მარკ ტვენი – ბირჟაზე ვაჭრობისაგან თავი უნდა შეიკავოთ მხოლოდ ორ შემთხვევაში:
პირველი – თუ თქვენ არ გაქვთ თანხები სავაჭროდ,
მეორე – თუ თანხები გაქვთ;
– როგორ მოახერხეთ დღეს, მართალია, ცოტა მაგრამ მაინც მოგების მიღება?
– დიდ მოგებით დავიწყე.
– როგორ მიდის შენი საქმეები ფორექსზე?
– წარმოგიდგენია? ერთ კვირაში 50000 დოლარი გამოვიმუშავე დემოზე.
– აუ მე ასეთი ფული არცკი მაქვს ნანახი.
– არც მე.
– რას კითხულობ?
– ელიოტის თეორიას
– და თავუკუღმა რატომღა ზიხარ?
– და რა მნიშვნელობა აქვს როგორ ვიჯდები
– რატომ ხარ მოწყენილი?
– აი, გუშინ ევრო ვიყიდე და ფული საეროდ აღარ მაქვს
დამლაგებელი სამსახურიდან გამოაგდეს
– შენ რაღას გერჩოდნენ ბოლოსდაბოლოს დამლაგებელი იყავი
– რას და, დირექტორის ნოუთბუქს ვწმენდდი და შემთხვევით, რამდენიმე ასეული ათასი დოლარის სფ§№დგ№§რგ*/ბბვნც*ხნდ გამოვიწერე ფირმისთვის.
სავაჭრო სტრატეგიის ტესტირება მონაცემების ისტორიაზე, ეს არის სტრატეგიის კოეფიციენტების სრულყოფა გასული წელის მონაცემებით მაქსიმალური მოგების მისაღებად გასულ წელს.
რუსი გოგონა ეკითხება ტრეიდერ მამას
– მამა იცი როგორ უნდა წავიყვანოთ მაღლა რუსეთის ბაზარი?
– როგორ?
– როგორ და, პრეზიდენტი “მედვედევი” უნდა შევცვალოთ პრეზიდენტ “ბიკოვით”
– რამდენი დრო დამჭირდება ფორექსზე მუშაობის შესასწავლად?
– ყველაფერი დამოკიდებულია ნიჭზე, საზრიანობაზე, შრომისმოყვარეობაზე
– მე რომ ასეთი თვისებები არ მაქვს?
– მაშინ, ხუთი წუთი…
ღამის თორმეტ საათზე კონკიამ ფეხსაცმელი დაკარგა. ცოტა ხნის შემდეგ მეორე ფეხსაცმელი, მერე მთელი მისი ქონება. ასე საშინლად დაიხურა იმ დღეს ბაზარი.
ტრიდერი მეორეს
– იცი ფული გამიჩნდა.
– ნუ ნერვიულობ, მეც მქონდა ერთხელ
ორი ტრეიდერი საუბრობს
– გუშინ მაგარი გოგო გავიცანი, რესტორანში დავპატიჟე ეგრევე წამყვა, მერე ცეკვა შევთავაზე, ეგრევე დამთანხმდა, მერე სახლში წამოსვლა ჩემთან, ეგრევე წამომყვა.
– ნუ წელავ და ნუ დამტანჯე, თქვი რომელ დონეზე აღმოაჩნდა წინააღმდეგობის ხაზი
– სამწუხაროდ 200 დოლარს ქვემოთ ვერაფრით ვერ ჩამოვიყვანე.
ნათესავები ეჩხუბებიან ტრეიდერს
– როგორ გაშორდი ცოლს, როგორ დაანგრიე ოჯახი!
– ნუ აზვიადებთ, მე უბრალოდ ერთი წამგებიანი გარიგება დავხურე.
ტრეიდერი ჯარში წაიყვანეს და ტერიტორიის დანაღმვა დაავალეს
– დარწმუნებილი ხარ რომ მტერი ვერ შემოძვრება – ჰკითხეს დაბრუნებულს.
– აბსოლუტურად. თქვენ რომ რუქა გამატანეთ, იმ რუქაზე წუთობრივი გრაფიკი დავადე და ისე დავნაღმე. ასე რომ თაგვიც კი ვერ შემოიპარება.
ტრეიდერი მოხვდება სამოთხეში და ანგელოზს ეხვეწება
– შეიძლება აქაც რომ ვითამაშო ფორექსზე?
– შეუძლებელია!
– რატომ აქ ამდენი ხალხია, მათ შორის ბროკერებიც იქნება, ვინმე შემომთავაზებს თამაშს.
– ბროკერები სამოთხეში არ ხვდებიან!
ჯონ სმიტი, რომელიც 75 სართულიდან გადმოხტა, მიწაზე დანარცხების შემდეგ, რიკოშეტით 10 მეტრზე ახტა, რითაც ცოტათი აღიდგინა თავისი დილის ვარდნა…
პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0