სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

აკუმულირება / დისტრიბუციის ინდიკატორი (Accumulation / Distribution, A/D)

avatar

ავტორი Sep 26, 2009 კატეგორია ინდიკატორები.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

 

რაც უფრო დიდია ვაჭრობის მოცულობა, მით უფრო დიდ დიაპაზონში ირყევა ფასი.  აკუმულირება / დისტრიბუციის ინდიკატორი (Accumulation / Distribution, A/D)  ერთმანეთთან აკავშირებს, სწორედ, ინსტრუმენტის ფასს და ვაჭრობის მოცულობას, რადგან მისი  გათვლა დამყარებულია ვალუტის წყვილის ფასზე და მოცულობაზე. მოცულობა ასრულებს წონის ფუნქციას გათვლის დროს – რაც მეტია წონა (მოცულობა), მით მეტია ფასის როლი ინდიკატორის გამოთვლილ მნიშვნელობაში.

 

ინდიკატორი დამუშავებულია მარკ ჩაიკინის მიერ. ფაქტიურად ეს ინდიკატორი არის, უფრო მეტად გავრცელებული ინდიკატორების – გრანვილის საბალანსო მოცულობის ინდიკატორის (On Balance Volume) და უილიამსის აჩქარება/შენელების ინდიკატორის (Accumulation/Distribution Index) ნაირსახეობა. სამივე ინდიკატორი გამოიყენება ფასის მოძრაობის დასადასტურებლად მოცულობის შესაბამისი ზრდის მიხედვით.

 

თუ გრანვილი, თავისი ინდიკატორის გათვლაში იყენებს მიმდინარე და წინა დღის დახურვის ფასებს, ხოლო უილიამსი, გახსნის და დახურვის ფასებს, ჩაიკინი ერთმანეთს ადარებს დახურვის და მინიმუმ-მაქსიმუმის ფასებს.

 

ინდიკატორის ზრდა ნიშნავს აკუმულირებას, დაგროვებას (ინსტრუმენტის ყიდვა), რადგანაც მოცულობების მასიური ზრდა ემთხვევა ფასის აღმავალი მოძრაობის მომენტს.

 

ინდიკატორის კლება ნიშნავს დისტრიბულციას (ინსტრუმენტის გაყიდვა), რადგანაც მოცულობების მასიური ზრდა ემთხვევა ფასის დააღმავალი მოძრაობის მომენტს.

 

აკუმულირება/დისტრიბუციის ინდიკატორის მოძრაობასა და ფასის მოძრაობას შორის განსხვავება გვაჩვენებს ფასის მოძრაობის მიმართულების მოსალოდნელი შეცვლის შესაძლებლობას.

 

გათვლა ხდება მიმდინარე მნიშვნელობისთვის დღიური მოცულობის მიმატებით ან გამოკლებით გარკვეული წონით. რაც უფრო ახლოს არის დახურვის ფასი დღის მაქსიმუმთან, მით მეტია მისამატებელი მოცულობის წონა, და პირიქით, რაც უფრო ახლოს არის დახურვის ფასი დღის მინიმუმთან, მით მეტია გამოსაკლებელი მოცულობის წონა. თუ დახურვის ფასი თანაბრად არის დაშორებული მაქსიმუმისგან და მინიმუმისგან, ინდიკატორის მნიშვნელობა იგივე რჩება.

 

A/D = SUM (((Close – Low) – (High – Close)) * Volume / (High – Low), N)

სადაც: 
Close – არის დახურვის ფასი; Low – არის ბარის მინიმალური ფასი;
High – არის ბარის მაქსიმალური ფასი;Volume – არის მოცულობა;
N – არის გთვლაში გამოყენებული პერიოდების რაოდენობა;SUM (…,);
N- არის ჯამი N პერიოდის განმავლობაში;

 

შენიშვნის სახით ვიტყვით, რომ რადგან ფორექსზე გარიგების მოცულობები არ მიეწოდება ტრეიდერებს, მოცულობის ნაცვლად გამოიყენება ე.წ. ტიკების მოცულობა. 

 

აკუმულირება/დისტრიბუციის ინდიკატორის ძირითადი პრინციპები: 

ითვლება რომ, აღმავალი ტრენდის დროს დახურვის ფასებს აქვს თვისება უფრო ახლოს იყოს ბარების მაქსიმუმებთან, და პირიქით, დაღმავალი ტრენდის დროს ახლოს იყოს ბარების მინიმუმებთან. აქედანგამომდინარე ეს ინდიკატორი არის კარგი საზომი, თუ რომელი ძალები მძლავრობენ ბაზარზე, ხარები თუ დათვები.

 

ინდიკატორს ძირითადად იყენებენ შემდეგი დანიშნულებით:
1.ტრენდის არსებობის დამადასტურებელი სიგნალით – აღმავალ ტრენდზე ინდიკატორი უნდა იზრდებოდეს, ანუ ფასის გრაფიკზე ახალი მაქსიმუმი უნდა დასტურდებოდეს ინდიკატორის ახალი პიკით.

2.განსხვავების აღმოჩენით ფასის მოძრაობის ტენდენციაში და ინდიკატორის მოძრაობის ტენდენციაში, ანუ დივერგენციით. ხარების ტრენდის დროს დივერგენცია მიუთითებს ხარების დასუსტებაზე. დათვების ტრენდის დროს დივერგენცია, დაღმავალი ტენდენციის დასუსტებაზე.

3.გრაფიკული ანალიზით. ინდიკატორის გრაფიკის მიმართ შეიძლება გამოვიყენოთ იგივე ანალიზის მეთოდები, რაც ფასების გრაფიკზე. მაგალითად, გარღვევა ინდიკატორის გრაფიკზე, ნიშნავს მოსალოდნელ გარღვევას ფასების გრაფიკზეც, ასევე სამკუთხედის და ორმაგი მწვერვალის პრინციპები.

 

უარყოფითი თვისება არის ის, რომ

1. არ ითვალისწინებს საბაზრო გეპესბს (ფასის ნახტომებს). თუ ინსტრუმენტი გაიხსნა გეპით, და დაიხურა მინიმუმის და მაქსიმუმის შუაში ინდიკატორი არ მიიღებს მას გათვლაში.

2. რადგან ინდიკატორი დიდი მიახლოებით იმეორებს ფასის მოძრაობის ტენდენციას, ბევრი დივერგენციის სასარგებლო სიგნალი იკარგება.

3. ზოგჯერ ადვილი არ არის მოცულობის ცვლილების შემჩნევა. მაგალითად ტრენდის სიჩქარე შეიძლება შენელდეს, ეს აისახება ინდიკატორზეც, ოღონდ სიგნალი თვალისთვის ძნელად აღსაქმელია მანამ, სანამ ინდიკატორი არ შემობრუნდება.

 

 

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

1 გამოხმაურება“აკუმულირება / დისტრიბუციის ინდიკატორი (Accumulation / Distribution, A/D)”

  1. avatar ალექს-ანდრე says:

    მომეწონა, მაგარი სტატია არის 😉

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
10 + 1 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები