, როგორც ჩვენ დავხატეთ ჩვენს მაგალითში. რატომ?

პირველი: როცა ჩვენ 100 დოლარიდან გავხსენით გარიგება, თუ ის წამგებიანი აღმოჩნდა მისი წაგება აკლდება ჩვენს 100 დოლარს და ჩვენი სამუშაო თანხა, ანუ აქტივი ხდება არა 100 დოლარი, არამედ 100-ს გამოკლებული X თანხა, სადაც X არის ჩვენი წამგებიანი პოზიციების ჯამი.

მეორე: ბროკერთან არსებობს მარჯი (იხილეთ მარჯი და მარჯინ ქოლი) ანუ ბროკერის მხრიდან გაყინული თანხა, რაც გვიმცირებს თავისუფალ სახსრებს – აქტივებს, რომლითაც შეგვიძლია ახალი გარიგებების გახსნა.

მაშ ასე, ჩვენ გვქონდა 100 დოლარი, ჩვენი გარიგების წაგებისკენ წასვლის შემდეგ ჩვენი აქტივები გახდა 100 მინუს X და კიდევ მინუს გირაო გახსნილი ორდერებისთვის.
როცა ჩვენი აქტივები, ანუ (100-X-გირაო) გახდება ბროკერის მიერ დადგენილი მარჯინ ქოლის ტოლი, წარმოიქმნება მარჯინ ქოლი, და ჩვენი ყველა ოპერაცია დაიხურება.

დამეთანხმებით, ყველაფერი ისე მიმზიდველად აღარ გამოიყურება, როგორც ჩვენს მიერ მოყვანილ მაგალითში იყო ზემოთ. ანუ ჩვენ შეზღუდული ვართ გარიგებების რაოდენობაში, რომლის დადებაც შეგვიძლია. იქმნება არასასურველი სურათი, როცა გვაქვს რამდენიმე წამგებიანი პოზიცია და ველოდებით ბაზრის შემობრუნებას ჩვენთვის სასარგებლო მხარეს. ბაზარი კი არ ჩქარობს შემობრუნებას და ჩვენი აქტივები, (100-X-გირაო), მიექანება მარჯინ ქოლისკენ. გვრჩება ორი ერთიმეორეზე უარესი გამოსავალი. მივენდოთ ბედს, იქნებ ბოლოსდაბოლოს შემობრუნდეს ბაზარი, და როგორც წესი ამ ვარიანტით დეპოზიტი ბოლომდე წავაგოთ, ან ჩავიქნიოთ ხელი და დავხუროთ წამგებიანი პოზიციები, რომ ცოტა თანხა მაინც გადავარჩინოთ დეპოზიტზე. წაგება, რომელიც თითოეულმა პოზიციამ მოგვიტანა, გამოაკლდება ჩვენს საწყის დეპოზიტს.

მძიმე სურათი დავხატეთ. ჩვენს მაგალითში ხელი არ შეგვიწყო საწყისი კაპიტალის ოდენობამ. ჩვენ რომ 100 დოლარის ნაცვლად 10000 გვქონოდა უფრო გვიან დადგებოდა მარჯინ ქოლის საშიშროება. საჭიროა დეპოზიტი იყოს უფრო დიდი. უფრო დიდი დეპოზიტი კი რეალური ანგარიშით ვაჭრობისას ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო არ გვაქვს (თანხის არქონის გამო, რისკისგან თავის არიდების მოსაზრებით და ა.შ.) შესაბამისად, თუ დავუბრუნდებით მეორე ხაფანგს, რომელის ბროკერთან გველოდებოდა, ჩანს, რომ დემო მკვეთრად განსხვავდება რეალისგან. დემოზე ჩვენ ვირჩევთ დეპოზიტს, როგორს წესი ხუთნიშნა რიცხვს 10000 და ზევით, რომელიც ჩვენი უსისტემო, გამოუცდელი, უკონტროლო თამაში პირობებშიც კი ძნელად თავდება. ასეთი დეპოზიტით ვხსნით რამდენიც გვინდა წამგებიან პოზიციას და არ ვხურავთ მათ. რასაც ვერ ვიტყვით რეალურ ანგარიშზე. ამ ფაქტს დავუმატოთ ისიც, რომ დემოზე არხეინად ვთამაშობთ, არხეინად გვძინავს ღამით, რეალზე საქმეში ერთვება ნერვიული დაძაბულობა.

დასკვნა: გამოსცადეთ თავი დემო ანგარიშზე მხოლოდ მცირე დემო დეპოზიტით, იმდენით, რომდენიც გექნებათ რეალურ ანგარიშზე. ძალიან კარგ რჩევას წავაწყდი ერთერთ ფორუმზე, სადაც ახალბედა კითხულობდა – გავხსენი დემო ანგარიში და მოვიგე 300%, რას მირჩევთ გადავიდე რეალურ ანგარიშზე? რაზეც ასე უპასუხეს – თუ მოახერხებ ფურცელზე გადაიტანო თუ როგორ ვაჭრობდი და როგორ მოიგე 300%, გადადიო. ანუ თუ თქვენი წარმატება დემო ანგარიშზე ექვემდებარება ფორმულირებას, ანუ ჩამოყალიბებას ისეთი ფორმით, რომლის მიხედვითაც თქვენ შეძლებთ გაიმეოროთ ვაჭრობის ეს სტრატეგია რეალურ ანგარიშზეც, მკაცრად განსაზღვრული შესვლის და გამოსვლის პირობებით, რისკების მენეჯმენტით, მაშინ გადადით რეალურ ანგარიშზე. მაგრამ, გაითვალისწინეთ რომ რეალურ ანგარიშზეც იმდენივე დეპოზიტი დაგჭირდებათ რამდენიც გქონდათ დემოზე, როცა წარმატებას აღწევდით. და თუ, დემოზე წარმატებას მიაღწიეთ 50000 ან 100000 საწყისი დეპოზიტით, ალბათ ჯობია რეალობას თვალებში შევხედოთ და ვთქვათ რომ დემოზე წარმატების მიზეზიც ეს იყო და არა გამართული სტრატეგია. აირჩიეთ იგივე დემოზე 100 დოლარი საწყისი დეპოზიტი და სცადეთ გაიმეოროთ იგივე წარმატება იგივე ვაჭრობის სტილით.

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

1 გამოხმაურება“წარმატებული დემო ანგარიში”

  1. avatar კაპლი says:

    ძალიან დავინტერესდი ავტოტრეიდინგით მაქვს იდეაც მაგრამ ,არ ვიცი სად უნდა გავაკეთო ფორმულირება. რას მირჩევდით? მადლობა წინასწარ.

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
3 + 1 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები