სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

მთლიანი ნაციონალური პროდუქტი

avatar

ავტორი Jul 27, 2009 კატეგორია ფუნდამენტური ანალიზი.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

gdp

მთლიანი ნაციონალური პროდუქტი (Gross National Product – GNP) წარმოადგენს ნაციონალური ეკონომიკის ერთერთ უმთავრეს მაჩვენებელს. ასევე ის წარმოადგენს ბაზრის ფუნდამენტური ანალიზისთვის განმსაზღვრელ ინდიკატორს, ბაზრის და ვალუტის კურსის მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზირებისათვის. 

მთლიანი ნაციონალური პროდუქტი თავის თავში მოიცავს სხვა, უფრო პატარა ეკონომიკურ ინდიკატორებს. 

GNP -ს ფორმულა გამოისახება შემდეგნაირად: 

GNP = C + I + G + X – M

სადაც С –არის მოხმარება(Consumption); I –არის ინვესტიციები(Investments); G –არის სახელმწიფო ხარჯები(Government Spendings); X –არის ექსპორტი(Export); M–არის იმპორტი(Import); 

არსებობს პირდაპირი კავშირი მთლიან ნაციონალურ პროდუქტს და ვალუტის კურს შორის. იზრდება მთლიანი ნაციონალური პროდუქტი, იზრდება ვალუტის კურსი. 

ეს იქედან გამომდინარეობს, რომ მთლიანი ნაციონალური პროდუქტის ზრდა მიუთითებს ეკონომიკის სიჯანსაღეზე, მრეწველობის ზრდაზე, გარე ინვესტიციების მოზიდვაზე ეკონომიკაში და ექსპორტის ზრდაზე. გარე ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის ზრდა იწვევს მოთხოვნის ზრდას ეროვნულ ვალუტაზე უცხოელების მხრიდან, რაც აისახება ვალუტის კურსზე.

თუ მთლიანი ნაციონალური პროდუქტი ზრდა გრძელდება წლების განმავლობაში ამან შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. ეკონომიკის “გადახურება”, ინფლაციის ზრდა და შედეგად საპროცენტო განაკვეთების ზრდა (როგორც ძირითადი ანტიინფლაციური საშუალება), რაც ასევე გაზრდის მოთხოვნას ვალუტაზე და შესაბამისად მის კურსს. 

ნომინალური და რეალური მთლიანი ნაციონალური პროდუქტი. წლის განმავლობაში GNP-ს გამოთვლისას, გათვლა ხდება მიმდინარე წლის ფასებში. ასეთი გათვლით მიღებულ GNP –ს ეწოდება ნომინალური GNP. ნომინალური GNP შეიძლება გაიზარდოს სამი მიზეზის შედეგად: წარმოების ზრდის ხარჯზე, ფასების ზრდის ხარჯზე, და მესამე, წარმოების და ფასების ზრდის ხარჯზე. მაგრამ ცხოვრების დონე პირველ რიგში დამოკიდებულია საქონლის რაოდენობის ზრდაზე და არა მათ ფასების ზრდაზე. რომ გავიგოთ მართლა გაიზარდა თუ არა მთლიანი ნაციონალური პროდუქტი, მის გათვლაში უნდა შევამციროთ ფასების ზრდით გამოწვეული ცდომილება. ამისთვის საბაზისოდ იყენებენ რომელიმე გასული წლის მაჩვენებელს. ამ საბაზო წლის ფასებს მივიჩნევთ 100%-ად. ახლა ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ დეფლატორი – ფასის ინდექსი, რომელიც ზომავს წლიდან წლამდე ფასის ცვლილებას და ტოლია საბაზო წელიწადში ფასების დონის შეფარდების, საცდელი წლის ფასების დონესთან, გამოსახულს პროცენტებში. დეფლატორის გამოსათვლელად ფასის დონეს ადგენენ სამომხმარებლო კალათში შემავალი საქონლის ფასებით. დეფლატორის გამოყენებით გათვლილ GNP –ს ეწოდება რეალური GNP. 

მთლიანი ნაციონალური პროდუქტის ინდიკატორის უზუსტობები: GNP ნებისმიერ ქვეყანაში არის ყველაზე პოპულარული ეკონომიკური მაჩვენებელი, რადგან GNP-ს ზრდა აჩვენებს ადამიანების კეთილდღეობის ზრდას, შემცირება კი, უმუშევრობის ზრდას, ცხოვრების დონის დაცემას და სხვა უარყოფით მოვლენებს.

ამ პოპულარობის ფონზე, GNP-ს აქვს მიდრეკილება მცდარი მონაცემებისკენ, ინფლაციის გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, რჩება ცდომილების შესაძლებლობა, რადგან GNP მთლიანად თანხობრივად არის გამოსახული. 

მეორე უზუსტობა დაკავშირებულია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლის ხარისხის ცვლილებასთან. განვითარებული ტექნოლოგიის მქონე ქვეყნებში საქონლის ხარისხი დროთა განმავლობაში უკეთესობისკენ მიდის. მჭიდროდ დასახლებული ქვეყნების პირობებში ხარისხი შეიძლება გაუარესდეს. მართალია სახელმწიფოების სტატისტიკური სამსახურები ცდილობენ ამ ფაქტორის გათვალისწინებას მთლიანი ნაციონალური პროდუქტის გამოთვლისას, მაგრამ ეს ფაქტორი მაინც ტოვებს ადგილს უზუსტობისთვის. 

მთლიანი ნაციონალური პროდუქტის სუსტი მხარეა ასევე ის, რომ არ ითვალისწინებს საქონლის განაწილების არაერთგვაროვნებას მოსახლეობას შორის.

უზუსტობა შემოაქვს, სიტყვაზე, დაბალი ცხოვრების დონის მქონე ქვეყანაში შეიძლება რამდენიმე მილიარდერი ცხოვრობდეს, ან მაღალი ცხოვრების დონის მქონე ქვეყანაში იყოს სიღარიბე მოსახლეობის ფართო წრეებში, რომელსაც GNP სრულად ვერ გაითვალისწინებს, გამომდინარე, მთლიანი ნაციონალური პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ცუდად ატარებს თავისთავში ინფორმაციას მოსახლეობის სოციალურ ფენებზე.

მიუხედავად ჩამოთვლილი უზუსტობებისა, მთლიანი ნაციონალური პროდუქტი წარმოადგენს კარგ საშუალებას ეკონომიკის მდგომარეობაზე მსჯელობისათვის. 

დიდი პლიუსია ის ფაქტი, რომ მთლიანი ნაციონალური პროდუქტის გათვლას აწარმოებს უმრავლესობა ქვეყნებისა და მისი შედეგები ხელმისაწვდომია ყველასთვის.

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
8 + 6 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები