სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

სავაჭრო სტრატეგია “OZFX”

avatar

ავტორი Aug 5, 2009 კატეგორია ჩემი ტრეიდინგი.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

 

სტატიაში სავაჭრო სტრატეგია, მითითებული იყო რომ სტრატეგაში, მაქსიმალურად სკურპულოზურად უნდა იყოს დამუშავებული, ყველა ნაბიჯი რაც ტრეიდერს დასჭირდება ვაჭრობის პროცესში, შესვლის და გამოსვლის პირობები, თანხების მენეჯმენტი, რისკების მენეჯმენტი და ა.შ. 

აქ აღწერილი სტრატეგია არ არის ის ნიმუში, რომელიც ყველა ამ ასპექტს ბოლომდე ითვალისწინებს, მაგრამ ის საინტერესოა იმით, რომ არის მარტივი, ასევე როგორც მისი მიმდევრები ამტკიცებენ რომ საკმაოდ ეფექტურია და ჩვენი აზრით, განსაკუთრებით საინტერესო იქნება დამწყები ტრეიდერებისთვის. 

ეს სტრატეგია არ ითხოვს განსაკუთრებული ანალიზის ჩატარებას, ძირითადი აქცენტი გაკეთებულია გრაფიკებზე და ორ მარტივ ინდიკატორზე “სტოქასტიკზე” და “ბილ უილიამსის აქსელერატორ ოსცილატორზე” (უილიამსის აჩქარება/შენელების ინდიკატორი). 

სტრატეგია კარგად მუშაობს 4-საათიან (4H) და 1-დღიან (D1) გრაფიკებზე.

ინდიკატორების პარამეტრებია:
სტოქასტიკი 5, 3, 3 დონეები 20% და 80%.
“ბილ უილიამსის აქსელერატორ ოსცილატორს” პარამეტრები არ აქვს.

ორივე ინდიკატორი ჩასმულია ერთ ფანჯარაში. (მოგეხსენებათ, თავისით, ორივე ინდიკატორი იხსნება დამოუკიდებელ ფანჯარაში. როცა ერთი ინდიკატორი გახსნილია ცალკე ფანჯარაში, საჭიროა მეორე ინდიკატორის თაგვით გადატანა ამავე ფანჯარაზე, და ორივე მოხვდება ერთ ფანჯარაში. ეს მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ იოლი გასარჩევი იყოს შესვლის სიგნალები. სხვა მხრივ, რათქმაუნდა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ერთ ფანჯარაში იქნება თუ არა ორივე ინდიკატორი გახსნილი). 

სიგნალები ძალზე მარტივია: როდესაც სტოქასტიკის ლურჯი ხაზი კვეთს წითელ ხაზს ქვემოდან ზემოთ ვემზადებით ყიდვის ოპერაციისთვის და ველოდებით უილიამსის ინდიკატორზე როდის გამოჩნდება პირველივე მწვანე სიგნალი (შესვლის წერტილი ნახაზზე ნაჩვენებია ზემოთ მიმართული ისრით). ეს არის ყიდვის მომენტი და შევდივართ ბაზარზე ყიდვის ოპერაციით. 

ანალოგიურად გაყიდვის სიგნალს წინ უძღვის ლურჯი ხაზის მიერ წითელი ხაზის ზემოდან ქვემოთ გადაკვეთა და ველოდებით უილიამსის ინდიკატორზე პირველ უახლოეს წითელ პატერნს (შესვლის წერტილი ნახაზზე ნაჩვენებია ქვემოთ მიმართული ისრით). ეს არის გაყიდვის სიგნალი.

strategy_OzFx 

 ნახ. 1

 სტოპ ოერდერს ვაყენებთ უახლოეს მინიმუმზე ან მაქსიმუმზე, შესვლის წერტილიდან გამომდინარე. 

პოზიციას ვხურავთ პირველივე ფასის მოძრაობის შენელების მომენტში. გამოსვლის წესში ზოგი ტრეიდერი ამატებს შემდეგ პირობას: არ ვხურავთ პოზიციას, სანამ სტოქასტიკი არ გადაკვეთს  20% და 80% დონეებს (ოპრაციის ტიპიდან გამომგინარე), და  ველოდებით როცა АС გადავა უარყოფითიდან დადებითში ან პირიქით (ესეც ოპრაციის ტიპის მიხედვით). ისინი ვინც ამ წესს ამატებენ თვლიან, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წესი, რათა სტრატეგიამ მაქსიმალური მოგება მოიტანოს.

სტრატეგია იმდენად მარტივია რომ დამწყებისთვისაც ძალზე იოლია მასში გარკვევა. ასევე იგი მუშაობს უმრავლესობა ინსტრუმენტებზე.

სისტემა კარგი მაგალითია დამწყებთათვის, თუ როგორ აიგება სავაჭრო სტრატეგია, როგორც დავინახეთ სტრატეგიაში გაწერილია შესვლის წესი, დანაკარდგების თავიდან ასაცილებლად სტოპ ორდერი და გამოსვლის წესი. თუმცა სისტემის სიმარტივიდან გამომდინარე ეს წესებიც მარტივია. განსაკუთრებით სუბიექტურია მომგებიანი პოზიციიდან გამოსვლის წესები.

ლოგიკა, რომლითაც ამ სტრატეგიისთვის ინდიკატორები არის არჩეული, არის შემდეგი:
აჩქარება/შენელების ინდიკატორი აფიქსირებს ტრენდის შეცვლას, რაც კარგი სიგნალი უნდა იყოს ვაჭრობაში ჩასართველად, ხოლო, სტოქასტიკი აფიქსირებს ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტს ბაზარზე, ზეგაყივების და ზენაყიდობის მომენტებს. ზეგაყივების და ზენაყიდობის მომენტები გასათვალისწინებელი ფაქტორია ვაჭრობაში შესვლაზე გადაწყვეტილების მიღებისას.

გამოსცადეთ სტრატეგია და შეკითხვების ნუ მოგერიდებათ.

myforex.ge ბლოგში და ფორუმში განთავსებული სავაჭრო სტრატეგიების გამოყენებისას, გაითვალისწინეთ ამ ბმულზე განთავსებულ სტატიაში მოყვანილი შენიშვნები

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
6 + 6 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები