სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

ინდიკატორი იშიმოკუ

avatar

ავტორი Jul 20, 2009 კატეგორია ინდიკატორები.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

ინდიკატორი იშიმოკუ (Ichimoku Kinko Hyo), ეს ინდიკატორი შედის პრაქტიკულად ყველა სავაჭრო ტერმინალის შემადგენლობაში. ავტორი არის იაპონელი ანალიტიკოსი ხასოდაი (ფსევდონიმი იშიმოკუ). 

ნახაზზე გამოსახულია, თუ როგორ გამოიყურება ინდიკატორი გრაფიკზე.

Ishimoku

ინდიკატორი შედგება 5 ხაზისგან: 

1. Tenkan-sen (წითელი) შემობრუნების ხაზი, მოკლევადიანი ტრენდის ხაზი N პერიოდზე. აჩვენებს ტრენდის მოკლევადიან მიმართულებას. შესაბამისად, თუ მიმართულია ზემოთ, არის აღმავალი ტრენდი, და პირიქით, თუ ქვემოთ, დაღმავალი.

2. Kijun-sen (ლურჯი) – ძირითადი ხაზი, არის გრძელვადიანი ტრენდის ხაზი M პერიოდზე.

3. Senkou Span “A” (ნარინჯისფერი) წინმსწრები ხაზი, არის საშუალო მანძილი Tenkan-sen და Kijun-sen ხაზებს შორის, დაძრული წინ M სიდიდით. წარმოადგენს ღრუბლების ზედა საზღვარს, ითვლება რომ, წარმოადგენს მომავალი წინააღმდეგობის და უზრუნველყოფის დონეს.

4. Senkou Span “B” წინმსწრები ხაზი (ვარდისფერი), არის ფასის საშუალო მნშვნელობა, შედარებით უფრო დიდ Z  დროის ინტერვალში, დაძრული წინ M სიდიდით. წარმოადგენს ღრუბლების ქვედა საზღვარს, ისიც ითვლება, რომ წარმოადგენს მომავალი წინააღმდეგობის და უზრუნველყოფის დონეს.

5. Chinkou Span დაგვიანებული ხაზი (მდოგვისფერი), არის დახურვის ფასის მნშვნელობა დაძრული უკან სიდიდით, რომელიც ტოლია დროის მეორე ინტერვალის M-ის.

Senkou Span “A” და Senkou Span “B” ხაზები ქმნის ე.წ. ღრუბლებს, ერთმანეთში მოქცეული დაშტრიხული ხაზების სახით, ამ დაშტრიხული ნაწილის ფერი შეესაბამება მესამე ან მეოთხე ხაზის ფერს იმის მიხედვით რომელი ხაზის მნიშვნელობა არის მეტი.

ვისაც ფორმულები აინტერესებს, ასე გამოიყურება: 

Tenkan-sen=(Max(High,N)+Min(Low,N))/2
Max(High,N) არის N პერიოდში ყველაზე მაღალი ფასი; Min(Low,N) არის N პერიოდში ყველაზე დაბალი ფასი; N – პერიოდის სიგრძე

Kijun-sen =(Max(High,M)+Min(Low,M))/2
M – პერიოდის სიგრძე

Senkou Span A = (Tenkan-sen+ Kijun-sen) 

Senkou Span B = (Max(High,Z)+Min(Low,Z))/2
დაძრული წინ M ინტერვალით; Z – ინტერვალის სიგრძე 

Chinkou Span = მიმდინარე Close
დაძრული უკან M – ინტერვალით.

 

სამწუხაროდ, დამწყები ტრეიდერები ყოველთვის ყურადღებით არ ეკიდებიან ამ ინდიკატორს, ერთი შეხედვით რთული და მრავალრიცხოვანი ხაზების შიშით. მიუხედავად სიგნალების სიმრავლისა ინდიკატორი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ შესწავლილი იქნეს ტრეიდერის მიერ. 

ინდიკატორს იყენებენ როგორც ტრენდი აღმოსაჩენად, ასევე წინააღმდეგობის და უზრუნველყოფის დონის განსაზღვრისათვის, და სავაჭრო სიგნალების გენერაციისთვის. უკეთესად მუშაობს კვირის და დღის დროით ინტერვალებზე.

კლასიკური ახსნით, ინდიკატორს აქვს რამდენიმე სავაჭრო სიგნალი. 

როდესაც ფასი ღრუბლების ზემოთ არის, ეს ნიშნავს რომ ბაზარზე ჭარბობს აღმავალი განწყობა, ამ დროს მისი ზედა ხაზი წარმოქმნის უზრუნველყოფის პირველ დონეს, ხოლო მეორე ხაზი უზრუნველყოფის მეორე დონეს. 

როდესაც ფასი ღრუბლების ქვემოთ არის, ნიშნავს რომ ჭარბობს დაღმავალი განწყობა. მისი ქვედა ხაზი წარმოქმნის წინააღმდეგობის პირველ დონეს, ხოლო მეორე ხაზი წინააღმდეგობის მეორე დონეს. 

ფასის გამოსვლა ღრუბლების ზონიდან ერთ ან მეორე მხარეს, არის სავაჭრო სიგნალი გაყიდვაზე ან ყიდვაზე, ზემოთ გარღვევა ყიდვაზე, ქვემოთ გარღვევა გაყიდვაზე. რათქმაუნდა ეს ზოგადი ახსნაა, და ინდიკატორის შეუსწავლელად მექანიკურად გამოყენება, კარგ შედეგს არ მოიტანს.

ინდიკატორის ახსნაში ასევე წერია, რომ ღრუბლებიდან გამოსვლის შემდეგ ფასი გააგრძელებ მოძრაობას იმ ზომით, რამხელაც არის ღრუბლის სიგანე გარღვევის წერტილში. 

ყიდვაზე სიგნალს წარმოადგენს Chinkou Span  ხაზის მიერ ფასის ქვემოდან ზემოთ გადაკვეთა, ზემოდან ქვემოთ გაყიდვაზე.

Kijun-sen ხაზი გამოიყენება, როგორც, ბაზრის მოძრაობის მაჩვენებელი. თუ ფასი მეტია მის მნიშვნელობაზე, სავარაუდოდ ფასი გააგრძელებს ზრდას. მისი მეორე სახით გამოყენების ვარიანტია: თუ Tenkan-sen კვეთს Kijun-sen ხაზს ქვემოდან ზემოთ ეს წარმოადგენს სიგნალს ყიდვაზე, და პირიქით. 

Tenkan-sen  ხაზი გამოიყენება როგორც ტრენდის ინდიკატორი. თუ ის აღმავალია ან დაღმავალია, ტრენდი არსებობს, როცა ის ჰორიზონტალურია ბაზარი არის განივ მოძრაობაში (ფლეტში). 

ყველაზე მნიშვნელოვან სიგნალად ითვლება ფასის მიერ Senkou Span “B”-ს გადაკვეთა: ქვემოდან ზემოთ ყიდვაზე და ზემოდან ქვემოთ გაყიდვაზე. ეს სიგნალი ძლიერად ითვლება, თუ ფასი გამოსულია ღრუბლების გარეთ. 

როდესაც ბაზარი არის განივ, არატრენდულ მოძრაობაში, იშიმოკუს სიგნალები წარმოიქმნება, როცა ფასი არის ღრუბლების შიგნით. თუ Tenkan-sen კვეთს Kijun-sen ხაზს ქვემოდან ზემოთ ეს წარმოადგენს სიგნალს ყიდვაზე, ზემოდან ქვემოთ გაყიდვაზე. შესვლა ზემოთ შეიძლება, თუ ფასი იმყოფება ქვედა ხაზთან, შესვლა ქვემოთ თუ ფასი იმყოფება ზედა ხაზთან. ღრუბელი უნდა იყოს საკმარისადგანიერი.

თუ ფასი იმყოფება ღრუბლების შიგნით, იშიმოკუს სტრატეგია შეიძლება აიგოს Tenkan-sen-ის შემობრუნებაზე. ზემოთ შემობრუნებისას ყიდვა, ქვემოთ შემობრუნებისას გაყიდვა. 

როდესაც Tenkan-sen და Kijun-sen ხაზები ხდება ერთმანეთის და Senkou Span “B”-ს პარალელური, ნიშნავს ბაზარზე ჩამოყალიბებული ტრენდის არსებობას. ითვლება რომ ფასის კორექციისას და დაბრუნებისას ამ ხაზებიდან რომელიმემდე, წარმოიშობა სიგნალი ბაზარში შესასვლელად ტრენდის მიმართულებით. ამ დროს აუცილებელია, რომ აღმავალ ტრენდში ზემოდან იყოს Tenkan-sen შუაში Kijun-sen და ქვემოთ Senkou Span “B”, დაღმავალში პირიქით, ზემოდან Senkou Span “B”, შუაში Kijun-sen და ქვემოთ Tenkan-sen.

ძალიან ხშირად იშიმოკუს ინდიკატორს იყენებენ სხვა ინდიკატორებთან ერთად დამადასტურებელი სიგნალებისთვის. 

ინდიკატორს პლიუსია ტრენდის აღმოჩენის შესაძლებლობა, მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც რჩება ადგილი პოზიციის გასახსნელად ტრენდის მიმართულებით. მისი ხაზები მომენტალურად რეაგირებს ახალი ექსტრემუმების წარმოქმნაზე, და ნაკლებად აგვიანებს ვიდრე მცოცავი საშუალოს ინდიკატორი.

აღნიშნავენ ინდიკატორის ნაკლებ ეფექტურ მუშაობას ფლეტში, განსაკუთრებით როცა ბაზარი მოძრაობს განივი მიმართულებით, ვიწრო არხში.

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

3 გამოხმაურება“ინდიკატორი იშიმოკუ”

  1. avatar ატლანტუს says:

    პირადად მე ამ ინდიკატორს ხშირად ვიყენებ ტრეიდშუ შესვლის წინ თუ გრაფი ღრუბლებშია მაში არ შევდივარ ასევე თუ ის დიდი მოცულობისა მისი გარღვევა გაუჭირდება და შესაბამისა საწინაღმდეგო ზოლათაც მადგება.

  2. avatar Trader_one says:

    მართლა კარგი ინდიკატორია ეს.
    იდიკატორი-სავაჭრო სტრატეგიაა ფაქტიურად.

  3. avatar megi says:

    შეგიძლიათ დაწერო რომელი პარამეტრებით იყენებთ

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
6 + 2 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები