სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

ინდიკატორი სტოქასტიკი – სტოქასტიკური ოსცილატორი

avatar

ავტორი Jul 19, 2009 კატეგორია ინდიკატორები.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

ბაზრის ინდიკატორები არის ინსტრუმენტის ფასის ან მოცულობის მათემატიკური გამოსახვა (შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში გრაფიკის სახით წარმოდგენილი) რომელიც გამოიყენება სავაჭრო ინსტრუმენტის ფასის ცვლილების ანალიზითვის ან მისი მომავალი ცვლილების პროგნოზირებისთვის). ინდიკატორებზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას როდის და როგორ გახსნან ან დახურონ პოზიცია.

ფუნქციონალური თვისებებიდან გამომდინარე, ინდიკატორები იყოფა ორ ჯგუფად – ტრენდული ანუ ტენდენციის ინდიკატორები და ოსცილატორები. ტრენდული ინდიკატორები ორიენტირებულია ფასის ერთი მიმართულებით მოძრაობის გამოვლენაზე და ამ მიმართულებით მოძრაობის დასრულების მომენტის, ე.წ. შემობრუნების მომენტის გამოვლენისთვის. ისინი ამას აკეთებენ ფასის ცვლილების სინქრონულად ან დაგვიანებით. ოსცილატორები ორიენტირებულია შემობრუნების მომენტის გამოვლენაზე წინსწრებით ან სინქრონულად.

როცა ინდიკატორებზე იწყებ ლაპარაკს, და უნდა შეარჩიო რომელი ინდიკატორიდან დაიწყო, აქ ორი აზრი არ არსებობს, უნდა დაიწყო სტოქასტიკური ოსცილატორით, იგივე სტოქასტიკით. არა იმიტომ, რომ ეს ინდიკატორი ზუსტ და უტყუარ შედეგს იძლევა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთერთი ყველაზე უფრო გავრცელებული და გამოყენებადი ინდიკატორი.

როგორც ვიცით, ძირითადად ინდიკატორებში, ოპერირება ხდება ოთხ ფასზე – გახსნის ფასზე, დახურვის ფასზე, დროის ინტერვალში დაფიქსირებულ მაქსიმალურ ფასზე, და მინიმალურ ფასზე.

სტოქასტიკის მუშაობას საფუძვლად უდევს დახურვის ფასის კონტროლი მაქსიმუმის და მინიმუმის ფასებს შორის. როცა ფასი მიდის ზემოთ დახურვის ფასს აქვს ტენდენცია მიუახლოვდეს მაქსიმუმს, ხოლო როცა ფასი მიდის ქვემოთ, დახურვის ფასი უახლოვდება მინიმუმის ფასს

სტოქასტიკი შედგება ორი მომვლები ხაზისგან %К და %D რომლებიც გამოითვლება ფორმულით:

%K = (CLOSE – MIN (LOW (%K))) / (MAX (HIGH (%K)) – MIN (LOW (%K))) * 100

სადაც: CLOSE – მიმდინარე დახურვის ფასია, MIN (LOW (%K)) – მინიმალური ფასი %K ცალი პერიოდის განმავლობაში, MAX (HIGH (%K)) – მაქსიმალური ფასი %K პერიოდის განმავლობაში

%D = MA (%K, N)

სადაც: N – გასაშუალოების პერიოდია; MA – მცოცავი საშუალო.

(*მცოცავი საშუალო რომელიმე N პერიოდზე გულისხმობს, ბოლო N ცალი მნიშვნელობის აღებას დროის ყოველ მომენტში, დაჯამებას და გაყოფას N ზე, ანუ გასაშუალოებას ყონელთვის ბოლო მნიშვნელობების გათვალისწინებით. აქედან მოდის სიტყვა “მცოცავი”)

 

ინდიკატორის მნიშნელობა იცვლება -1 და 1-ს შორის, ან 0% და 100%-ს შორის.

მისი საშუალებით მსჯელობა ხდება შემდეგნაირად: გრაფიკზე ავლებენ ორ ჰორიზონტალურ ხაზს 20%-ის და 80%-ის დონეზე (ეს დონეები ინდივიდუალურად შერჩევადია. როცა ფასი არის 20%-ს ქვემოთ, ითვლება რომ ბაზარი იმყოფება ზე გაყიდვების მდგომარეობაში, ანუ ზედმეტად ბევრი გაყიდვის ოპერაცია შესრულდა ზედმეტად დაბალ ფასში, და ვარაუდობენ რომ როცა ინდიკატორი ქვემოდან ზემოთ კვეთს 20%-იან დონეს, ბაზრის ფასი წავა ზემოთ. და პირიქით 80%-იანი დონისთვის, თვლიან, რომ როცა ფასი არის 80%-ს ზემოთ, ითვლება რომ ბაზარი იმყოფება ზე ნაყიდობის მდგომარეობაში, ანუ ზედმეტად ბევრი ყიდვის ოპერაცია შესრულდა ზედმეტად მაღალ ფასში, და ვარაუდობენ რომ, როცა ინდიკატორი ზემოდან ქვემოთ კვეთს 80%-იან დონეს, ბაზრის ფასი წავა ქვემოთ.
pr3pr1
ყველა ინდიკატორის მინუსი არის ის, რომ ისინი ეყრდნობიან უკვე მომხდარ ფაქტებს და შემდეგ გამოაქვთ შედეგი, ანუ დროში აგვიანებენ. ამიტომ ყველა პროგნოზი ინდიკატორებზე დაყრდნობით, უფრო ფსიქოლოგიური დანიშნულებისაა ვიდრე პრაქტიკული. როგორ გამოიყენებთ ინდიკატორს, და გამოიყენებთ თუ არა საერთოდ დამოკიდებულია თითოეული ტრეიდერის სტრატეგიაზე. ახალბედებს კი მივუთითებ, რომ ერთი კონკრეტული ინდიკატორის ჩვენებაზე დაყრდნობით ვაჭრობა შეიცავს შეცდომის და დეპოზიტის დაკარგვის საფრთხეს. ავტორის მიერ დამუშავებულია ინდიკატორი, რომელიც აფიქსირებს სხვა ინდიკატორების ქცევის სტატისტიკას, ინდიკატორის ყოველი წერტილისთვის. ეს სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ ინდიკატორის ქცევის შესახებ საზოგადოდ მიღებული შეხედულება, უმეტესად არ არის ერთმნიშვნელოვანი და იქ სადაც ინდიკატორი გვპირდება ფასის უტყუარ აღმასვლას, რეალურად ხდება დაღმასვლა და პირიქით.

ამიტომ მოიხმარეთ ინდიკატორები დიდი სიფრთხილით და დაკვირვებით. რეალურად, ინდიკატორები უნდა გახდეს არა ძირითადი სიგნალი გაყიდვის ან ყიდვის შესახებ, არამედ თქვენს მიერ, მრავალ ფაქტორზე დამყარებული, გაყიდვის ან ყიდვის გადაწყვეტილების, კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანი.

სტოქასტიკის შესახებ კვლავ იქნება სტატია, რადგანაც ინდიკატორი შეიცავს მრავალ ნიუანსს, რომელთა ერთად განხილვა, ერთი სტატიის ფარგლებში ვერ მოხერხდება.

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
1 + 10 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები