სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

ბროკერის არჩევა ფორექსზე

avatar

ავტორი Jul 25, 2009 კატეგორია ბროკერი.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

Bourse - finance - argent-boom

ფორექსზე მუშაობის პროცესში, ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია საბროკერო კომპანიის სწორად არჩევა. ვის შეიძლება ვანდოთ ჩვენი მოკრძალებული სახსრები და შემგდომში ჩვენს მიერ მოგებული დიდი თანხები:). მოგება დიდი იქნება თუ პატარა, რომელიღაც მომენტში ყველა ტრეიდერი გეგმავს მის უკან გამოტანას ბროკერისგან. როგორი იქნება ჩვენი ბროკერის საქციელი ამ მომენტში. როგორ შიძლება მოიქცეს ჩვენი მომავალი ბროკერი სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში. ისევე როგორც ბანკში თანხის შეტანისას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბანკის სტაბილურობა, ანალოგიურად მნიშვნელოვანია ბროკერის ფინანსური სტაბილურობა და კეთილსინდისიერება. რას უნდა მივაქციოთ მთავარი ყურადღება ბროკერის არჩევისას. 

პირველი და ყველაზე საყურადღებო მომენტია, თუ რამდენი ხნის მუშაობის სტაჯი აქვს საბროკერო კომპანიას. რათქმაუნდა, თუ კომპანია ათი წელია მუშაობს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მასთან არ შეიძლება პრობლემები იყოს, მაგრამ დამეთანხმებით ათი წლის გამოცდილების მქონე კომპანიას უფრო შეიძლება რომ ვენდოთ, და იმის შანსი რომ ხვალ შეიძლება შეწყვიტოს მუშაობა და თქვენს თანხებთან ერთად გაქრეს, ნაკლებია. 

ნორმალურ შემთხვევაში ბროკერი არის შუამავალი ჩვენსა და ფორექსის ელექტრონულ ბაზარს შორის. ბროკერი შემოსავალს იღებს ჩვენგან პროცენტის სახით ოპერაციის შესრულებაზე. ანუ ასეთ შემთხვევაში რისკი ნაკლებია, რადგან ჩვენ ვეთამაშებით სავალუტო ბაზარს, რომელზეც დიდი თანხები ტრიალებს და ჩვენი თანხები ან მოგება ამ ბაზრის შეშფოთებას ვერ გამოიწვევს. მაგრამ ბევრი ბროკერი, (თუ ყველა არა) თვითონ თამაშობს ტრეიდერთან მეორე მხრიდან, როდესაც, ტრეიდერი ვაჭრობს მცირე თანხებით. ამ შემთხვევაში, ოპერაციიდან პროცენტის გარდა, მთლიანად ბროკერთან რჩება ტრეიდერის თანხა წამგებიანი ოპერაციისას, და პირიქით, ბროკერი თვითონ უხდის ტრეიდერს მოგების თანხას, თუ ტრეიდერის ოპერაცია მომგებიანი აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში რისკი გაცილებით დიდი ხდება და ეს რისკი, საბროკერო კომპანიის მარცხის შემთხვევაში გადანაწილდება ტრეიდერებზე, ანუ ჩვენზე. მუშაობის სტილი ბროკერის საიდუმლოა და მისი გაგება იოლი არ არის, მაგრამ, ბროკერები ხანგრძლივი სტაჟით, ფინანსურად ძლიერები, უფრო მეტ შანსს ტოვებენ, რომ ისინი ძალიან დიდი თანხებით და ძალიან ხშირად არ ეტანებიან თამაშს.

მუშაობის პროცესში ჩვენი ძირითადი ყურადღება მიპყრობილია ვალუტის კოტირებისადმი, რომელიც რეალურ დროში უნდა მოგვეწოდებოდეს. ეს ინფორმაცია სათავეს იღებს ფორექსის ბირჟაზე და ჩვენამდე აღწევს ბროკერის გავლით. ბროკერის შერჩევისას ყურადღებით უნდა შევისწავლოთ როგორ გვაწვდის ის ამ ინფორმაციას. როცა ბაზარი მდორედ იცვლება, ძირითადად, ინფორმაციის მოწოდებაც ნორმალურად ხდება, მაგრამ ბაზრის აქტიურობის ზრდისას, განსაკუთრებით კი ბაზარზე რყევებისას, ბევრი ბროკერი ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის მოწოდებას იგივე სტაბილურობით. არ ჩავეძიოთ რა მიზეზების გამო ხდება ეს, ცხადია, სწორედ ასეთი აქტიურობის მომენტებია, ის დრო როცა ჩვენ ყველაზე უფრო გვჭირდება ბაზარზე ყოფნა და ოპერაციების ჩატარება, ამ დროს კი ჩვენ შეიძლება გაყინულ გამოსახულებას ვუყურებდეთ მონიტორზე. ასევე ზოგიერთი ბროკერის კოტირებები ნაკლებია რეალურზე, აღმავალი ტრენდის დროს და, მაღალია რეალურზე დაღმავალი ტრენდის დროს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფასები ბაზარზე მოძრაობს ტალღისებურად, ადვილი დასანახია რომ ასეთი მეთოდით ბროკერი ამცირებს ფასის ცვლილების ამპლიტუდას. თითქოს მცირე ამპლიტუდა მცირე მოგების შესაძლებლობასთან ერთად მცირე წაგების შესაძლებლობაც არის და ამპლიტუდის ასეთ შემცირებას არავითარი სარგებელი არ უნდა მოქონდეს ბროკერისათვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სპედს, და მისი წილის ზრდას ფასის მცირე მოძრაობაში, მივხვდებით რომ ბროკერი ამას თავისი შემოსავლის ზრდისთვის იყენებს. 

ყველა ბროკერს აქვს ჩამოყალიბებული მასთან ვაჭრობის წესები. საყურადრებოა, ასრულებს თუ არა ბროკერი ამ წესებს ისევე ცალსახად როგორც ჩვენ გვიწევს მათი შესრულება. კერძოდ, ასრულებს თუ არა ბროკერი ჩვენს გარიგებებს. თუ არ ასრულებს, ერთ მომენტში, ბაზარზე რყევის დროს, მან შეიძლება გამოგიტოვოთ სტოპ-ლოსსის შესრულება რომელიღაც დონეზე, და დიდ წაგებაში დაგტოვოთ. 

და რათქმაუნდა ბროკერზე ინფორმაციის შესაგროვებლად საკმაო დრო უნდა გავატაროთ მის ვებ გვერდზე, მაგრამ არ მოგვატყუოს გვერდის მიმზიდველობამ ან რეკლამებმა, შევეცადოთ გავიგოთ მექანიზმი, რა პრინციპით აკეთებს ბროკერი თავის მოგებას, გავიგოთ რას გამოხატავენ ტრეიდერები ფორუმებზე ამათუიმ ბროკერის შესახებ, სად აქვს ბროკერს გახსნილი ანგარიშები, აქვს თუ არა დაზღვევა და სად, როგორია ტრეიდერების მიერ ანგარიშის შევსების და თანხის უკან გამოტანის მექანიზმები. 

აქ აღარ ვეხებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა, საკომისიოს თუ სპრედის ზომა, მინიმალური დეპოზიტი ვაჭრობის საწარმოებლად და ა. შ. რადგან, ისედაც ცხადია, რომ დიდ საკომისიოს მცირე ჯობია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რეკლამის და კონკურენციის პირობებში, შეიძლება ერთდღიან კომპანიებსაც ჰქონდეს პატარა საკომისიო და სპრედი, და შეიძლება არასაიმედო კამპანიას ჰქონდეს 1 დოლარი მინიმალური დეპოზიტის შეზღუდვა. ზოგჯერ პირიქითაც ხდება, რაც უფრო სერიოზულია საბროკერო კომპანია მით მაღალი აქვს მინიმალური დეპოზიტის მოთხოვნა.

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

8 გამოხმაურება“ბროკერის არჩევა ფორექსზე”

  1. avatar ზურაბი says:

    ვთანამშრომლობ Forexmmcis-თან უკვე ორი წელია, მაქგრამ ნაღდზე ა.წ.მაისიდან. პირველად 100$ ჩავრიცხე და თქვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები არ მქონდა, მაგრამ როგორც კი მოგება 150$-ს გადაცდა რაღაც პროგრამა ჩაირთო, რომელიც “გარიგების” არც გახსნის და არც დახურვის საშუალებას აღარ იძლეოდა ჩემთვის საჭირო დროს.ის 250$ სასწრაფო წესით წავაგე -მხოლოდ ნერვიულობის და კიდევ დაცვების არ დაყენების გამო. ახლა დაცვებით მუშაობა დავხვეწე და კიდევ ერთხელ ჩავრიცხე100$, მაგრამ იგივე პროგრამასთან ბრძოლა მაინც ძალიან მიჭირს.სხვა ბროკერს მოვძებნიდი, მაგრამ მენანება ის930$, რომელიც მოგებული მაქვს (რა თქმა უნდა ბონუსად, არც გამოტანა შემიძლია და არც წაგება) კონკურსებში. ეგებ თქვენ იცოდეთ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი და დამეხმაროთ.თქვენგან ძალიან ვიქნები დავალებული. ზურაბ რუხაძე.

  2. avatar myforexge says:

    თქვენ ისეთ საკითხზე საუბრობთ, რომელიც სპეციფიკურია და სხვა ბროკერებთან არ შემხვედრია.

    1. რაღაც პროგრამა ჩაირთოო, რომ წერთ, საერთოდ არ გამიგია არავისთან.
    თუ MT4 ტერმინალში მუშაობთ, ვვარაუდობ, რომ მაგ პროგრამის შეჩერება შეიძლება თქვენი მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მაგ ბროკერს არცერთი კლიენტი არ ეყოლებოდა.

    2. თუ მაგ პროგრამის შეჩერება არ შეიძლება, მაშინ რა თანხაც არ უნდა გქონდეთ ანარიშზე, მიატოვეთ და მონახეთ სხვა ნორმალური ბროკერი. იმიტომ რომ არის ეჭვი, რომ მოგებულ თანხას ეგ ბროკერი თქვენ არ გამოგატანინებთ, და ამისთვის ბერკეტები ექნება შემონახული.

    3. შეგიძლიათ წერილობით გაარკვიოთ ეგ საკითხი ბროკერთან.

    4. მაგ ბროკერზე არაფერი ინფორმაცია არ მაქვს, გარდა იმისა რომ მათი საიტი დავათვალიერე, და გამიჩნდა კითხვა რატომ უნდა დავიწყო მუშაობა ამ ბროკერთან – მეთქი.

  3. avatar რიჩარდ says:

    როგორც ვიცი თქვენი მიზანია ხალხს მიაწოდთ სწორი იფორმაცია ასეთი კთხვა მექნება თქვენთან დაუშვათ ადამიანმა შეისწავლა ფორექსი დახარჯა დრო სახსრები გაერკვია მეტ ნაკლებად და ისხა დარჩენია ჩაებას ამ საქმეში მარა ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა არ გაებას მატყუარა ბროკერის თუ კოპანის მახეში რა აზრი აქ ისწავლო ფორექსის შესახებ ყველაფერი და ვერ მიაგნო სანდოს ტარმოიდგინეთ თითეული ადამიანი თავისი ძალით რო შეცადოს სწორის პოვნას რამდენი თანხა დაჭირდება სანამ მიაგნებს. მე ვფიქრობ თქვენი საუკეტესო დახმარება იქნება ყველასთვის თუკი შეზლებთ გამოქვეყნოთ სია როგორც მატყარების ასევე ნამდვილის თუ სად გატევრიანდეს ადამიანი რო მისი თანხები არ იქნას დაკარგული შედლებთ ასეთი იფორმაცის მოპოვებას და გამოქვეყნებას?

  4. avatar myforexge says:

    და, მე რომ სია გამოვაქვეყნო და ამაში ფულს მიხდიდეს ცუდი ბროკერი, ჩემი სახელი პირველ ხაზში დაწერე, როგორც ყველაზე სანდოო?

    ანუ, იმის თქმა მინდა რომ, მაინც ტრეიდერმა უნდა მიაგნოს სანდო ბროკერს.

    ერთერთი გზა არის ძალიან მცირე თანხით დაწყება და, რაღაც მცირე, მაგრამ, მოგებას რომ მიაღწევთ, მოგებული ნაწილის რამდენიმე პროცენტის გამოტანა. მერე უფრო მეტის დატოვება ანგარიშზე და უფრო მეტისგამოტანა და ა.შ.

    შემდეგ ეტაპზე, ერთერთი გზა არის, იმავე ბროკერთან, ერთის მაგივრად რამდენიმე ანგარიშის გახსნა და თითოეულზე არც თუ ისე დიდი თანხებით შენარჩუნება, მოგება და გამოტანა.

  5. avatar zurabi619 says:

    დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. უბრალოდ ვეძებდი გზას როგორმე თქვენთვის მეჩვენებინა ის, რაზეც ზემოთ ვწერდი,თორემ ისე, მხოლოდ სიტყვით, მართლაც შეუძლებელია გაგება.
    ახლა ვაკეთებ ჩანაწერს CamStudio-თი.მინდა, რომ ყველა ნიუანსი მოხვდეს ამ ჩანაწერში. ძალიან მალე მექნება მზად და თუ თქვენი სურვილი იქნება პირველად თქვენ გამოგიგზავნით.
    ზ.რ.

  6. avatar KORELI says:

    მოგესალმებით!
    მართალია ბროკერი შენთვითონ უნდა გამოსცადო, თორემ შეიძლება ვინმეს რაიმე ინტერესი ჰქონდეს. ხალხმა ნაკლებად იცის ფორექსის შესახებ და ნდობაც რა დაგიმალოთ დაბალია, მე მაგალითად 2 ბროკერთან ვვაჭრობ და გამოტანაში ჯერ პრობლემა არ მქონია, მითუმეტეს რო ჩემი ფულიც არ შემიტანია ;). მათალია ათასობით არ გამომაქ, მაგრამ კვირაში 100-200$ უპრობლემოდ.

  7. avatar GIVI says:

    კარგია

  8. avatar გიორგი says:

    არის საქართველოში ესეთი საბროკერო კომპანიები და სამუშაო ადგილე მოკლედ რა პირობებია

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
9 + 8 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები