სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

სავაჭრო ტერმინალი

avatar

ავტორი Jul 24, 2009 კატეგორია სავაჭრო პროგრამები.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

terminal

 

ფორექსზე ვაჭრობის დროს, დემო ანგარიშზე ვმუშაობთ, თუ რეალურზე, ჩვენ ბროკერთან ურთიერთობას ვახორციელებთ სპეციალური პროგრამის საშუალებით სავაჭრო ტერმინალით. ყველა ბროკერი თვითონ ირჩევს ერთ ან რამდენიმე სავაჭრო ტერმინალს, რომლის გადმოწერაც შეუძლიათ მის კლიენტებს – ტრეიდერებს (როგორც წესი, უფასოდ). ამ ტერმინალის საკუთარ კომპიუტერში დაყენების შემდეგ, ტრეიდერს საშუალება ეძლევა თვალყური ადევნოს სავალუტო წყვილების გრაფიკებს, გაუგზავნოს ბროკერს თავისი შეკვეთა გარიგების გახსნის ან დახურვის შესახებ, მიიღოს დადასტურება ამ გარიგების შესრულებაზე, თვალყური ადევნოს თავის ანგარიშს ბროკერთან, მიიღოს ახალი ამბები და სხვა შეტყობინებები ბროკერისგან. 

სავაჭრო ტერმინალები, იმის მიხედვით, რამდენად დახვეწილი პროგრამა შეგვხვდება, გარდა ვაჭრობისა საშუალებას იძლევა უშუალოდ მასშივე ვაწარმოოთ ტექნიკური ანალიზი, გრაფიკზე სხვადასხვა ინდიკატორების დამატებით. ეს ინდიკატორები შეიძლება იყოს საყოველთაოდ გავრცელებული ინდიკატორები, რომლებიც შედის სავაჭრო ტერმინალის პაკეტში, ასევე სხვა, კერძო, ფასიანი თუ უფასო ინდიკატორები, რომლებიც მრავლად მოიპოვება ინტერნეტის ქსელში. ასევე ეს შეიძლება იყოს ჩვენს მიერ დაწერილი ინდიკატორები, რის საშუალებასაც ასევე სავაჭრო ტერმინალის კომპლექტში, დამატებით შემავალი პროგრამა მეტაედიტორი იძლევა. 

სავაჭრო ტერმინალები ასევე საშუალებას გვაძლევს დავამატოთ გრაფიკზე ე.წ. ექსპერტები რომლებსაც შეუძლიათ პროგრამულად ივაჭრონ, ადამიანის ჩაურევლად, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ კომპიუტერი სულ ჩართული იქნება და კავშირი ბროკერთან უწყვეტი იქნება. რათქმაუნდა ალგორითმი, რომელიც ჩვენს მაგივრად ვაჭრობს ბაზარზე, დახვეწილი უნდა იყოს როგორც პროგრამულად ასევე ვაჭრობის თვალსაზრისითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპერტი სულ მოკლე დროში დაიყვანს ჩვენს დეპოზიტს ნოლზე. 

ამ ექსპერტების მოძიებაც ასევე შეიძლება ინტერნეტში, თუმცა უამრავ მაცდუნებელ შემოთავაზებებს შორის თითქმის შეუძლებელია გამართული და მომგებიანი ექსპერტის პოვნა, და, თუ საღი თვალით შევხედავთ, ეს არც არის გასაკვირი. თუ, ექსპერტს ფულის გამომუშავება უტყუარად შეუძლია, მას არავინ გაყიდის და თვითონ გამოიმუშავებს ამ ექსპერტით ფულს.
ინდიკატორის მსგავსად, ტერმინალი ექსპერტის შექმნის საშუალებასაც იძლევა. 

მუშაობის გასაიოლებლად სავაჭრო ტერმინალში შესაძლებელია ერთჯერადი ოპერაციისთვის სკრიპტების შექმნა ან მზა სკრიპტის გამოყენება. 

იმისათვის, რომ საქმეში გაშვებამდე შევამოწმოთ ინდიკატორი, ექსპერტი ან სკრიპტი, უმრავლესობა თანამედროვე ტერმინალებისა, აღჭურვილია ტესტირების საშუალებით. ამ რეჟიმში დემო და რეალური ანგარიშის გარეშე, უშუალოდ ჩვენს კომპიუტერში შეგვიძლია შევამოწმოთ საცდელი პროდუქტი, ისტორიულ კოტირებებზე, რომელიც არქივებში უდევს სავაჭრო ტერმინალს და აახლებს დროთა განმავლობაში. 

უნდა ითქვას, რომ ტერმინალი არის პროგრამა ორი მომხმარებლისთვის, ბროკერისთვის და ტრეიდერისთვის. ტერმინალის ძირითად პარამეტრებს აყენებს ბროკერი. ამ პარამეტრებით განისაზღვრება ტრეიდერების მუშაობის ჩარჩოები, მოწოდებული კოტირებების გაფილტვრა სწრაფი ცვლილებებისგან და ნემსისებური ამოვარდნებისაგან და სხვ. ტრეიდერი ამ ძირითად პარამეტრებს, რათქმაუნდა, ვერ ცვლის, მას შეუძლია მხოლოდ სამუშაო პირობებისთვის ტერმინალის მაქსიმალურად მორგება ვიზუალური და ერგონომიული თვალსაზრისით.

 

Trading-Terminal

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
1 + 6 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები