სხვადასხვა ბროკერების ვებ გვერდები, რომელზეც განთავსებნულია ინფორმაცია ფორექსის და თავად ბროკერის შესახებ, რატომღაც ძუნწად აღწერენ ამ ორი ტერმონის მარჯის და მარჯინ ქოლის მნიშვნელობას
ბაზარზე არსებობს ერთერთი მთავარი მცნებები “მარჯი” და “მარჯინ ქოლი”.
როდესაც ჩვენ ვხსნით პოზიციას, ბროკერი ჩვენ გვაძლევს კოეფიციენტს ე.წ. მხარს, რომელზეც მრავლდება გარიგებისთვის ჩვენს მიერ გამოყოფილი თანხა. ეს იძლევა საშუალებას ჩვენი თანხა ბაზარზე შევიდეს მხარზე ნამრავლი თანხის ოდენობით. ამით ბროკერი ჩვენ გვიზრდის ჩვენი გარიგების მოცულობას და შესაბამისად გვიზრდის პოტენციურ მოგების შესაძლებლობას, რომელიც ამ თანხით შეიძლება მივიღოთ. ეს კეთდება ჩვენს დასაინტერესებლად. მართლაც ამ მხარის გარეშე ჩვენი მოკრძალებული თანხებით ვაჭრობა უინტერესო იქნებოდა რადგან, ფასის სერიოზული ცვლილების შემთხვევაშიც კი, ჩვენი მოგება ძალიან მცირე იქნებოდა. შესაბამისად არც ბროკერისადმი და არც ფორექსისადმი ინტერესი ასეთი მძაფრი აღარ იქნებოდა. მხარის კოეფიციენტი მოქმედებს როგორც ინვესტიციაზე ასევე მოგებაზეც, მოგებაც მრავლდება მხარზე, რითაც შესაძლებელს ხდის სერიოზული მოგება მივიღოთ.
მაგრამ, ეს მხარი ასევე ქმნის საშიშროებას, რომ მოვლენების არასასურველად განვითარების შემთხვევაში, წაგებაც მნშვნელოვანი აღმოჩნდეს. ამიტომ გარიგების დადების მომენტში, ჩვენი აქტივებიდან ბროკერი დაზღვევის სახელწოდებით, გირაოს სახით ყინავს გარკვეულ %-ს (ბევრ ბროკერთან 1%-ს) ჩვენი აქტივებიდან. ეს თანხა იყინება მხოლოდ გარიგების მოქმედების პერიოდში და თავისუფლდება მაშინვე როცა გარიგება იხურება.
მეორეს მხრივ, ყველა ბროკერს აქვს თავისი, მის მიერვე დადგენილი, მინიმალური თანხა, რომელს ქვემოთ ჩვენი აქტივების ჩამოსვლას არ დაუშვებს. ეს ზღვარიც ასევე მოცემულია პროცენტულ გამოსახულებაში და ბევრ ბროკერთან იგი ტოლია 20%-ის. ამ ზღვარს უწოდებენ მარჯინ ქოლს. ხოლო, სხვაობას ჩვენს აქტივებს (ანუ საწყის დეპოზიტს დამატებული ყველა მიმდინარე მოგება, გამოკლებული ყველა მიმდინარე წაგება და გამოკლებული ყველა გაყინული თანხა) და მარჯინ კოლის დონეს შორის ეწოდება მარჯი.
თუ მარჯი საკმარისია, რომ გამიყოს გირაოს სახით ახალი გასაყინი თანხა, ჩვენ გვეძლევა საშუალება ახალი ორდერის გასახსნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ზრდილობიანად გვეტყვიან უარს ახალი გარიგების გახსნაზე, იმ მოტივით რომ ჩვენი თანხები არ არის საკმარისი ახალი გარიგების გასახსნელად.
ტერმინი “მარჯინ ქოლი” მოდის იქედან, რომ როცა მარჯი თავდება, ბროკერი კლიენტს ტელეფონით აფრთხილებს რომ თანხა დაამატოს დეპოზიტზე რადგან იქმნება მთელი დეპოზიტის დაკარგვის საშიშროება. თუმცა პირობას გაძლევთ, ჩვენ არავინ არ გაგვაფრთხილებს. ჯერ ერთი, უმეტეს ბროკერებს საერთოდ აკრძალული აქვს დეპოზიტზე თანხის შეტანა ან გამოტანა თუ გახსნილი არის ერთი პოზიცია მაინც . მეორეც, უმეტეობა ბროკერებს მასთან ვაჭრობის წესებში უწერია, რომ იმ შემთხვევაში თუ თქვენი აქტივები გაუტოლდა ან ჩამოსცდა მარჯინ ქოლსს, თქვენი ყველა გახსნილი პოზიცია გაუფრთხილებლად დაიხურება.
ზრდილობიანად ეს ასე ჟღერს, სიტყვასიტყვით: “თქვენი წაგება მივიდა ისეთ დონეზე, როცა საქმეში უნდა ჩაერთოს ბროკერის მიერ თქვენთვის მხარის სახით გამოყოფილი თანხა. და ჩვენ, როგორც ბროკერი, ვერ მოგცემთ უფლებას განკარგოთ ჩვენი თანხები. ამიტომ ყველა თქვენი გარიგება, თქვენგან დაუკითხავად, იხურება”. და, მართლაც, თქვენი ყველა გარიგება ავტომატურად დაიხურება. დეპოზიტზე დარჩება ის მცირე თანხა, რომელიც წამგებიანი გარიგებების კორიანტელს გადაურჩა, ფაქტიურად არაფერი.
პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0
გამარჯობა. ერთი კითხვა მაქვს. ვთქვათ მხარი არის 1:100 და 100 დოლარი შემაქვს… ფორექსის ანგარიშზე დამიჯდება პირდაპირ 10000 თუ 100 დოლარი დამიჯდება და მარტო ორდერის გახსნისას გატანილი ფული გამრავლდება 100–ზე?
ანგარიშზე დაგიჯდებათ 100 ლარი, ბაზარზე იმუშავებს როგორც 10000.
ლარი კიარა, დოლარი
ამ კონტექსტში “მცნება” არასწორია, უნდა იყოს “ცნება”. 😉