ფორექსზე ვაჭრობა გულისხმობს ერთი სახეობის ვალუტის ყიდვას და იმავე მომენტში, მეორე სახეობის ვალუტის გაყიდვას. ფორექსის საშუალებით ფაქტიურად შესაძლებელია ნებისმიერი ვალუტით ვაჭრობა.
ვალუტის აღსანიშნავად როგორც წესი იყენებენ სამ ლათინური ანბანის სიმბოლოს, რომელთაგან პირველი ორი შეესაბამება ხოლმე ქვეყანას, მესამე ვალუტის სახელს.
ყველაზე პოპულარული ვალუტა ფორექსზე ვაჭრობისას არის დოლარი (USD), ევრო (EUR) იაპონური იენა (JPY) დიდი ბრიტანეთის ფუნტი (GBP) შვეიცარული ფრანკი (CHF) კანადური დოლარი (CAD) ავსტრალიური დოლარი (AUD).
როდესაც ლაპარაკია რომელიმე ვალუტის კურსზე, იგულისხმება კურსი აუცილებლად რომელიმე მეორე ვალუტის მიმართ. ასე რომ, ვალუტით ყოველთვის ვაჭრობენ წყვილებში, და ეს წყვილები აღინიშნება შემდეგნაირად EUR/USD. თუ ჩვენ ვამბობთ რომ დოლარის კურსი მიდის ქვემოთ, უცილებლად ვგულისხმობთ ვალუტას, რომლის მიმართაც მიდის ეს კურსი ქვემოთ. EUR/USD წყვილში ეს გულისხმობს რომ დოლარის კურსი მიდის ქვემოთ ევროს მიმართ.
ძირითადი სავალუტო წყვილები არის ოთხი:
EUR/USD USD/CHF GBP/USD USD/JPY
როგორც აკვირდებით ყველაში მონაწილეობს ამერიკული დოლარი.
ამ ოთხი წყვილის გარდა ფორექსზე არის ნაწარმოები წყვილები და ეს ნაწარმოები წყვილები იმდენია რომ მოიცავს ბევრ ვალუტას, ისე რომ დააკმაყოფილოს უმრავლესობა ტრეიდერების მოთხოვნები.
წყვილებს ხშირად ინსტრუმენტებსაც უწოდებენ.
ყველა წყვილს აქვს თავისი თავისებურებები და ჩვენთვის საინტერესოა რა ახდენს გავლენას მათ მოძრაობაზე.
EUR/USD
დაახლოებით 27% დღიური ვაჭრობიდან მოდის ამ წყვილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაზე პოპულარული წყვილია ფორექსის ბაზარზე. იგი შესანიშნავი წყვილია როგორც ახალბედებისათვის, ასევე გამოცდილებისათვის. ეს არის ძალიან აქტიური წყვილი ზომიერი ვოლატილობით (რყევის დიაპაზონით). ამ წყვილის მოძრაობა შედარებით მდორეა, ხოლო დღის განმავლობაში ვაჭრობა მიდის დიდი აქტიურობით, რაც საშუალებას აძლევს მოკლე პერიოდებზე მოვაჭრე ტრეიდერებს მიიღონ კარგი მოგება.
EUR/USD ჩვეულებრივ არის უკუ კორელაციაში USD/CHF და პირდაპირში GBP/USD თან. ეს ნიშნავს, რომ თუ EUR/USD მიდის ზევით, დიდი ალბათობით USD/CHF მიდის ქვევით. რეალურად, ეს კორელაცია ძალიან მჭიდროა.
თუ თქვენ ვაჭრობთ ამ წყვილით თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს, როგორც ევროზონის ეკონომიკური სურათი, ასევე ამერიკის შეერთებული შატატების, და თვალყური ადევნოთ ამ ზონების ეკონომიკური მმართველების განცხადებებს ეკონომიკის და ეროვნული ვალუტის შესახებ.
USD/CHF
ყველაზე ნაკლებად პოპულარული წყვილი ძირითად ვალუტებს შორის. მისი სპრედი როგორც წესი, მეტია ვიდრე EUR/USD -სი, მაგრამ ეს არ არის მიზეზი რომ ამ წყვილით არ ვივაჭროთ. როგორც ავღნიშნეთ არის უკუ კორეალაციაში EUR/USD -თან და ხშირად მას “მიყავს” EUR/USD. საერთოდ შვეიცარული ფრანკი, ბაზარზე ქაოსის დროს, სარგებლობს საიმედო ვალუტის იმიჯით. წყვილი ძლიერად არის დამოკიდებული აშშ-ს ეკონომიკურ ინფორმაციაზე, უფრო მეტად ვიდრე შვეიცარიის მოვლენეზე. უნდა ითქვას ასევე, რომ შვეიცარია ძალზე არის დამოკიდებული ექსპორტზე, ისევე როგორც ევროზონა და იაპონია.
GBP/ USD
მესამე ყველაზე უფრო ლიკვიდური წყვილია. უჭირავს დღიური ვაჭრობის დაახლოებით 12%. ეს წყვილი აღსანიშნავია თავისი არაკონტროლირებადობით და დიდი ვოლატილობით. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არ არის რეკომენდირებული დამწყებთათვის. ფასის გარღვევები, როგორც წესი, არის მატყუარა და ახალბედები იოლად შედიან შეცდომაში.
წყვილი ძირითადად მოძრაობს იგივე მიმართულებით საითაც EUR/USD, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის.
რადგანაც ფუნტს აქვს ხოლმე დიდი საპროცენტო განაკვეთი, ითვლება მაღალშემოსავლიან ვალუტად.
USD/JPY
ეს წყვილი იმყოფება მეორე ადგილზე პოპულარობით – 13%-ზე მეტი დღიური მოცულობით. განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს ვაჭრობა ე.წ. აზიის სესიის დროს.
ახასიათებს არც ისე დიდი სპრედი, მოძრაობს შედარებით მდორედ, წყვილი სწრაფად რეაგირებს ბაზარზე რისკების ზრდაზე. ასეთ დროს იენა როგორც წესი ძლიერდება სხვა ვალუტების მიმართ, რადგანაც ინვესტორები ამ დროს ხურავენ ე.წ. “carry trade” გარიგებებს.
წყვილის მდგომარეობაზე მოქმედებს იაპონიის ცენტრალური ბანკი. რადგანაც იაპონია დამოკიდებულია ექსპორტზე, ბანკი დაინტერესებულია იენის დაბალ კურსში სხვა ვალუტებთან შეფარდებით.
ამრიგად, ტრეიდერისთვის მნიშვნელოვანია იცნობდეს სავალურო წყვილების თავისებურებებს. შეიძლება აღმოაჩინოთ რომ ერთი წყვილი განსაკუთრებულად შეესაბამება თქვენს სტრატეგიას, ასეთ დროს კონცენტრირება გააკეთეთ მასზე. ასეულობით სავალუტო წყვილებში ყოველთვის მოინახება მისაღები სავალუტო წყვილი.
პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0
უკაცრავად დემო ვერსიით როგორ უნდა ვისარგებლო? მე ყველაზე ახალბედა ვარ აქ ალბათ
უბრალოდ ზალიან დავინტერესდი და მინდა მივეჩვიო.
რომელიმე საბროკეროში დარეგისტრირდები. შემდეგ გახსნი იქვე კომპანიაში ვირტუალურ ანგარიშს რადგან ნაღდი ვერანაირად ვერ იქნება და დეპოზიტზე ვირტუალური დოლარები გექნება დარიცხული და მერე ცოდნა და მუშაობა ჰერი ჰერიიიიი