სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

Bollinger bends – ბოლინჯერის ხაზები

avatar

ავტორი Jul 20, 2009 კატეგორია ინდიკატორები.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

ბოლინჯერის ხაზები არის ერთერთი ყველაზე უფრო გავრცელებული და პოპულარული ინდიკატორი. შექმნილია ჯონ ბოლინჯერის მიერ. ეს ინდიკატორი აერთიანებს თავისთავში ისეთი ინდიკატორების თვისებებს, როგორიცაა მომენტი, მოცულობა, ღია ინტერესი, სტანდარტული გადახრა და სხვ. 

ბოლინჯერის ხაზები აიგება, როგორც ორი, ზედა და ქვეადა ზოლი, შუაში გამავალი მცოცავი საშუალოს ხაზის გასწვრივ. ბოლინჯერის ხაზების დაშორება  მცოცავი საშუალოდან პროპორციულია ფასის გადახრის საშუალო კვადრატული მნიშვნელობის შესაბამის პერიოდში. ბოლინჯერის ზოლის სიგანე იცვლება ბაზრის ვოლატილობის (ფასის რყევის დიაპაზონის) მიხედვით.

 ind_bolinj_1 

ნახ. 1. 

სტანდარტული გადახრა – არის სტატიკური გათვლა, თუ რამდენად განსხვავდება ფასი საშუალო მნიშვნელობისგან. ჩვენს შემთხვევაში რამდენად გაფანტულია ფასი 20 პერიოდიანი საშუალო მცოცავისგან. ხაზების აგებას საფუძვლად უდევს მტკიცება, რომ ფასი სტატისტიკურად 95% განლაგებული უნდა იყოს ზედა და ქვედა ხაზებს შორის. 

თავად გამოთვლის მეთოდის ასე გამოიყურება:
ფორმულაში გამოიყენება ტიპიური ფასი TP = (HI + LO + CL) / 3

ზედა ხაზი  – BOLU = MA(TP, n) + m * SD[TP, n]
ქვედა ხაზი – BOLD = MA(TP, n)  – m * SD[TP, n]

n = გასაშუალოების პერიოდი;
m = სტანდარტული გადახრების რაოდენობა (SD);
SD = ტიპიური ფასის სტანდარტული გადახრა უკანასკნელი n პერიოდის გამავლობაში;
 

უმეტესად ბოლინჯერის ხაზები ასრულებს წინააღმდეგობის და უზრუნველყოფის ხაზების ფუნქციას, ამიტომ ბოლინჯერის ინდიკატორს ძირითადად იყენებენ ფასის ზედა ხაზთან შეხებისას გაყიდვის სიგნალის მისაღებად და ფასის ქვედა ხაზთან შეხებისას ყიდვის სიგნალის მისაღებად. თუმცა ინდიკატორის ეს სიგნალები ყოველთვის არ ასახავს რეალობას, იგი შეიცავს სხვა უამრავ საინტერესო ნიშნებს ფასის და ბაზრის შესახებ და დიდ ყურადრებას იმსახურებს. 

ფასი ძირითადად მოძრაობს ბოლინჯერის ხაზებს შორის, აირეკლება ხაზებს შორის და ქმნის ფასის დიაპაზონში მოძრაობის მკაფიო სურათს, მაგრამ ზოგჯერ ხდება ამ ზოლიდან ფასის გამოსვლა. ამ დროს, უმეტესად ფასი აგრძელებს მოძრაობას გარღვევის მიმართულებით და ფიქსირდება ტრენდის დასაწყისი. 

ფასის მკვეთრი ცვლილება ძირითადად ხდება ბოლინჯერის ზოლის მაქსიმალურად შევიწროების შემდეგ. 

ეს ინდიკატორი როგორც წესი გამოიყენება სხვა ინდიკატორებთან ერთობლიობაში.
განსაკუთრებით ჭირდება გაფილტვრა ფასის მოძრაობას ზედა ან ქვედა ხაზის გასწვრივ. თავად ჯონ ბოლინჯერი უკეთებს რეკომენდაციას RSI ინდიკატორს (ფარდობითი ძალის ინდექსი), ასევე MACD ინდიკატორს. ანუ დამხმარე ინდიკატორის საშუალებით ხდება ანალიზი, ფასი ნამდვილად აგრძელებს ტრენდს და მოძრაობას ხაზის გასწვრივ ტრენდის მიმართულებით თუ მცირე მოძრაობის შემდეგ შემობრუნდება ცენტრისკენ და დაიწყებს მოძრაობას მეორე ხაზისკენ. 

ოპტიმიზაციისთვის პერიოდის არჩევა გულისხმობს პერიოდის ისეთ მნიშვნელობას, როცა ზედა და ქვედა ხაზი უფრო ზუსტად ასრულებს წინააღმდეგობის და უზრუნველყოფის ხაზების როლს.

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
6 + 2 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები