ბანერი #1

ფინანსური ინსტრუმენტები

Metatrader 4 როგორ დავაყენოთ ისტორიის მონაცემები ტესტირებისათვის

სტატიაში აღწერილია, თუ როგორ გავმართოთ ტერმინალის სტრატეგიების ტესტერი ისე, რომ მივაღწიოთ მასში წყვილის ისტორიული მონაცემების 90%-იან სიზუსტეს მაინც.

სავაჭრო ტერმინალი მეტატრეიდერი საშუალებას იძლევა ტესტირება გაუკეთდეს სხვადასხვა ინდიკატორებს და ექსპერტებს. შემოწმდეს მათი თვისებები, რამდენად გამართულად მუშაობენ, რომ მხოლოდ ასეთი შემოწმების შემდეგ გამოვიყენოთ ისინი რეალურ მუშაობაში. ასეთი ტესტერის გარეშე, რომელიც მოგვცემს საშუალებას სწრაფად გავატაროთ ინდიკატორი ან ექსპერტი ისტორიულ მონაცემებზე, ძალიან ძნელია მათი გამართვა. წარმოიდგინეთ ყოველ ახალ ინდიკატორს ან ექსპერტს თითო შემოწმებაზე საათობით ან დღეების განმავლობაში რომ ველოდოთ ტესტირებისათვის. ასე მათი მორგება ჩვენი საქმისთვის შეუძლებელი იქნებოდა. აქ კი უცებ შეგვიძლია გავიაროთ წყვილის მოძრაობის მთელი ისტორია და ვნახოთ რა შედეგი მოაქვს ახალ ინდიკატორს ან ექსპერტს, შემდეგ კიდევ და კიდევ და ა.შ. საბოლოოდ წუთებში ხდება ის რასაც გადუჭარბებლად ვიტყვი თვეები და წლები დაჭირდებოდა.

მაგრამ, ყველამ არ იცის, რომ ეს კვანძი ფარული შეცდომის კვანძია ამ ტერმინალში. მისი ყველაზე გაუმართავი ნაწილი. ამას ემატება მწირი ინფორმაცია მის შესახებ, რაც იწვევს შემდეგ შეცდომას. ტრეიდერი ენდობა ტერმინალის ტესტერის მონაცემებს და თვლის რომ წყვილის მოძრაობის ისტორიის ბაზა მასში სანდოა.

უნდა გავითვალისწინით, რომ ჩვენს კომპიუტერში ტერმინალის ინსტალირების შემდეგ, ეს ბაზა არის ცარიელი და მისი შევსება ხდება შემდგომში, მუშაობის პროცესში, ნელ-ნელა, იმ საჭიროების მიხედვით, რომელსაც ტერმინალი თვლის საჭიროდ. რასაც არ უნდა ვაკეთვბდეთ ჩვენ, მონაცემები ყოველთვის მოინახება ხოლმე და ჩვენც გვგონია რომ ტერმინალი კეთილსინდისიერად გვემორჩილება ჩვენს მუშაობაში და შეცდომას არ დაუშვებს. თუ რამე მონაცემები არ ექნება ბაზაში, ან გადმოიწერს ან გაგვაფრთხილებს მაინც, რომ მონაცემები არ არის სანდო. არა ასე არ ხდება.

სინამდვილეში ეს ბაზა არ არის სრული, შეიცავს ისტორიაში გამოტოვებულ ადგილებს და უფრო მეტიც დროდადრო ხდება მასში ტერმინალის მიერ ინფორმაციის ჩამატება რომლის დროსაც ბაზა უფრო და უფრო შორდება რეალურ ისტორიას, იმიტომ რომ ახალი მონაცემების ჩამატება ხდება იმის კონტროლის გარეშე თუ სად იყო წინა ისტორია გაჩერებული, და როგორ მოხდეს კორექტულად მისი გაგრძელება.

შედეგი არის ის, რომ გვგონია ვიყენებთ ტესტერს და ვამოწმებთ ინდიკატორს ან ექსპერტს ისტორიულ მონაცემებზე. ამ დროს თურმე, ტყუილად ვკარგავთ დროს და თუ ჭკვიანად არ მოვიქცევით, სახსრებს.

რამხელაა ეს განსხვავება რეალურ ისტორიასთან. ჩემი მაგალითიდან ვიტყვი,რომ ერთერთი ექსპერტის გამართვის დროს ერთერთ კომპიუტერში ტესტირებისას ექსპერტი საწყისი დეპოზიტით 100 დოლარი, მოგებაზე ვერ გადიოდა. მეორე კომპიუტერში ორ თვიან მონაკვეთზე იგივე ექსპერტი იძლეოდა მოგებას არც მეტი არც ნაკლები 432 000 დოლარს, იმდენად განსხვავებული იყო ისტორიული მონაცემები ორ კომპიუტერში, ერთი და იგივე ბროკერის ტერმინალში.

რა არის ამ განსხვავების მიზეზი? სავაჭრო ტერმინალი ახდენს მონაცემების შევსებას იმის მიხედვით, როგორაც ჩვენ ვაძლევთ მას ამის საშუალებას. კერძოდ, როდის არის ჩართული კომპიუტერი, რამდენად ხარისხიანია ინტერნეტ შეერთება რომ მოხდეს ბევრი მონაცემების მიღება სერვერიდან, რომელი წყვილების გრაფიკები ვაქვს გახსნილი ტერმინალში, რამდენი მაქსიმალური ბარის რაოდენობა გვაქვს დაშვეებული ტერმინალის გრაფიკზე და რამდენი მაქსიმალური ბარის რაოდენობა გვაქვს დაშვეებული რომ არსებობდეს ტერმინალის ისტორიაში , და ა.შ.

აქ აღწერილია ტესტერის ისტორიული მონაცემებით შევსების მეთოდი, ისე რომ ისტორია 90% სიზუსტით მაინც მიუახლოვდეს წყვილის რეალურ ისტორიას.

1. გადმოიწერეთ თქვენი ბროკერისაგან მეტატრეიდერის საინსტალაცია პაკეტი (თუნდაც იგი თქვენ უკვე გქონდეთ დაინსტალირებული);

2. გაუშვით ინსტალაცია, ოღონდ (ყურადღებით!!!) საინსტალაციოდ მიუთითეთ სხვა საქაღალდე, რათა არ მოხდეს თქვენი ძირითადი მეტატრეიდერის დაზიანება. (მაგალითად თუ სამუშაო ვერსია დაინსტალირებული გქონდათ Program files/broker/Metatrader საქაღალდეში, ახალი დააინსტალირეთ Program files/Tester/Metatrader საქაღალდეში.

3. ინსტალაციის დასრულების მომენტში შეკითხვაზე გავუშვათ მეტატრეიდერი (launch Metatrader, ეს არის პატარა ჩეკბოქსი ინსტალაციის ბოლო ფანჯარაში) მოხსენით ეს ჩეკბოქსი, რომ არ გაეშვას მეტატრეიდერი.

4. ინსტალაციის დასრულების შემდეგ გახსენით Program files-ში ის საქაღალდე სადაც მოხდა ახალი მეტატრეიდერის დაინსტალირება და მასში იპოვეთ საქაღალდე history და წაშალეთ შიგ ყველაფერი რაც კი შეგხვდებათ.

fill_tester_history_1

5. წაშლის შემდეგ გაუშვით ახალი მეტატრეიდერის ტერმინალი. ტერმინალი მოგთხოვთ დემო ანგარიშის გახსნას. გახსენით ეს ანგარიში როგორც ამას ინსტრუქცია მიგითითებთ.

6. არ გაგიკვირდეთ, მაგრამ როცა ანგარიშის გახსნა დასრულდება. დააჭირეთ მარჯვენა ღილაკს ამ ანგარიშზე, მენიუდან აირჩიეთ მისი წაშლა და წაშალეთ იგი. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ როცა ჩვენ ჩვენი ხელით შევავსებთ ტესტერის ისტორიის საქარალდეს, ტერმინალმა არ მოახდინოს თავისი სურვილით მასში ახალი მონაცემების ჩამატება.
fill_tester_history_2

7. გადმოიწერეთ მეგააპლოადიდან, ან თქვენ საიდანც გირჩევნიათ და ხელი მიგიწვდებათ, წყვილების ისტორიები და გაარქივეთ.

8. დახურეთ მეტატრეიდერი, გახსენით Program files-ში, ჩვენს ახალ მეტატრეიდერის საქაღალდეში, საქაღალდე history. ნახავთ, რომ ანგარიშის გახსნის მომენტში ჩვენი წაშლილი საქაღალდეების ადგილზე მეტატრეიდერს კვლავ შეუქმნია საქაღალდე. ეკრანზე დაახლოებით ასეთ რამეს ნახავთ

fill_tester_history_3

გახსენით ეს საქაღალდე და წაშალეთ შიგ ყველა .hst ისტორიის ფაილი, დანარჩენები დატოვეთ. გადააკოპირეთ ამ საქაღალდეში ჩვენს მიერ გადმოწერილი ისტორიული მონაცემების ფაილები.

9. კვლავ გაუშვით მეტატრეიდერის ტერმინალი. ამ მომენტიდან ყოველი ახალი გაშვებისას ტერმინალი შემოგთავაზებთ ახალი ანგარიშის გახსნას (ჩვენ ხომ წავშალეთ ანგარიში).
ყველა ასეთ შემოთავაზებას უარით უპასუხეთ -> CANCEL.
ტერმინალი ჩათვლის რომ თქვენ უკვე გაქვთ ანგარიში და შემოგთავაზებთ უკვე არსებული ანგარიშის მონაცემების შეყვანას. ამ შემოთავაზებასაც უარით უპასუხეთ -> CANCEL.
10. შედით ტერმინალის ოფციებში და აირჩიეთ გრაფიკის მონაცემების შეცვლა და ველში Max Bars in history (ბარების მაქსიმალური რაოდენობა ისტორიაში) და ველში Max Bars inChart (ბარების მაქსიმალური რაოდენობა გრაფიკზე) ჩაწერეთ რაც შეიძლება დიდირიცხვი. ტერმინალი ამ რიცხვს მაინც შეცვლის და ჩასვამს ამ ველებში მაქსიმალურ რაოდენობას რაც კი დასაშვებია პროგრამულად.

fill_tester_history_4

fill_tester_history_5

11. გამორთეთ და ხელმეორედ გაუშვით ტერმინალი. აირჩიეთ ზედა მენიუში TOOLS > HISTORY CENTER.
და გახსნილ ფანჯარაში მარცხენა მხარეს აირჩიეთ თქვენთვის საჭირო წყვილი. მაგალითისთვის ავიღოთ AUDUSD.

fill_tester_history_6

fill_tester_history_7

ამ წყვილის გვერდით + ნიშნით ჩამოიშლება დროის ინტერვალები. ავირჩიოთ მაგალითისთვის M1.
დავაჭიროთ IMPORT-ს.

გამოვა ახალი ფანჯარა. დავაჭიროთ BROWSE რომ მივუთითოთ თუ საიდან უნდა მოხდეს იმპორტი. (აქ შეიძლება დაგჭირდეთ ფაილის ტიპის მითითება ქვედა ჩამოსახსნელ კომბობოქსში რომ შეძლოთ ყველა ფაილის დანახვა).

fill_tester_history_8

აირჩიეთ სასურველი პერიოდი და დააჭირეთ OPEN. მოხდება მონაცემების იმპორტი. დაელოდეთ, ამას შეიძლება დაჭირდეს გარკვეული დრო. იმპორტის დასრულების შემდეგ დააჭირეთ OK-ს.
თუ იმპორისთვის მონაცემები გაყოფილია რამდენიმე ფაილად, გაიმეორეთ იმპორტის პროცედურა ყველა ფაილისთვის ცალკცალკე.

ამით, ისტორიის ბაზით თქვენი სტრატეგიების ტესტერის შევსება დასრულებული იქნება. შეგიძლიათ ეს ახლი ტერმინალი შეინახოთ მხოლოდ სტრატეგიების, ინდიკატორების და ექსპერტების ტერსტირებისთვის. სამუშაოდ კი გამოიყენოთ ის რომელიც მანამდე გვქონდა დაინსტალირებული.

გამოიჩინეთ ყურადღება მეორე პუნქტზე რატა არ დააზიანოთ ან არ დაკარგოთ სამუშაოდ მანამდე არსებული ტერმინალი. ახლის ინსტალაციისას აუცილებლად მიუთითეთ სხვა საქარალდე.

4 კომენტარი სტატიაზე: “Metatrader 4 როგორ დავაყენოთ ისტორიის მონაცემები ტესტირებისათვის”

  1. avatar
    მამუკა says:

    გამარჯობა!, უფასოდ ვერ გადმოვიცერე ცყვილების ისტორია და გტკჰოვტ დამეკმაროტ საიდან გადმოვიცერეო?, ან იქნებ გადმომიგზავნოთ ფაილი.მადლობა ცინასცარ

  2. avatar
    ბესო says:

    წესით თვითონ Metatrader 4-ს აქვს, ყოველ შემთხვევაში ახლანდელ ვერსიას გადმოწერის ფუნქცია, ანუ თავად Metaquotes Software Inc. მონაცემთა ბაზიდან იწერს ნებისმიერ წყვილს, რაც თავიდანვეა პლათფორმაში გათვალისწინებული.
    არა მგონია, ამან რამე პრობლემა შექმნას, ერთადერთი პრობლემა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს, ესაა ბროკერის მიერ მოწოდებული შედარებით ახალი მონაცემებისა და ისტორიული მონაცემების არათავსებადობა და განსხვავება ერთმანეთისგან.

  3. avatar
    myforexge says:

    ბესო, Metatrader რომ იწერს Metaquotes Software Inc-ის მონაცემთა ბაზას, ბაზა კია არის სრული ბოლო თვის მონაცემების გარდა, მაგრამ Metatrader თავის .hst ისტორიის ფაილებში ამატებს მხოლოდ იმას რაც იქ არ არის, და საბოლოოდ თავისი და Metaquotes -ს მონაცემების შეერთებით გამოდის არასწორი მონაცემები.
    ზემოთ აღწერილი მეთოდი სწორედ მაგისთვის არის, რომ აიძულოს Metatrader შექმნას ბაზა მხოლოდ Metaquotes -ს ბაზის საფუძველზე და თავისები არ გაითვალისწინოს.

    ეს არასწორი შევსება ხდება ბროკერის, და ჩვენი კომპიუტერის რესურსების ეკონომიისთვის, რაც საბოლოოდ ცუდად აქვთ გაკეთებული, და შედეგად ვიღებთ არასწორ ბაზას.

  4. avatar
    aleqsandre says:

    rogor davregistrirde? an mushaobis imitacia rogor vnaxo

Leave a Reply

ბანერი #2