ამ სტატიაში განხილული იქნება სავაჭრო ტერმინალში გრაფიკზე ინდიკატორის განთავსება, ინდიკატორის პარამეტრების შეცვლა და ის პრაქტიკული მომენტები, რომელთა ათვისების შემდეგაც ნებისმიერს შეეძლება იდიკატორით სარგებლობა. რათქმაუნდა, ინდიკატორის გამოყენებისთვის უნდა ვიცოდეთ ზოგადად რა ინფორმაციას გვაწვდის ინდიკატორი.
წინა სტატია: ინდიკატორები სვაჭრო ტერმინალში
იმისთვის, რომ შევძლოთ ინდიკატორის განთავსება ტერმინალში გრაფიკზე, საჭიროა დაკმაყოფილდეს რამდენიმე პირობა:
1. პირველი და ყველაზე მთავარი პროგრამული ენა, ანუ პროგრამული თავსებადობა. ინდიკატორი დაწერილი უნდა იყოს ტერმინალისთვის გასაგებ ენაზე. მეტატრეიდერისთვის ეს ენა არის MetaQuotes Language. სხვა ტერმინალისთვის ეს შეიძლება იყოს სხვა პროგრამული ენა.
2. ინდიკატორი უნდა იყოს კომპილირებული, ანუ ტექსტურად დაწერილი პროგრამა გადაყვანილი უნდა იყოს მანქანურ ენაში.
3. ინდიკატორი, უფრო სწორად მისი კომპილირებული ვარიანტი განთავსებული უნდა იყოს სპეციალურ საქაღალდეში, რომელიც განსაზღვულია ტერმინალის პროგრამის მიერ.
არცერთი ამ ჩამონათვალი პუნქტებიდან რთული არ არის:
1. როგორც წინა სტატიაში აღვწერეთ, უშუალოდ ტერმინალის კომპლექტში შედის მასთან თავსებადი ბევრი ინდიკატორი. გარდა ამისა ინტერნეტში შეიძლება დიდი რაოდენობით შესაბამისი ინდიკატორების მოძებნა.
2. ინდიკატორების კომპილირებული ვარიანტებიც ადვილი მოსაპოვებელია. თუ არ გვაქვს კომპილირებული ფაილი, ვინდიუსის ფანჯარაში, ინდიკატორზე დაკლიკებით მოხდება მისი გახსნა ტექსტური სახით “მეტაედიტორში”. “მეტაედიტორის” მენიუს ხაზში, “კომპილაცია” ღილაკის დაჭერით, შეიქმნება (თუ ინდიკატორში პროგრამული შეცდომა არ არის) ინდიკატორის კომპილირებული ვერსია , და ავტომატურად ჩაიწერება იმავე მისამართზე სადაც დევს ინდიკატორი.
ინდიკატორის ფაილების გაფართოება MetaQuotes პლატფორმაში არის .mq4 ხოლო მისი კომპილირებული ვარიანტის .ex4 (ბოლოში 4 შეესაბამება ტერმინალის ვერსიის ნომერს).
3. რაც შეეხება ინდიკატორების განთავსების ადგილს, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს ტერმინალისთვის, ეს არის პროგრამებში >> ტერმინალის საქაღალდეში >> ექსპერტების საქაღალდეში >> ინდიკატორების საქაღალდე. ნებისმიერი ინდიკატორის კომპილირებული ფაილი, რომელის დევს ამ საქაღალდეში გამოჩნდება მეტატრეიდერის ქვეფანჯარაში “Navigator – Custom Indikators”.
გრაფიკთან ინდიკატორის მისაერთებლად არსებობს (ჩვენი სურვილის მიხედვით ასარჩევი) ექვსი მეთოდი:
1. მთავარი მენიუდან (Menu) >> ჩასმა(Insert) >> ინდიკატორები (Indicators);
2. ინდიკატორის დამატების ღილაკით;
3. ორმაგი დაწკაპუნებით ნავიგატორის ფანჯარაში ინდიკატორის სახელზე;
4. ნავიგატორის ფანჯარაში ინდიკატორის სახელზე მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნება და კონტექსტის მენიუდან გრაფიკთან მიერთების არჩევა;
5. წინასწარ დაყენებული სწრაფი კლავიშების საშუალებით;
6. თაგვით ინდიკატორის გადატანით გრაფიკზე:
პირველი ხუთი მეთოდი, პრინციპიალურად, არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან. მათი გამოყენებისას ინდიკატორი დაემატება მთავარ ფანჯარაში ან დამატებით ფანჯარაში, იმის მიხედვით, თუ რა უდგას ქარხნულად ინდიკატორს თვისებებში. (იხ. წინა სტატიაში ცხრილში სვეტი “მთავარი/ცალკე” ).
დამატებითი ფანჯარა ჩნდება როცა გრაფიკს ემატება შესაბამისი თვისების მქონე ინდიკატორი, და ავტომატურად ქრება, როცა მასში არცერთი ინდიკატორი აღარ არის.
ინდიკატორები შეიძლება შეუთავსდეს სხვა ინდიკატორებს. შეთავსებისას ინდიკატორი აისახება წინა ინდიკატორზე ზემოდან დადებული. ყველა ის ინდიკატორი, რომელიც შეიძლება დაემატოს გრაფიკს დამატებით ფანჯარაში, შიძლება შეთავსებული იქნას სხვა ინდიკატორთან.
ინდიკატორებს შეიძლება ჰქონდეს, სხვა ინდიკატორის შედეგების გამოყენების შესაძლებლობა. ასეთი ინდიკატორებია
- ბოლინჯერის ხაზები. Bollinger Bands;
- სასაქონლო არხის ინდექსი. Commodity Channel Index;
- კონვერტი. Envelopes;
- ინდიკატორი მომენტუმი. Momentum;
- მცოცავი საშუალო. Moving Average;
- ფარდობითი ძალის ინდიკატორი. Relative Strength Index;
- სტანდარტული დევიაცია. Standard Deviation.
იმისთვის რომ გამოვიყენოთ ადრე მიერთებული ინდიკატორების გათვლის შედეგები, გრაფიკთან მიერთების მომენტში გამოსულ ფანჯარაში უნდა ავირჩიოთ შესაბამისი პუნქტი:
ჩამონათვალში არის ფასების მნიშვნელობებიც, პირველი ინდიკატორის მონაცენების არჩევის შესაძლებლობაც და წინა ინდიკატორის მონაცენების არჩევის შესაძლებლობაც. ფასებიც თავისებური ინდიკატორია, ამიტომ ინდიკატორი იღებს როგორც ფასების მნიშვნელობებს ასევე ინდიკატორის მნიშვნელობებს (როგორც აღვნიშნეთ ასეთი თვისება ყველა ინდიკატორს არ აქვს).
იმ ინდიკატორების მისაბმელად დამატებით ფანჯარაში, რომლებიც, ავტომატურად მთავარ ფანჯარას ებმება, საჭიროა ცოტა მეტი მოქმედების შესრულება: ჯერ ნებისმიერი ინდიკატორით უნდა გამოვიწვიოთ დამატებითი ფანჯრის გახსნა და შემდეგ, ამ დამატებით ფანჯარაზე გადავიტანოთ საჭირო ინდიკატორი. ხოლო, ის, რომელიც არ გვჭირდება, წავშალოთ.
რამდენიმე ინდიკატორის ერთდროულად განთავსებით გრაფიკზე, და ამ ინდიკატორების დაკავშირებით სხვა ინდიკატორის შედეგებთან, შეიძლება შევქმნათ ანალიზის საკმაოდ რთული სისტემა.
შემდეგ სტატიაში: ინდიკატორების პარამეტრების და თვისებების შეცვლა მეტატრეიდერში.
პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0
მაგარია ყევლაპერი წავიკიტხე