უილიამსის ძალის ინდიკატორი – Awesome ოცილატორი ეს არის მედიუმ ფასების მიხედვით აგებული 34 პერიოდიანი მარტივი მცოცავი საშუალო, რომელიც გამოკლებულია მედიუმ ფასების მიხედვით აგებული 5 პერიოდიანი მარტივი მცოცავი საშუალოდან.
AO = SMA (Median Price, 5) — SMA (Median Price, 34);
მედიუმ ფასად იწოდება საშუალო ფასი, ფასის მაქსიმუმსა (High) და ფასის მინიმუმს (Low) შორის: Median Price = (High + Low) / 2;
ინდიკატორი ითვლის ბაზრის მამოძრავებელ ძალის თანაფარდობას (ბაზრის წონასწორობის ცვლილებას) მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდებს შორის.
ინდიკატორის მაგალითი მოყვანილია ნახაზზე 1.
ნახ. 1
იდიკატორი უმეტესად გვხვდება ჰისტოგრამის სახით, მისი მწვანე პატერნი შეესაბამება ზრდას, წითელი – კლებას.
ნულის ზემოთ ყიდვაზე არსებობს ერთადერთი სიგნალი: წარმოიშობა, როცა ხდება ინდიკატორის მიმართულების შეცვლა დაღმავალიდან აღმავალისკენ. ამასთან მეორე სვეტი დაბალია პირველზე და არის წითელი, ხოლო მესამე მაღალია მეორეზე და არის მწვანე.
სიგნალი ყიდვაზე წარმოიშობა როცა ჰისტოგრამა გადადის უარყოფითიდან დადებითში. ე.ი. პირველი სვეტი არის ნულს ქვემოთ, მეორე ნულს ზემოთ.
ნულის ქვემოთ ყიდვაზე არსებობს ერთადერთი სიგნალი: წარმოიშობა, როცა ჰისტოგრამა არის ნულს ქვემოთ, და გვაქვს ქვემოთ მიმართული პიკი, მინიმუმი, რომელსაც მოსდევს ქვემოთ მიმართული სვეტი უფრო მაღალი მნიშვნელობით (ანუ უფრო მოკლე, რადგან უარყოფით დიაპაზონში ვართ), ყოველი ახალი სვეტი უნდა იყოს უფრო მაღალი მნიშვნელობით (ანუ უფრო მოკლე, რადგან უარყოფით დიაპაზონში ვართ).
აღწერილი სიგნალების სარკული ანარეკლია სიგნალები გაყიდვაზე.
ძალიან ხშირად ინდიკატორი გამოიყენება ბილ უილიამსის მეორე ინდიკატორთან აჩქარება/შენელების ინდიკატორთან ერთად. ასეთ დროს, როგორც წესი, ირჩევენ ასეთ ტაკტიკას:
ყიდვა ხდება, როცა ძალის ინდიკატორი იცვლის ფერს წითელიდან მწვანეზე და ჰისტოგრამაზე გამოჩნდა ორი მწვანე სვეტი, ამ დროს კი უილიამსის აჩქარება/შენელების ინდიკატორი უკვე არის მწვანე. გამოსვლა ყიდვის გარიგებიდან ხდება თუ ორივე ინდიკატორი იცვლის ფერს წითლისკენ.
პირიქით გაყიდვა ხდება, როცა ძალის ინდიკატორი იცვლის ფერს მწვანიდან წითელზე და ჰისტოგრამაზე გამოჩნდა ორი წითელი სვეტი, ამ დროს კი უილიამსის აჩქარება/შენელების ინდიკატორი უკვე არის წითელი. გამოსვლა გაყიდვის გარიგებიდან ხდება თუ ორივე ინდიკატორი იცვლის ფერს მწვანისკენ.
პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0