სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

ფუნდამენტური ფაქტორების ანალიზი

avatar

ავტორი Jul 30, 2009 კატეგორია ფუნდამენტური ანალიზი.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

fndmnt_faqt_anlz

ფუნდამენტური ფაქტორები არის ნაციონალური ეკონომიკის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ზემოქმედებს სავალუტო ბაზარზე და ვალუტის კურსზე. 

ეს მონაცემები ქვეყნდება რეგულარულად. როგორც წესი ეს არის მაკროეკონომიკური სტატისტიკის მონაცემები, რომელსაც აქვეყნებს ნაციონალური სტატისტიკის ორგანოები. სააგენტო “რეიტერი” გამოქვეყნების მომენტშივე აწვდის მომხმარებელს, სხვადასხვა ქვეყნების, ახალ-ახალ სტატისტიკურ მონაცემებს. ამ მონაცემების გამოსვლის გრაფიკი წინასწარ არის ცნობილი, და მომენტალურად ვრცელდება. 

დღეების მიხედვით ქვეყნდება ეკონომისტების და კვლევითი ცენტრების საშუალო შეწონილი პროგნოზები მოსალოდნელი სტატისტიკური მდგომარეობის შესახებ (FORECAST). ასევე ქვეყნდება ამ მონაცემების წინა მნიშვნელობები (REVS). ამ მონაცემებს გულმოდგინედ აანალიზებენ დილერები და ბანკები და მათზე დაყრდნობით გამოიმუშავებენ ვალუტის კურსის მოსალოდნელი ცვლილების პროგნოზს და იყენებენ ვალუტის ყიდვა გაყიდვის სტრატეგიის შემუშავებისთვის. 

რადგანაც ბაზარზე ოპერაციების 80% ხორციელდება აშშ-ს დოლარის მონაწილეობით, სავალუტო ბაზრებზე განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან აშშ-ს ეკონომიკის მაჩვენებლებს.

დროის თვალსაზრისით შეიძლება გამოვყოთ ფუნდამენტური ფაქტორების კურსზე ზემოქმედების ორი მომენტი:

გრძელვადიანი ზემოქმედება, ანუ ფაქტორები რომლებიც განსაზღვრავს ნაციონალური ეკონომიკის მდგომარეობას და შესაბამისად, ხანგრძლივი პერიოდით განსაზღვრავს ნაციონალური ვალუტის კურსს.

მოკლევადიანი ზემოქმედება, ანუ ზემოქმედება ხდება ვალუტის კურსზე და გრძელდება მცირე დროის, ზოგჯერ წუთების განმავლობაში.

სრულფასოვანი სტრატეგიის ფორმირებისთვის ფუნდამენტური ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია. თუ სტრატეგია მთლიანად ტექნიკურ ანალიზს ეყრდნობა, მასში ახალი ეკონომიკური ამბების გამოსვლის გრაფიკისთვის მაინც რჩება ადგილი, რადგან ასეთი ნიუსების გამოსვლაზე, ბაზარი ხშირად არაორდინალურად რეაგირებს.

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები