სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

დამწყებთა შეცდომები

avatar

ავტორი Jul 29, 2009 კატეგორია ფორექსი დამწყებთათვის.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

Successful-Forex

არის შეცდომების ჯგუფი რომელიც ყველაზე ხშირად მოსდით დამწყებ ტრეიდერებს, და არა მარტო დამწყებებს. ამ შეცდომების მიზეზი ძირითადად ხდება საკუთარ გრძობები და ემოციები.

პირველი და ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის დროის ყოველ მომენტში ოპერაციების კეთების სურვილი. უნდა გვახსოვდეს რომ ბაზარი მუშაობდა ჩვენამდეც და იმუშავებს ჩვენი კომპიუტერთან მისვლის და სავაჭრო ტერმინალი ჩართვის შემდეგაც. ამიტომ, მოუთმენლობა არის ყოვლად გაუმართლებელი.
დამწყები ტრეიდერების უმეტესობა ვაჭრობის ძირითად ნაწილს უთმობს სწრაფად და დაუფიქრებლად გახსნილი პირველი გარიგების გადარჩენას. ამ დროს, როცა ასეთი წამგებიანი გარიგება უკვე დადებულია, ყველაზე კარგად ჩანს, რომ ეს გარიგება არ უნდა გაგვეხსნა, და რომ, მისი წამგებიანობა სწორედ მოუთმენლობით თამაშში ჩართვამ გამოიწვია. პირველი მარცხი კი ქმნის სხვა უარყოფით ფსიქოლოგიურ პრობლემებს და შეიძლება ითქვას, რომ დღე და ზოგჯერ არაერთი დღე, იმ პირველი დაუფიქრებელი გარიგების გაგრძელება ხდება. ამიტომ ყოველთვის გახსოვდეთ, ყველაზე მშვიდი პოზიციაა, როცა ყველა გარიგება დახურულია, და დეპოზიტზე კი თანხა გვაქვს. შეინარჩუნეთ ეს სიმშვიდე როცა კომპიუტერს მიუჯდებით რაც შეიძლება დიდხანს, კარგად განსაზღვრეთ როდის დგება თქვენი თამაშში ჩართვის მომენტი და შემდეგ შედით ვაჭრობაში.

მეორე შეცდომა გამომდინარეობს ადამიანური სიხარბიდან. სწრაფი გამდიდრების სურვილს ასევე მოყვება ძნელად გამოსასწორებელი შეცდომები. ინერციულობა არის ბაზრის კანონიც. კაპიტალის მოცულობასაც ახასიათებს ინერციულობა და მისი ზრდა უნდა მოხდეს დროში და არ ხდება მომენტალურად. თუ თქვენ კაპიტალის მომენტალური ზრდის სურვილი გაქვთ, გახსოვდეთ, რომ ეს ეწინააღმდეგება გარკვეულ კანონებს. მომენტალურად შეიძლება ძალიან დიდი მოგების ნახვა, მაგრამ ანალოგიურად, მომენტალურად შეიძლება შეიძლება ძალიან დიდი ზარალის ნახვაც. პროფესიონალი ტრეიდერის ამოცანა კი არის არაფერი შემთხვევით არ მოხდეს, არამედ გეგმიურად, სტრატეგიის მიხედვით. ასეთი მუშაობით თავიდან აიცილებთ მომენტალურ დიდ ზარალს და მაქსიმუმს მოიგებთ მომენტალური გამართლებიდან.

მიღებული მოგების დაკარგვის შიში, ზოგჯერ იწვევს საკუთარ სტრატეგიაზე უარის თქმის სურვილს. თუ ჩვენ სწორად ვმუშაობთ, ანუ გვაქვს სტრატეგია და მკაცრად მივყვებით ამ სტრატეგიას, მაშინ, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მოგება ამ სტრატეგიამ მოიტანა, და რატომღა უნდა ვუღალატოთ სტრატეგიას, რომელსაც მოგება მოაქვს. ეს სტატეგია ხომ ოფლით და წვალებით არის შექმნილი, მრავალი შეცდომების და მოულოდნელობების გაფილტვრის შედეგად. ნუ დავუშვებთ, რომ უცებ მოსული იდეა შეიძლება შეუმოწმებლად გამოვიყენოთ. იქნება ჯობდეს, რომ ეს იდეაც დროში გამოვცადოთ. თუ სტრატეგიას მკაცრად მივყვებით, შიშის ადგილი აღარ რჩება.

ასევე ხშირი შეცდომაა სტრატეგიიდან გადახვევა, როცა ფასი ჩვენს საწინააღმდეგოდ მიდის და ვიწყებთ ადრე დასმული სტოპების გადაადგილებას, იმის იმედით რომ ბაზარი, ჰა და ჰა, შემობრუნდება ჩვენს სასარგებლოდ. ყოველთვის, გარიგების დადებამდე განსაზღვრეთ, რამდენის წაგებას უშვებთ ცუდ შემთხვევაში, დასვით სტოპი და მიეცით წამგებიან პოზიციას საშუალება რომ დაიხუროს. თქვენ კი, მიჰყევით სტრატეგიას და ეძებეთ ახალი მომგებიანი პოზიციის გახსნის შესაძლებლობა. ბაზრის შემობრუნების იმედით წამგებიანი პოზიციების არ დახურვა არის, ერთერთი ყველაზე ფართოდ გავცელებული შეცდომა.

პატარა სტოპები განწირულია წასაგებად. წაგების შიშით ახლოს დასმული სტოპები ხდება ფასის მცირე ამოვარდნების მსხვერპლი. თუ ახლოს სტოპების დასმა თქვენი სტრატეგიის ნაწილია, ე.ი. სტრატეგია კარგად უნდა იყოს გამოცდილი.

დამწყები ტრეიდერების აბსოლუტური უმრავლესობის თვისებაა მოკლე ინტერვალებზე თამაში. ყველას თავისი გზა აქვს არჩეული, და დარწმუნებული ვარ ვიღაცა მოკლე ინტერვალებზე თამაშითაც (წუთი, 5 წუთი, 15 წუთი, 30 წუთი, 1 საათი, 4 საათი) აღწევს წარმატებას. ამ ინტერვალებზე თამაში ძნელია და ითხოვს მონიტორისთვის მუდმივად თვალყურის დევნებას, ემოციონალურად უფრო გადატვირთულია, არ იძლევა საშუალებას თვალყური ვადევნოთ ფუნდამენტურ ანალიზსს და ახალი ამბების გამოსვლას, უფრო მაღალრისკიანი ოპერაციებია. ამ ჩამონათვალის კონტროლი დამწყები ტრეიდერისთვის აიოლი არ არის შესაბამისად, შედეგიც ხშრად არ აყოვნებს და ვაჭრობა მთავრდება დეპოზიტის სრულად დაკარგვით.

თანხების მენეჯმენტი. დამტკიცებულია, რომ ემოციური წონასწორობის შესანარჩუნებლად, მიზანშეწონილია ყოველი წამგებიანი გარიგების შემდეგ, ლოტის, ანუ ახალ გარიგებაში ჩადებული თანხის შემცირება ყოველ ახალ გარიგებაზე. ამ დროს გამოკითხულთა 30% ახერხებს იგივე განწყობით გააგრძელოს მუშაობა, როგორც მანამდე მუშაობდა. ანუ წინა წამგებიანი გარიგების ფსიქოლოგიური და ემოციური გავლენა მინიმუმამდე დადის. რეალურად კი, 50% დამწყები ტრეიდერების შემთხვევაში ხდება პირიქით. წამგებიანი ოპერაციის შემდეგ ზრდიან ლოტის მოცულობას შურისძიების, დეპოზიტის სწრაფი აღდგენის სურვილით, თუ, სხვა მიზეზით. კაპიტალის სწორად მართვა, ანუ თანხების მენეჯმენტიც უნდა იყოს სტრატეგიის ნაწილი და მკაცრად უნდა იქნას დაცული.

ჩამოთვლილი შეცდომების გამეორება, ძალიან მაღალი ალბათობოთ, იწვევს დეპოზიტის დაკარგვას. უმეტესობა ამ შეცდომებისა ფსიქოლოგიური ხასიათისაა. ამიტომ საკუთარ თავზე მუშაობა ფსიქოლოგიის კუთხით, ტრეიდერის ერთერთი პირველი ამოცანაა.

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

4 გამოხმაურება“დამწყებთა შეცდომები”

  1. საინტერესო სტატიააა. ვმუშაობდი მეც ადრე ფორეხზე, მაგრამ უშედეგოდ. ვფიქრობ ისევ ვცადო. ღირს კი?

  2. avatar myforexge says:

    ბოდიში, გვიან ვნახე და დავადასტურე პოსტი. ვიზიტორის პირველი პოსტის დადასტურების შემდეგ, მომდევნო პოსტებს დადასტურება არ ჭირდება.

    ღირს თუ არა ფორექსზე მუშაობის დაწყება, ძალიან პირადულია და სხვას ვერ ურჩევ. თუ ადამიანი ფსიქოლოგიურად მზად არის, ანუ იცის როგორ აპირებს ვაჭრობას მაშინ ღირს, მაგრამ თუ ოდნავ მაინც ყოყმანობს, ე.ი. თვითონვე თვლის რომ ვაჭრობის სტრატეგია ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. თუ სტრატეგია სრულად არ არის გამართული მაშინ არ ღირს.

    სტრატეგიას როცა ვახსენებ არ ვსაუბრობ მაინცდამაინც მოგების სტრატეგიაზე, საუბარია ვაჭრობის სტრატეგიაზე, თუნდაც ისეთზე რომელიც აგებს, მაგრამ აგებს “გემის მიხედვით”, როცა ტრეიდერს შეუძლია თქვას ჩემი დეპოზიტი მეყოფა ამდენ და ამდენ ხანს, ამდენი და ამდენი წამგებიანი გარიგებისთვის. თუნდაც ასეთი წამგებიანი სტრატეგია შეიძლებას იყოს გამართული. და თუ გამართულია შესაძლებელია მისი მიყვანა მომგებიან სტრატეგიამდე.

    ჩემს ვაჭრობაში იყო სამი ეტაპი, პირველი როცა ვვაჭრობდი ვაჭრობისთვის აზარტის ელემენტებით და ძალიან მალე ვუღებდი ბოლოს ჩემს დეპოზიტს, მერე იყო პირველი ჩემს მიერ დამუშავებული სტრატეგია რომელმაც საშუალება მომცა წამეგო ნელა და თვეების განმავლობაში შემენარჩუნებინა დეპოზიტი შევსების გარეშე, და მერე უფრო გამართული იგივე სტრატეგია, რომელმაც მცირე მოგებებით დეპოზიტის მატება დაიწყო.

    ამ სამიდან პირველი ეტაპის დროს ვაჭრობა საინტერესო იყო, მეორეს დროს ძაან მძიმე შრომა და ვარიანტების მომქანცველი ძებნა, მესამეზე კი მექანიკური, ერთფეროვანი და ყოვლად უინტერესო სამუშაო.

  3. avatar დათო says:

    ძალიან კარგი სტატიაა, მადლობთ.

    მისი წაკითხვის შემდეგ ასეთი აზრი დამებადა. ტრედინგი ემოციონალურად კომფორტული არ არის, რომ გავხადოთ იგი ფინანსურად კომფორტული, უნდა ვაკეთოთ ის რაც არის სწორი და არა კომფორტული.

  4. avatar მამუკა says:

    აქ უნდა აკონტროლო სტრატეგიები და ემოციებს არ უნდა აჰყვე,ემოცია წამგებიანია, გინდაც შიშის გინდაც მოგების, ორივეს ტავისი მინუსი აქვს, თუ ამას აკონტროლებ, მალე დაინახავ წინსვლას, ნელი ნაბიჯით მაგრამ შესამჩნევს, და გაგიადვილდება გრაფიკების კითხვა. მიხვდები როდის დადგება შენი არჩევანის დრო.

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
8 + 6 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები