სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

მომენტის ინდიკატორი (Momentum)

avatar

ავტორი Jul 22, 2009 კატეგორია ინდიკატორები.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

ინდიკატორი მომენტუმი (Momentum) აჩვენებს რამდენად განსხვავდება მიმდინარე ფასი, n პერიოდით წინა ფასისგან, ანუ ეს ინდიკატორი აჩვენებს ფასის ცვლილების სიჩქარეს, ტემპს. ეს იმდიკატორი ისევე როგორც ინდიკატორი ”ცვლილების ნორმა”, არის ერთერთი მარტივი, მაგრამ ეფექტური ინდიკატორი. 

Momentum_1 

ნახ. 1

 ინდიკატორში სტანდარტულად არჩეულია პარამეტრი n=14 პერიოდი.
მისი გამოთვლა ხდება ფორმულით: 

m = Close  –  Closen 

სადაც : m – მომენტუმი; Close – მიმდინარე დახურვის ფასი; Closen – n პერიოდის წინ დახურვის ფასი;

 

მომენტუმსა და ნორმის ინდიკატორს შორის მსგავსება არის ის, რომ ორივე ზომავს ფასის ცვლილების ტემპს, მაგრამ მომენტუმი ზომავს ფასის ცვლილების ტემპს აბსოლუტურ მნიშვნელობებში, მაშინ როცა ცვლილების ნორმა იგივეს ზომავს ფარდობით მნიშვნელობებში. 

მიმდინარე ფასების მეტობა წინა ფასებთან შედარებით, მიუთითებს აღმავალ მოძრაობაზე, ფასების ნაკლებობა წინა ფასებთან შედარებით, მიუთითებს დაღმავალ მოძრაობაზე. 

ზოგჯერ გამოიყენება გაგლუვებული მომენტუმი, მისი ვოლატილობის შესამცირებლად. ამისთვის მის მონაცემებს უკეთებენ გასაშუალოებას, მცოცავი საშუალოს პრინციპით. 

ინდიკატორი როგორც წესი წინმსწრებია შემობრუნების მომენტებში, მისი შემობრუნება უსწრებს ფასის შემობრუნებას. ინდიკატორის შემობრუნება ნიშნავს, რომ ფასი აგრძელებს მოძრაობას ძველი მიმართულებით, მაგრამ მისი მოძრაობის ტემპი ეცემა და მოსალოდნელია ფასის შემობრუნებაც. 

ინდიკატორს იყენებენ როგორც ოსცილატორს, თუმცა კალასიკური გაგებით ის ოსცილატორებს არ მიეკუთვნება. გაყიდვაზე და ყიდვაზე სიგნალი წარმოიშობა ინდიკატორის მიერ რამელიმე დონის გადაკვეთაზე ქვემოთ ან ზემოთ. დონე, რომლის გადაკვეთასაც აკვირდებიან აირჩევა სხვადასხვა ინსტრუმენტისთვის ინდივიდუალურად. 

ინდიკატორს ასევე იყენებენ სატრენდო ვაჭრობის სტრატეგიებში, როცა ინდიკატორი კვეთს ნულოვან ხაზს ზემოთ ან ქვემოთ, ითვლება რომ ეს არის სიგნალი ბაზარზე შესასვლელად, შესაბამისად გაყიდვით ან ყიდვით. 

ინდიკატორში აკვირდებიან ასევე დივერდენციის მომენტებს. თუ ფასი იზრდება და აღწევს თავის ახალ მაქსიმუმს, და მომენტუმიც იზრდება მაგრამ მისი მაქსიმუმი ნაკლებია წინა მაქსიმუმზე, ნიშნავს დივერგენციის (ანუ განსხვავების) წარმოშობას ფასსა და ინდიკატორს შორის და მოსალოდნელია ფასის მოძრაობის მიმართულების შეცვლას (ნახაზი 2). იგივენაირად მინიმუმებზე, თუ ფასის ახალ მინიმუმს შეესაბამება მომენტუმის მინიმუმი, მაგრამ ეს მინიმუმი მეტია წინა მინიმუმზე, წარმოიქმნა დივერგენცია და მოსალოდნელია ფასის ზემოთ შემობრუნება.

Momentum_2

მომენტუმის უარყოფითი მხარეები წააგავს უმეტესობა ინდიკატორების უარყოფით მხარეებს: ის სწრაფად დახტის როცა გათვლაში შემოდის ან გათვლიდან გადის ძლიერად განსხვავებული ფასები. ასეთი ქცევა იძლევა ძლიერ უზუსტობებს რეზულტატებში.

მომენტუმი ისევე როგორც მცოცავი საშუალო, დამოკიდებულია ფასზე რომელიც n პერიოდის წინ არსებობდა, შესაბამისად მისი მნიშვნელობა აგვიანებს დროში.

 

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
7 + 7 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები