სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

რატომ არ მუშაობენ ინდიკატორები

avatar

ავტორი Jul 19, 2009 კატეგორია ინდიკატორები, სტატიები.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

indic_Dont_Work
ტექნიკური ანალიზის პირობებში ტრიდერების უმრავლესობა იყენებს ინდიკატორებს. ფორექსზე მომუშავე ადამიანების სიმრავლე განაპირობებს, ფორექსთან დაკავშირებული ინდიკატორების და სხვა პროგრამული პროდუქტების სიმრავლეს. 

ყველა სავაჭრო ტერმინალს მოყვება უამრავი ინდიკატორი, ინტერნეტ ქსელი გავსებულია უფასო ახალი ინდიკატორებით. არ არის კარგი იდეა ფასიანი ინდიკატორების ძებნა და მათში ფულის გადაყრა. 

უნდა ითქვას რომ, ფორექსის მრავალრიცხოვანი ინდიკატორები, ოსცილატორები, მცოცავი საშუალოები, ვილიამსის ინდიკატორი, ბოლინჯერის, დემარკის და სხვა თეორეტიკოსების ინდიკატორები, თავის დროზე მუშაობდნენ. ამ ინდიკატორების სიგნალების საშუალებით უამრავი თანხებია გამომუშავებული თავის დროზე. 

რა მოხდა შემდეგ? ავტორებმა შექმნეს ინდიკატორები, დაიწერა მათ შესახებ უამრავი წიგნი, რომლებიც გავრცელდა მილიონობით ტირაჟით. ამ ინდიკატორების გამოყენება დაიწყო ტრეიდერებმა, სადილინგო ცენტრებმა, ბანკებმა. და მაშინ ინდიკატორებმა დაიწყო არასწორი სიგნალების მოცემა. თავიდან, ინდიკატორები, უფრო და უფრო იშვიათად იძლეოდნენ სწორ სიგნალებს, ბოლოს იქამდეც მივიდა რომ ინტუიციით თამაში უფრო გამართლებული აღმოჩნდა ვიდრე ინდიკატორებით, რომლებიც სულ უფრო მეტს ცოდავდნენ. 

აქ საუბარი გვაქვს მხოლოდ ერთი ასპექტით განპირობებულ შეცდომებზე და არ ვლაპარაკობთ იმაზე რომ, ყველა ინდიკატორი მიყვება ფასს და არ მიყვება ფასი ინდიკატორს. ეს სხვა თემაა. 

ზემოთ აღნიშნული, ინდიკატორების შეცდომების მატება გამოიწვია პირობების შეცვლამ. კერძოდ, ფასის მატების ან კლების ერთერთი მთავარი ფაქტორი არის მიწოდება-მოთხოვნის ბალანსი. თუ მიწოდება მეტია მოთხოვნაზე, ფასი ეცემა ქვემოთ. თუ მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას, ფასი გარბის ზემოთ. 

ერთი და იგივე ინდიკატორის გამოყენება უფრო და უფრო მეტი ტრეიდერის მიერ, იწვევს, ერთი და იგივე ტიპის, უფრო და უფრო მეტი ოპერაციის განხორციელებას ბაზარზე. ინტერნეტით უამრავი ადამიანი აკეთებს ერთი და იგივე ტიპის ოპერაციას ფორექსზე. გადაწყვეტილებას ამ ოპერაციის განხორციელებაზე იღებენ ერთმანეთის მსგავსი ინდიკატორების სიგნალების გამოყენებით. ბაზარზე მიწოდება მოთხოვნის ბალანსი ამ დროს ირღვევა ერთნაირი ოპერაციების სიმრავლის გამო, შესაბამისად ბაზარი იწყებს მოძრაობას საწინააღმდეგო მიმართულებით. 

როგორ ავაგებთ ჩვენს სავაჭრო სტრატეგიას მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ, ინდიკატორის გამოყენებისას საჭიროა მათი ხელმეორედ დამუშავება და რამდენიმე ინდიკატორის სიგნალების შეჯერება. სულ უფრო მეტი დაინტერესება ხდება გარიგების მოცულობებთან დაკავშირებული ინდიკატორებით, რადგან უფრო აქტუალური ხდება ბაზარზე არაორდინალური გარიგებების დადება, ანუ ძირითადი მასის აზრის საწინააღმდეგო მიმართულებით შესვლა ბაზარზე. ასევე შედარებით სანდო სიგნალებია ფორექსზე წინააღმდეგობის და უზრუნველყოფის ხაზების გათვალისწინება. ეს, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ინდიკატორებია ფორექსზე რომელიც უსწრებს ფასის მოძრაობას.

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
10 + 6 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები