სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

ანალიზის მეთოდი – ფუნდამენტური vs ტექნიკური

avatar

ავტორი Jul 23, 2009 კატეგორია სტატიები, ტექნიკური ანალიზი, ფუნდამენტური ანალიზი.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

trade_250x251ტრეიდერების ურავლესობა ბაზრის ანალიზის დროს იყენებს ტექნიკურ ანალიზს. უფრო ნაკლები რაოდენობა იყენებს ფუნდამენტალურ ანალიზს და დაახლოებით ამდენივე ორივეს ერთად.

თუ ჩვენ ვვაჭრობთ მოკლე ინტერვალებზე, ტექნიკური ანალიზი სავსებით მისაღებია, რადგან მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევიქმნათ წარმოდგენა ბაზრის მდგომარეობის, ხასიათის, აქტიურობის შესახებ. ასევე მისი მდგომარეობა უახლოეს, თუ უფრო ადრინდელ წარსულში. მაგრამ თუ ჩვენ სტრატეგიული ტრეიდერი ვართ, და ჩვენი პოზიციები იხსნება ხანგრძლივი დროით, მაშინ ფუნდამენტური ანალიზის უგულვებელყოფა ნიშნავს უარი ვთქვათ ინსტრუმენტზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ბაზრის მომავალი მოძრაობის შესახებ. 

ფუნდამენტური და ტექნიკური ანალიზის მიმდევრებს შორის არსებობს გარკვეული არაპირდაპირი დაპირისპირება. მიზეზი შეიძლება მდგომარეობდეს იმაში, რომ ფუნდამენტური ანალიზი მოითხოვს უფრო მეტი დროს, უფრო მეტი ინფორმაციის მოგროვების აუცილებლობას, ვიდრე ტექნიკური, რაც ბევრ, განსაკუთრებით ახალბედა ტრეიდერს ან ეზარება, ან არ ხელეწიფება. თავის მხრივ, ფუნდამენტური ანალიზის მიმდევრები, ცოტა ქედმაღლურად უყურებენ დანარჩენ ტრეიდერებს. 

მოკლე ინტერვალებისგან განსხვავებით, რომლებსაც ახასიათებს უეცარი ნახტომები, ხანგრძლივი დროის ინტერვალებზე ბაზარი ყოველთვის ვითარდება მაკროეკონომიკური პირობების გათვალისწინებით. თუმცა აქაც ხდება აუხსნელი და გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომელთა პროგნოზირებაც ფუნდამენტური ანალიზის მეთოდებითაც შეუძლებელია. ასე მაგალითად, 1995 წელს ეკონომიკის მდგომარეობა აშშ-ში საერთოდ არ მოასწავებდა კრიზისის დასაწყისს. ასე იყო 1998 წელს, როცა რუსეთში დეფოლთმა გამიწვია, ერთერთი ყველაზე გახმაურებული გაკოტრება აშშ-ს ფინანსურ სექტორში და კაპიტალის რეპატრიაცია ევროპასა და იაპონიაში.

თუ, ტექნიკური ანალიზის საყრდენს წარმოადგენს ინსტრუმენტის ფასი და მოცულობა, რომლებზე დაყრდნობითაც აიგება სხვადასხვა ინდიკატორები და გრაფიკები, ფუნდამენტური ანალიზი ეყრდნობა კომპანიების ბალანსს, მაკროეკონომიკურ სტატისტიკას, სხვადასხვა საბაზრო ინდიკატორებს. ფუნდამენტური ანალიზის დროს, ინფორმაციის რაოდენობაზე და ხარისხზე პირდაპირ არის დამოკიდებული შედეგი. 

რეალურად, ფუნდამენტური ანალიზის ჩასატარებლად, საჭიროა ეკონომიკის საკმაოდ ღრმა ცოდნა. მაგრამ ამ ანალიზის ჩატარებამ შეიძლება ტრეიდერს მისცეს მთავარი გასაღები, როგორ გამოიმუშაოს თანხები ფორექსზე. თავის მხრივ ტექნიკური ანალიზის გამოყენებაც შეიძლება გახდეს გზა წარმატებისკენ მაგრამ ჩვენი მტკიცებაა, რომ საუკეთესო შედეგი მიიღწევა ამ ორი ანალიზის მეთოდის შერწყმით. ტექნიკური ანალიზი უნდა ეყდნობოდეს ფუნდამენტალურს, რადგან გრაფიკების და ტრენდის ხაზების აგებისას აუცილებელია ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, რომელმაც შეიძლება მოულოდნელი ზეგავლენა მოახდინოს აღნიშნულ გრაფიკებზე, ამის საშუალებას კი მხოლოდ ფუნდამენტური ანალიზი იძლევა. რათქმაუნდა ამაზე იხარჯება ბევრი დრო და ენერგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს პროფესიონალიზმი და წარმატება ფორექსზე, დამოკიდებულია სწორედ ბევრ მუშაობაზე და ენერგიის ხარჯვაზე. 

ცალკე აღებულ ტექნიკურ ანალიზში არ არსებობს არცერთი გამოთვლა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ არგუმენტირებული, როგორც ეს შესაძლებელია ფუნდამენტურში. როცა საქმე ეხება ტექნიკურ ანალიზში გრაფიკებს ან ინდიკატორებს, მხოლოდ დროს შეუძლია გვაჩვენოს საით წავა ფასი. შეიძლება ფუნდამენტურ ანალიზზეც იგივე თქვას ვიღაცამ, მაგრამ იქედან გამომდინარე რომ ფუნდამენტური ანალიზი ეყრდნობა ბაზრის მამოძრავებელ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, მისი გათვლები არგუმენტირებულია და დრომ შეიძლება აჩვენოს მხოლოდ ანომალიური გადახვევა ამ არგუმენტებიდან. 

არ არსებობს კონკრეტული პასუხი, შეიძლება თუ არა ტექნიკურმა ანალიზმა სრულფასოვნად შეცვალოს ფუნდამენტური ანალიზი, მაგრამ ცხადია, მას აქვს დადებითი მხარეები, რომლებიც შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული ფუნდამენტური ანალიზით მიღებულ დასკვნებზე, დამატებით მატერიალად.

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
4 + 8 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები