სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

საბაზრო პროფილი

avatar

ავტორი Jul 23, 2009 კატეგორია სტატიები.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

statiebi

საბაზრო პროფილი დამუშავებული იქნა პიტერ სტეიდლმაიერის (Peter Steidlmayer) მიერ. მან ბაზარი წარმოადგინა ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ობიექტური ინფორმაციის კითხვა, რომელსაც ბაზარი იძლევა და რომლის მიღებაც არა არის იოლი ინფორმაციის ჩვეულებრივ წარმოდგენის დროს. 

ტრეიდერების უმრავლესობა ვაჭრობისას იყენებს ბაზრის გარე ფაქტორებს – სტოპებს, ბაზრის ფასის ხანგრძლივ ტენდენციას და სხვა. მაგრამ ტრეიდერებმა უნდა გამოიყენონ ბაზრის შიდა ინფორმაცია, რათა უკეთ გამოიმუშაონ ვაჭრობაში შესვლის და გამოსვლის მამენტები.

ტექნიკური ანალიზის წარმოება, ეს არის მცდელობა შექმნა მენტალური კონსტრუქცია. რომ მივხვდეთ, რა არის მენტალური კონსტრუქცია, გავიხსენოთ როგორ მუშაობენ ჭადრაკის გროსმეისტერები. თუ თქვენ გროსმეისტერს ერთი წამით აჩვენებთ ჭადრაკის დაფაზე მიმდინარე თამაშის ფრაგმენტს, მას შესწევს უნარი აღადგინოს და რეკონსტრუქცია გაუკეთოს თითოეული ფიგურის განლაგებას მეორე დაფაზე. მაგრამ თუ მას ვაჩვენებთ დაფას ფიგურების არასათამაშო, შემთხვევითი განლაგებით, მან შეიძლება ვერ მოახერხოს ამ განლაგების გამეორება მეორე დაფაზე. რატომ? იმიტომ რომ მოჭადრაკეს ესმის ფიგურების პოზიცია მის მენტალურ კონსტრუქციაში. შემთხვევითი განლაგება არ ჯდება არცერთ მის მენტალურ კონსტრუქციაში.

ტექნიკური ანალიზი არის ბაზრის თქვენეული აღქმის კონსტრუირება, მოდელების გარჩევის მცდელობა იმაში, რაც ბაზარზე ხდება. თქვენ გსურთ დაინახოთ მოდელი ბაზარზე, იმის ანალოგიურად როგორც მოჭადრაკე ხედავს მოდელს ჭადრაკის თამაშში.

ყველაზე ფუნდამენტური ასპექტი ბაზრის სტრუქტურირებისას მდგომარეობს ინფორმაციის წარმოდგენის მეთოდში. წარმოიდგინეთ რომ თქვენ მუშაობთ მხოლოდ ტიკების გრაფიკით, სანთლების გრაფიკის გამოუყენებლად. მაგრამ, სანთლების გრაფიკი ხომ იგივე ინფორმაციის, სხვანაირად წარმოდგენის ფორმა არის . ინფორმაციის წარმოდგენის მნიშვნელობას ადასტურებს მაგალითი, გიცდიათ როდესმე ერთმანეთზე გაგემრავლებინათ ორი რომაული ფორმით ჩაწერილი რიცხვი, მაგ: CLVII x XVI. ამ დროს ეს არის 157 x 16 ანუ, არც ისეთი ძნელი გასამრავლებელია.

ბაზარზე მუშაობისას მიჩვეული ვართ რომ ფასების ცვლილებას ვუყუროთ გრაფიკზე. საბაზრო პროფილი კი იყენებს ინფორმაციის ალტერნატიულ გამოსახვას. იგი ფასის მოძრაობას განიხილავს, როგორც ბაზრის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მოძრაობას, რაც იძლევა სრულიად განსხვავებული მოდელების ნაკრებს.

market_prof1

 ნახ. 1

მონაცემების ახლებურად ორგანიზება და წარმოდგენა არაფერ სასარგებლოს არ შეიცავს, მანამ, სანამ არ აღმოვაჩენთ მასში რაღაც ფენომენს.

მაშ ასე, საბაზრო პროფილის მიხედვით, არსებობს ბაზრის ფუნდამენტური მოდელი რომელსაც ეწოდება წონასწორობის ციკლი და გაუწონასწორლობის ციკლი  (cycle of equilibrium and disequilibrium). წონასწორობის და გაუწონასწორლობის ციკლი ზომავს ბაზრის ჰორიზონტალურ მოძრაობას მისი ვერტიკალური მოძრაობის საშუალებით. დავარქვათ ამას “წონასწორობის” გაზომვა ”გაუწონასწორლობის” საშუალებით.

ეს თანაფარდობა არის ფუნდამენტური მაორგანიზებელი პრინციპი ბაზარზე. იმის მიხედვით წონასწორობა/გაუწონასწორლობის რომელ ნაწილში იმყოფება ბაზარი, შეიძლება იცვლებოდეს ტრეიდერის ვაჭრობის სტილი. საბაზრო პროფილი არკვევს როდის აპირებს ბაზარი გადახრას წონასწორობიდან გაუწონასწორლობისკენ და რამხელა შეიძლება იყოს ეს გადახრა. მაგრამ მოდით ჯერ გავარკვიოთ ძირითადი კონცეფცია. მაშ ასე, საბაზრო პროფილის ორი საბაზო კონცეფცია:

 1. ბაზარი – არის აუქციონი, და ის მოძრაობს ფასის ისეთი დიაპაზონის მიმართულებით, რომელშიც მოთხოვნა და მიწოდება დაახლოებით ერთმანეთის ტოლია.

 2. ბაზარს აქვს ორი ფაზა: ვერტიკალური აქტივობის და ჰორიზონტალური აქტივობის. ბაზარი მოძრაობს ვერტიკალურად, როცა მოთხოვნა და მიწოდება განსხვავდება, და ბაზარი მოძრაობს ჰორიზონტალურად, როცა მოთხოვნა და მიწოდება ტოლია.

რეალურ პირობებში, ფასი როგორც ვიცით, შეიძლება მოძრაობდეს მხოლოდ სამი მიმართულებით: ზემოთ, ქვემოთ ან განივად. ეს მოძრაობა გრძელდება სანამ არ იქნება მიღწეული ყველას მიერ აღიარებული მისაღები ფასი (fair value). თუ ბაზარი მოძრაობს ზემოთ ან ქვემოთ (ანუ ვერტიკალურად) ის არის გაუწონასწორებელ მდგომარეობაში. როცა ბაზარი მოძრაობს ჰორიზონტალურად ეს არის გაწონასწორებული მგდომარეობა.

ვერტიკალურ მოძრაობას აქვს მარტივი სტრუქტურა, განსხვავებით ჰორიზონტალურისგან. მყიდველების და გამყიდველების ქცევა გაწონასწორებულ ბაზარზე რაღაცა დონით ემორჩილება სტატისტიკურ პრინციპებს. ყველაზე საბაზო პრინციპი ამ სტატისტიკაში არის ზარისებური მომვლები, რომელიც გამოვლინდება სხვადასხვა მახასიათებლების ანალიზისას.

მაგალითად თუ ვაგებთ გრაფიკს რომელზეც მოვნიშნავთ რა ფასი რამდენჯერ დაფიქსირდა დღის განმავლობაში, მივიღებთ ზარისებურ ფორმას, რომლის მწვერვალიც შეესაბამება ფასის ყველაზე გავრცელებულ მნიშვნელობას. ამ მწვრვალს ეწოდება “mode”.

საშუალო სექცია 1, მომვლების ქვეშ, მოიცავს 67% მონაცემებს და ეწოდება პირველი სტანდარტული გადახრა. სექცია 1 და 2 ერთად შეიცავს 95% მონაცემებს. მესამე სტანდარტული გადახრა (სექცია 3) შეესაბამება ფასს, რომელშიც აქტივები ხვდება ყველაზე ცოტა ხნის განმავლობაში.

market_prof2 ნახ. 2 ზარისებური მომვლები

 ინფორმაციის წარმოდგენა.

ახლა გავარკვიოთ როგორ ხდება ინფორმაციის წარმოდგენა საბაზრო პროფილში. იმის ნაცვლად რომ ყოველი სეგმენტი წარმოდგენილი იყოს ბარის სახით, ყოველი ასეთი სეგმენტი აღინიშნება ლათინური სიმბოლოთი და შემდეგ ლაგდება სპეციალური მეთოდით. ნახაზზე გამისახულია, როგორ შეიძლება იქნეს წარმოდგენილი ბარების გრაფიკი საბაზრო პროფილით.

market_prof3ნახ. 3  საბაზრო პროფილის შექმნის ალგორითმი.

ყველა სიმბოლო იწოდება როგორც “ტრო” (TPO, Time-Price-Opportunity). დრო-ფასი-შესაძლებლობა. ეს ნიშნავს რომ დროის ამ პერიოდში იყო მოწოდება ამ ფასში. თქვენ სვამთ B-ს გრაფიკზე ფასის ყველა იმ დონეზე, რომელზეც მოხდა გაროგება. ამ პერიოდის ბარის ნაცვლად მივიღებთ ვერტიკალურ სვეტს რომელიც შედგენიალა B-სგან. შემდეგი ბარი აღინიშნება C-თი, შემდეგ D და ა.შ.

ჩანს რომ, ჯამურ წარმოდგენაში (ნახაზზე სულ მარჯვნივ) ყველაზე მეტი სიმბოლოების რაოდენობა არის იქ სადაც ფასი ყველაზე ხშირად იყო. ეს ხდება როცა ბაზარი არის შედარებით წონასწორობის პირობებში. ნაკლები სიმბოლოების ზონა შეესაბამება ფასის ვერტიკალურ მოძრაობას, ბაზრის გაუწონასწორებელ მდგომარეობას.

თუ ნახაზზე ჯამურ პროფილს მოვაბრუნებთ 90 გრადუსით ვნახავთ რომ მას დიდი მიახლოებით აქვს ზარისებურ მომვლების ფორმა, როგორც ნახაზ 2-ზე.

ქვემოთ ნახაზზე მოყვანილია საბაზრო პროფილის მეორე მაგალითი.

  market_prof4ნახ. 4

მაგალითად, მეექვსე დღის პროფილი გვაჩვენებს წონასწორობას. ყველაზე გრძელი ფასი შეესაბამება 95150-ს და არის “mode”. ღირებულების ზონის ძირი არის 95125-ზე. ახლა დავაკვირდეთ მე-8 დღის პროფილს. აქ “mode” არის 95205 ძირი 95190. შეგიძლიათ გაარკვიოთ ღირებულების ზონა? თუ ავიღებთ 67%-ს ყველა ტოპ-იდან რომელიც აკრავს “mode”-ს მივიღებთ ღირებულების ზონას 95240-დან 95165-ის ჩათვლით. ეს არის დიაპაზონი რომელშიც მიმდინარეობს საბაზრო საქმიანობის ძირითადი ნაწილი. ნახაზიდან ჩანს რომ ყოველ დღე არის ფორმირებული საბაზრო პროფილი ზარისებური ფორმით. უმრავლესობა მათგანი დახვეწილია და ჰორმალური. დანარჩენები დაძრულია და მათი ღირებულების ზონა მდებარეობს წვერში ამ ძირში.

დღის პროფილის მომვლების გამოყენება, წონასწორობა/გაუწონასწორლობის დასადგენად შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს იმიტომ, რომ გვაძლევს ათვლის წერტილს. როცა ბაზარი აპირებს გადასვლას წონასწორობიდან გაუწონასწორლობაში წარმოქმნება მაქსიმალური სარგებლით გარიგების შესაძლებლობა. მეტიც, თუ თქვენ ახერხებთ ამ მომენტის იდენტიფიცირებას და აკურატულად გაითვალოთ ამ გადასვლის პოტენციური ზომა, შეგიძლიათ შეაფასოთ ამ გარიგების ეფექტურობაც და მისთვის საჭირო დრო. წონასწორობა და გაუწონასწორლობა ფარდობითია. თქვენ ცდილობთ გაზომოთ ცვლილების პოტენციალი. თუ თქვენ მუშაობთ ღღის ინტერვალებზე, პირველი საათის სავაჭრო დიაპაზონი გვაძლევს დღის საწყის ბალანსს. მისი გამოყენებით, როგორც ათვლის წერტილი, ჩეგიძლიათ გაზომოთ დიაპაზონის ცვლილება დღის განმავლობაში.  სხვა სიტყვებით, ვიწროა თუ ფართო სავაჭრო დიაპაზონი, გაიზრდება თუ არა ეს დიაპაზონი შემდეგ საათებში, და რამდენად, თუ პირველი საათის დიაპაზონი დარჩება უცვლელი მთელი დღის განმავლობაში.

ამ პროცესს მივყავართ სხვადასხვა მომვლებების კლასიფიკაციამდე და საშუალებას გვაძლევს, რაღაც დონით, მექანიკურად მივუდგეთ ბაზრის წაკითხვას. ყველაფერი აქამდე ნათქვამი არის კარგი სტარტი წონასწორობ/გაუწონასწორლობას შორის გადასვლის დადგენაში პრაქტიკის მისაღებად.

სხვადასხვა საბაზრო პროფილი გულისხმობს სხვადასხვა შესაძლებლობებს. თუ არ ჩანს მკვეთრი გაუწონასწორლობა, პროფილის სტრუქტურა ხასიათდება როგორც გაწონასწორებული, ანუ უტრენდო დღე.

ქვემოთ მოყვანილია რამდნიმე დღის მოდელის აღწერა:

ნორმალური დღე

ე.წ. ნორმალურ დღეებში ბალანსი დგება სესიის დასაწყისში. და ჩვეულებისამებრ ძირითადი მოძრაობები ხდება დღის დასაწყისში. ეს ქმნის მწვერვალს და ძირს რომელთა შორისაც ძირითადად მოხდება გარიგებები. რაც დიდია საწყისი დიაპაზონი, მით მეტია ნორმალური დღის რეზულტატების სწორი პროგნოზის ალბათობა. დიაპაზონის გაფართოება დღის განმავლობაში უმნიშვნელოა ან არ ხდება.

საბაზრო პროფილის ნორმალურ სტრუქტურაზე დამყარებული ვაჭრობის სტრატეგია მდგომარეობს მწვერვალთან გაყიდვაში და ძირთან ყიდვაში.

ნახაზზე ვხედავთ, რომ მე-5 დღეს ექსტრემალურად ფართო პერიოდები y და z არ აღწევს დიაპაზონის რამე განსაკუთრებულ გაფართოებას. 

market_prof5ნახ. 5

ტრეიდერებს შეეძლოთ გაეყიდათ z პერიოდში. მე-5 დღის საწყისი ბალანსის ეფექტი შენარჩუნებული იქნა შემდეგ დღეებშიც (7-8 დღე), ბაზარი ამ დღეებშიც იგივე დიაპაზონში მოძრაობს. 

არასატრენდო დღეები

ასეთ დღეებს აქვთ საკმაოდ ვიწრო დიაპაზონი დღის პირველ საათში, დიაპაზონის დიდი ნაწილი ფორმირდება პირველ საათში და შემდეგ გადაიქცევა ვიწრო ჰორიზონტალურად გაწელილ პროფილად. მართალია, როგორც წესი, ასეთი დღეები არ იძლევა დღის შიგა სატრენდო ვაჭრობის საშუალებას, მაგრამ ისისნი კარგია პოზიციის გასახსნელად მიმართული მოძრაობის მოლოდინში. ასეთ დღეებში დაბადებული მიმართული მოძრაობა როგორც წესი ხანგრძლივი და მდგრადია.

მიზეზი რის გამოც არასატრენდო დღეს ბაზარი არააქტიურია, დევს იმაში რომ მონაწილეები განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას. როცა ისინი იღებენ ინფორმაციას, ისინი პირველ რიგში ხელს უწყობენ მოძრაობის დაწყებას.

მე-6 ნახაზზე მე-9 დღის у და z ძალიან პატარა დიაპაზონები, გადავიდა შემდეგ დღეს და დააფორმირა მოდის გრძელი ხაზი 9318 ფასის დიაპაზონში.

 market_prof6ნახ 6

მიაქციეთ ყურადღება როგორი ძლიერი მოძრაობა დაიწყო ამ დონიდან.

თუ პროფილის სტრუქტურა არათანაბარია, ასეთი პროფილი ასახავს ან ნორმალური დღის ნორმალურ გადახრას, ან დისბალანსი დაჯგუფებულია ახალი სატრენდო დღის მაქსიმუმთან. სატრენდო დღეების ვაჭრობის სტრატეგია მოითხოვს სხვა მიდგომას ვიდრე ნორმალური დღის.

 ნორმალური დღის ნორმალური გადახრა.

ნორმალური გადახრის დღეებში პირველი საათის დიაპაზონი ასახავს დანარჩენი სესიის 50%-ს. ეს გაფართოება ხდება უფრო იშვიათად და როგორც წესი მთავრდება უფრო ადრე ვიდრე სატრენდო დღეებში. სტრატეგია მდგომარეობს დიაპაზონის გაორმაგებაზე დაკვირვებაში. მე-7 ნახაზზე მე-15 დღის у და z საკმაო სიდიდის იყო, მგრამ როცა B-მ დაიწყო მისი გაფართოება გაჩნდა იმის ალბათობა რომ საქმე გვაქვს ნორმალური გადახრის დღესთან.

market_prof7 ნახ 7

შესყიდვა G, H, I უკანდახევის პერიოდებში, იყო მისაღები სტრატეგია ნორმალური გაფართოების დღისთვის, რაც მოხდა კიდეც საღამოს.

 სატრენდო დღეები

ასეთი დღეები ხასიათდება ძალიან პატარა ჰორიზონტალური აქტივობით მთელ დიაპაზონში, როგორც წესი არაუმეტეს 4-6 TPO, მაშინ როცა ვერტიკალური ზომა ძალიან დიდია. ასეთი დღეების ვაჭრობის სტრატეგია არის შესყიდვა ან გაყიდვა უკანდახევაზე, იმის მიხედვით საით მიდის ფასი. ძლიერი სატრენდო დღის შემდეგ თქვენ უნდა ელოდეთ ნორმალურ დღეს ან დღეს ნორმალური გადახრით. ასეთი დასრულების არ არსებობის შემთხვევაში არსებობს წინაპირობა რომ შესყიდვები ან გაყიდვები დასუსტდა და მოხდება ბაზრის შემობრუნება.

market_prof8 ნახ 8

ნახაზზე 8, 29-ე დღე არის კლასიკური სატრენდო დღის პროფილი პატარა საწყისი დიაპაზონით. C-ს პერიოდში ცხადი იყო რომ საქმე გვაქვს სატრენდო დღესთან. და ტრეიდერებს შეუძლიათ იყიდონ უკანდახევებზე D და E დიაპაზონების დროს, იმის იმედად რომ დიაპაზონი დღის განმავლობაში გაფართოვდება ტრენდის მიმართულებით. პოზიციის მონიტორინგისთვის შეიძლება თვალი ვადევნოთ ჰორიზონტალურ აქტივობას, რომ ერთ ხაზში არ გაჩნდეს 6 ან მეტო TPO.

სტატიაში აღწერილი მასალა არის, მხოლოდ ტიპიური აღწერა კლასიკური სავაჭრო დღეებისა, რომელიც გაძლევთ საფუძველს შეიწავლოთ და ივაჭროთ ბალანსის და დისბალანსის (გაწონასორება/გაუწონასწორებლობის) პრინციპით და ყურადღება მიაქციოთ ისეთ თემას როგორის არის სავაჭრო პროფილი.

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

1 გამოხმაურება“საბაზრო პროფილი”

  1. avatar გიორგი says:

    ძალიან საინტრესოა რაღაცეები ძნელდ გასაგებია თუ შესაძლებელია უფრო ვრცლად რომ დაწეროთ ან ძალიან კარგი იქნება ვიდეოს თუ გააკეთებთ სადაც პრაქტიკულად იქნება ნაჩვენები აგების პროცესი და ყიდვა გაყიდვის სიგნალები ძალიან დაგვეხმარებით

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
9 + 3 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები