სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

ნარევი ხუმრობები ფორექსის ირგვლივ, და არა მარტო

avatar

ავტორი Aug 16, 2009 კატეგორია დასვენება.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

 

 dasveneba

 

მათემატიკოსს ეკითხებიან:
-რამდენია იმის ალბათობა რომ ქუჩაში გასულს შეიძლება ნაპოლეონი შეგხვდეთ?
-დაახლოებით 0.000001 პროცენტი.
იგივე კითხვაზე ტრეიდერი პასუხობს.
-50/50ზე. შეიძლება შემხვდეს, შეიძლება არა.

 

შეკითხვა ანალიტიკოს:
-თქვენი პროგნოზები ყოველთვის მართლდება?
-ყოველთვის, უბრალოდ, ზოგჯერ თარიღები არ ემთხვევა

 

ბროკერს:
-დალიე, რატომ არ სვამ?
-კიდევ ერთი ჭიქა და, მე უძრავი ქონება ვარ.

 

ბროკერი – ბროკერს სამსახურის შემდეგ:
-გავიქცეთ თორემ მეტრო დაიხურება.
– მეტრო უკვე დაიხურა.
– და, რა ფასში?

 

…ტრეიდერმა ივანოვმა მანამდე არ დაანება მუშაობას თავი, სანამ გრაფიკზე შუა თითის მკაფიო ფიგურა არ გამოისახა.

 

ჯოჯოხეთში მოხვდა პოლიტიკოსი, ბანდიტი და ტრეიდერი.
პოლიტიკოსმა ეშმაკს ოჯახში დარეკვა თხოვა, საფასურად ეშმაკმა 5 მილიონი გამოართვა.
შემდეგ ბანდიტმა დარეკა საძმოში. იმას 1 მნილიონი დაუჯდა საუბარი.
ბოლოს ტრეიდერმა სთხოვა თავის კოლეგა ტრეიდერთან საუბარი. ეშმაკმა დაარეკინა და ფული არ გამოართვა.
პოლიტიკოსი და ბანდიტი გაბრაზდა, ჩვენ გაგვატყავე და მაგას არაფერი არ გამოართვიო.
-შიგა ზარები უფასოა, ჯოჯოხეთიდან ჯოჯოხეთში ზარზე გადასახადი არ ერიცხება. უპასუხა ეშმაკმა.

 

1. მექსიკის მივარდნილ სოფელში ჩავიდა ბიზნესმენი: ვყიდულობ მაიმუნებს, ცალს 10 პესოდ.
2. როცა ტყეში მაიმუნები ცოტა დარჩა, ბიზნესმენმა საფასური 20 პესომდე გაზარდა. შემდეგ კიდევ 25 პესომდე.
3. ბოლოს ბიზნესმენმა გამოაცხადა რომ თითო მაიმუნში 50 პესოს გადაიხდიდა როცა უკან დაბრუნდებოდა. თავის შემცვლელად კი მდივანი დატოვა.
4. მდივანმა გარიგება შესთავაზა მაცხოვრებლებს. თუ ჩემს უფროსს არ ეტყვით შემიძლია ჩუმად 35 პესოდ მოგყიდოთ ადრე დაჭერილი მაიმუნები, თქვენ კი როცა უფროსი ჩამოვა, 50 პესოდ ჩააბარეთ.
5. მოსახლეობას უყვარს მუქთი შემოსავალი, ფული შეაგროვეს, მაიმუნები უკან იყიდეს და გადამალეს.
6. მეორე დღეს კი მდივანიც გაქრა თავის უფროსის მსგავსად, დღის ბოლოს კი, ბიზნესმენი და თავისი მდივანი გემზე მზის აბაზანებს იღებდნენ და მოგებას ითვლიდნენ.

 

უცხოპლანეტელებმა გადაწყვიტეს დედამიწის მოსახლეობასთან კავშირის დამყარება. ხედავენ ტყის პირას ორი კაცი ზის მდელოზე და არაყს სვამს.
-გამარჯობათ, მე სკლინკსი ვარ, ჩვენ…
-მოიცა, შეაწყვეტინა ერთერთმა, ვასია, დაუსხი სკლინკსს!
დაუსხეს. უცხოპლანეტელმა გადაკრა, თავისიანებთან წავიდა და მოუყვა ასე და ასე მოხდაო. მეორედ გამოუშვეს.
-გამარჯობათ, მე სკლინკსი ვარ, ჩვენ…
-ვასია, დაუსხი სკლინკსს!
დაუსხეს, დალია.
მესამედ უცხოპლანეტელს თავისიანებმა დავალება მისცეს – ჩქარა მიაყარე სათქმელი და გააგებინე რომ უცხოპლანეტელი ხარო. მივიდა:
-გამარჯობათ, მე სკლინკსი ვარ, ჩვენ ტყუპების თანავარსკვლავედიდან მოვფრინდით. დედამიწის მაცხოვრებლებთან კონტაქტი უნდა დავამყაროთ, მიაყარა უცხოპლანეტელმა და რომ დაამთავრა დადუმდა.
-ვასია, სკლინკსს მეტი აღარ დაუსხა!

 

მეუღლე მიემგზავრება ქალაქგარეთ და მატარებელში ეჭვებმა შეიპყრო, ნეტა, ჩაიდანი თუ გამოვრთეო. ტელეფონი არც მას და არც მის ორ თანამგზავრ ქალს არ აღმოაჩნდათ. ქალმა ტელეფონის ნომრები მისცა ორივეს და სთხოვა, რომ, ქმარს კონსტანტინე ჰქვია და როგორც კი მოახერხებდნენ გადაერეკათ და ეთქვათ, რომ ქმარს ჩაიდანი გამოერთო.
მოგვიანებით, იგივე ამბავს ჰყვება ქმარი:
ავდექი დილით, ნახევრადმძინარემ დავადგი ჩაიდანი. რეკავს ტელეფონი.
-გამარჯობათ, კონსტანტინე ბრძანდებით?
-დიახ.
-ჩაიდანი გამორთეთ, თუ შეიძლება!
ვეცი და გამოვრთე.
ვიპარსავ სააბაზანოში წვერს, ნელნელა აზრზე მოვდივარ და ვფიქრობ.
მივდივარ ისევ ვადგამ ჩაიდანს. რეკავს ტელეფონი.
-გამარჯობათ, ბ-ნო კონსტანტინე, ჩაიდანი გამორთეთ, თუ შეიძლება!
გამოვრთე და ბოლომდე გაშტერებული სვარძელში ჩავეგდე. რა უბედურებაა ხდება ჩემს თავს, ან სამსახურში მშიერი ხომ არ წავალ. მივდივარ ისევ ვადგამ ჩაიდანს. რეკავს მეუღლე:
-კოლია, ჩაიდანი გამორთე, ძვირფასო!

 

ქუჩაში მიდის შტირლიცი, ხედავს, კედელზე დაწერილ უცენზურო სიტყვებს, მალიარი საღებავს უსვამს ზემოდან.
“მოდერატორი”, გაიფიქრა შტირლიცმა.

 

ალა პუგაჩოვას კონცერტზე მიადგა ქართველი და ეუბნაბა, ალა ბორისოვნა, მე გივი მქვია. კონცერტის შემდეგ, აქ ძმაკაცებთან ერთად რესტორანში ვქეიფობთ, თუ შეიძლება რომ გამოივლით ხელი დამიქნიეთ, თქვენ არაფერი დაგაკლდებათ, მე კი სატრაბახო მექნება, რომ ალა პუგაჩოვას ვიცნობ, მეთქი.
მიდის ქეიფი და მართლაც გამოიარა ალა ბორისოვნამ და ამ ქართველს ხელი დაუქნია “გივის გაუმარჯოს!”, ის კიდევ პასუხობს:
-ქალო თავი გამანებე, რა! აუ, ეს ქალი ხომ ვერ მოვიშორე თავიდან.

 

სიმპტომატური ანედოტი:
-მუშაობა არ შეიძლება, რა. ბაზარი ზედმეტად აქტიურია, რისკები გაზრდილია, ტერმინალი ჭედავს, კოტირებები აგვიანბს, საიმედო არაფერი არ ჩანს. – თქვა ტრეიდერმა და გარიგების ზომა გააორმაგა.

 

ბაზარზე არსებობს წუთები, როცა ყველაფერი წყდება წამებში… და ეს გრძელდება საათობით!…

 

ბროკერის ჩანაწერი წესებში, ტრეიდერებისთვის:
-თუ გარიგების გახსნის მომენტში, შემთხვევით, ერთდროულად ორ კლავიშსს დააჭირეთ, შესრულდება ის რომელსაც ამ ორიდან შემთხვევით დააჭირეთ.

 

განცხადება გაზეთში: შპს “სამთო ამფეთქებელი” იუწყება შემთხვევითი თვითლიკვიდაციის შესახებ.

 

ცხვრების კლონირებაში მიღწეული წარმატების შემდეგ, კაცობრიობამ ხელი მოჰკიდა ტრეიდერების კლონირებას. შედეგები არის, მაგრამ ისევ ცხვრები გამოვიდა.

 

რუსი ტრეიდერისთვის ტრეიდინგის დროს წაგება არის კარგი მიზეზი დალევისთვის, ხოლო ტრეიდინგის დროს მოგება, არის კარგი მიზეზი დალევისთვის და დასაყოლებლისთვის.

 

-ტრეიდინგი ეს არის მიწის თხილის ჭამა.
-რატომ?
-სცადე გაჩერდე, როცა მიწის თხილს ჭამ.

 

სიმპტომატური ანედოტი:
ტრეიდერი წევს დივანზე. წინა დღით ყველაფერი წააგო. მოძრაობის სურვილიც არ აქვს. წევს და გაღებულ ფანჯარაში იყურება, თან ფიქრობს: “ახლა ერთი წუთის განმავლობაში, ბუზი თუ შემოფრინდა ფანჯარაში ე.ი. დიდი და მდიდარი ადამიანი გავხდები. ელოდება გავიდა ნახევარი წუთი არაფერი არ ფრინავს. გავიდა 45 წამი… ნერვიულობს. გავიდა 50 წამი ოფლში იღვრება… და 53-ე წამზე ფანჯარაში შემოფრინდა დიდი მსუქანი ბუზი. ტრეიდერმა სიამოვნებით ამოისუნთქა, თვალები დახუჭა და მშვიდად დაიძინა…

 

ჭეშმარიტი ტრეიდერი ეს არის ხელოვანი და მგრძნობიარე პიროვნება, და მხოლოდ მეორე რიგში არის, თვალებდაჭყეტილი, გაბურძგნული და გაუბედურებული ადამიანი.

 

-გუშინ გარიგება რომ გახსენი ვნახე. შემდეგ როგორ იმოძრავა ფასმა?
-წარმოიდგინე ჩიტების გუნდი, რომელიც აპირებს სამხრეთში, თბილ ქვეყნებში გაფრენას. მაგრამ, მანამდე გაფრინდნენ უკიდურეს ჩრდილოეთში, დარწმუნდნენ თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეში და თქვეს: –კი ძმებო, სამხრეთისკენ! და გაფრინდნენ სამხრეთში. ფასმაც რაღაც ეგეთი გააკეთა.

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

5 გამოხმაურება“ნარევი ხუმრობები ფორექსის ირგვლივ, და არა მარტო”

  1. avatar Trader_one says:

    ქმარზე და ჩაინიკზე, და ბოლოზე გავიგუდე :)

  2. avatar myforexge says:

    ბოლოზე მეც ვგორავდი, პირველად რომ მივაგენი. ვისაც უმუშავია ფორექსზე, მიხვდება, მაგარი შედარებაა :)

  3. avatar მარინა says:

    ქმარზე და ჩაინიკზე მაგრად ვიხალისე

  4. avatar ზურაბი says:

    ქმარზე და ჩაიდანზე ძალიან მაგარი იყო!!!

  5. avatar თემო says:

    “სამთო ამფეთქებლის” შემთხვევითი თვითლიკვიდაცია კაი იყო

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
9 + 9 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები