სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

უნივერსალური დროითი ზონები

avatar

ავტორი Aug 21, 2009 კატეგორია სტატიები.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

Greenwich_clock

 

ეს სტატია არ არის უშუალოდ ფორექსის შესახებ, მაგრამ კავშირშია მასთან, იმით, რომ ახალი ეკონომიკური ამბების მოწოდების დრო, ასევე ლონდონის, ნიუიორკის და ტოკიოს ბირჟების გახსნის და დახურვის დრო ინტერნეტში ხშირად მოწოდებულია ადგილობრივი დროით, ანუ იმ დროით სადაც ხდება კონკრეტული სიახლე, ან გრინვიჩის დროით, ანუ, უნივერსალური საერთაშორისო დროით. ამიტომ დროით ზონებში გარკვევა ინტერესმოკლებული არ იქნება ფორექსით დაინტერესებული მკითხველისთვის და არა მარტო მათთვის.

თანამედროვე საათობრივი სარტყელების სისტემას საფუძვლად უდევს უნივერსალური კოორდინირებული დრო (UTC – Universal Time Coordinated). იმისთვის, რომ ცალკცალკე არ შემოეყვანათ დრო დედამიწაზე ყოველი ადგილის მდებარეობის მიხედვით, დედამიწის სფერო პირობითად დაყოფილია 24 საათობრივ ზონად (დედამიზის მერიდიანების გასწვრივ), და მიღებულია რომ ერთ დროით სარტყელში მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტს ექნებოდა ერთი და იგივე დროის ათვლის წერტილი. ერთი დროითი ზონიდან მეორეში გადასვლისას არ იცვლება წუთები და წამები, იცვლება მხოლოდ საათები. არსებობს პატარა გამონაკლისები ამ წესიდან რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის (მაგალითად, რამდენიმე ქვეყანას თავისთვის შემოტანილი აქვს განსხვავება არა მარტო საათებში არამედ 30 ან 45 წუთში, თუმცა ეს ზონები სტანდარტულ ზონებში არ ითვლება, ან ზოგი შედარებით პატარა ქვეყანა, რომელიც მოხვედრილია სხვადასხვა დროით სარტყელში, სარგებლობს ერთი და იგივე დროითი ზონით მთელს თავის ტერიტორიაზე).

თეორიულად 24 საათიანი სარტყლები განსაზღვრული უნდა იყოს მერიდიანებით რომლებიც გადის 7°30′-ზე ზონების ცენტრიდან, თუმცა ზუსტი თანხვედრა არ არის.

პატარა სირთულე შემოაქვს ასევე ზაფხულის და ზამთრის დროზე გადასვლას სხვადასხვა ქვეყნებში. ზაფხულის და ზამთრის დროზე გადასვლა ხდება მარტის ბოლო კვირა დღეს (ერთი საათით წინ) და ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს (ერთი საათით უკან).

პოლუსებზე სადაც მერიდიანები თავს იყრის დროითი ზონების მცნება არ არსებობს. ითვლება, რომ პოლუსებზე დრო შეესაბამება მსოფლიო დროს, თუმცა სამხრეთ პოლუსზე მოქმედებს ახალი ზელანდიის დრო. ალბათ არც ეს აბზაცი არ უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ფორექსის მოყვარულებისთვის, რადგან, არა მგონია, რომელიმე პინგვინი ან სელაპი კომპიუტერთან იჯდეს და ფორექსზე მუშაობდეს პოლუსზე.

გრინვიჩის მერიდიანი (გეოგრაფიული გრძედი 0°00’00”) ითვლება ათვლის წერტილად. იგი დედამიწის სფეროს ყოფს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებად.
GMT (Greenwich Mean Time) –გრინვიჩის დრო ემთხვევა უნივერსალურ კოორდინირებულ დროს UTC.

GMT= UTC (ერთი წამის სიზუსტით)

დროითი ზონები რომლებიც მდებარეობს გრინვიჩის მერიდიანის აღმოსავლეთით აღინიშნება “+” ნიშნით, რომელსაც მოსდევს ციფრი. ციფრი მიუთითებს რამდენი ზონით ანუ საათით უსწრებს ზონა გრინვიჩის დროს.

დროითი ზონები რომლებიც მდებარეობს გრინვიჩის მერიდიანის დასავლეთით აღინიშნება “-” ნიშნით, რომელსაც მოსდევს ციფრი. ციფრი მიუთითებს რამდენი ზონით ანუ საათით ჩამორჩება ზონა გრინვიჩის დროს.

თბილისი იმყოფება (განედი: ჩრდილოეთის 41° 43′, გრძედი: სამხრეთის 44° 48′) სტანდარტულ საათობრივ სარტყელში UTG/GMT + 4 საათი. ანუ ჩვენი დრო უსწრებს საერთაშორისო უნივერსალურ კოორდინირებულ დროს 4 საათით (ამიტომ, წინა ნიშანი არის “+”).

უნივერსალურ საერთაშორისო დრო UTC არ გადადის ზაფხულის და ზამთრის დროზე, ამიტომ იმ ზონებს, რომლების ცვლიან თავის დროს ზაფხულში და ზამთრში, ეცვლებათ დროის სხვაობა საერთაშორისო დროსთან.

დროითი ზონების ზოგადი სურათი ასეთია:

UGT – 12 – თარიღის შეცვლის ხაზი;
UGT – 11 – სომაო;
UGT – 10 – ჰავაი;
UGT – 9 – ალიასკა;
UGT – 8 – ჩრდილო ამერიკა, წყნარი ოკეანე (აშშ, კანადა);
UGT – 7 – მთის დრო (აშშ, კანადა), მექსიკა (მაცანტალი, ლაპასი, ჩიუაუა) ;
UGT – 6 – ცენტრალური დრო აშშ, კანადა, მექსიკა (გვადალახარა, მეხიკო, მონტერეი);
UGT – 5 – ჩრდილო აღმოსავლეთი ამერიკა (აშშ, ნიუ-იორკი, კანადა), სამხრეთ ამერიკა, წყნარი ოკეანე (ბოგოტა, ლიმა, კიტო);
UGT – 4:30 – კარაკასი;
UGT – 4 – ატლანტიკური დრო (კანადა) სამხრეთ ამერიკა, წყნარი ოკეანე (ლა-პას, სანტიაგო);
UGT – 3:30 – ნიუფაუნდლენდი;
UGT – 3 – სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილი (ბრაზილია, ბუენოს-აირესი, ჯორჯთაუნი), გრენლანდია;
UGT – 2 – შუაატლანტიკური დრო;
UGT – 1 – აზორის კუნძულები, კაბო-ვერდე;
UGT – 0 – დასავლეთ ევროპული დრო (დუბლინი, ედინბურგი, ლონდონი, ლისაბონი), კასაბლანკა, მონროვია;
UGT + 1 – ცენტრალური ევროპული დრო (ამსტერდამი, ბერლინი, ბერნი, ბრიუსელი, ვენა, კოპენჰაგენი, მადრიდი, პარიზი, რომი, სტოკჰოლმი, ბელგრადი, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, ვარშავა, ლიუბლიანა, პრაღა, სარაევო, ზაგრები), დასავლეთ ცენტრალურ აფრიკული დრო;
UGT + 2 – აღმოსავლეთ ევროპული დრო (ათენი, ბუხარესტი, ვილნიუსი, კიევი, კიშინიოვი, მინსკი, რიგა, სოფია, ტალინი, ჰელსინკი), ეგვიპტე, ისრაელი, ლივანი, თურქეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა;
UGT + 3 – აღმოსავლეთ აფრიკის დრო (ნაირობი, ადის-აბება), ერაყი, კუვეიტი, მოსკოვი, საუდის არაბეთი;
UGT+ 3:30 – თეირანის დრო;
UGT + 4 – საქართველო, არაბთა გაერთიანებული საემირო, ომანი, აზერბაიჯანი, სასომხეთი;
UGT + 4:30 – ავღანეთი;
UGT + 5 – დასავლეთ აზიური დრო (ისლამაბადი, ყარაჩი, ტაშკენტი);
UGT + 5:30 – ინდოეთი, შრი-ლანკა;
UGT + 5:45 – ნეპალი;
UGT + 6 – ცენტრალურ აზიური დრო (ბანგლადეში, ყაზახეთი);
UGT + 6:30 – მიანმა;
UGT + 7 – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია (ბანგკოკი, ჯაკარტა, ჰანოი);
UGT + 8 – ულან-ბატორი, ჰონკონგი, ჩინეთი, სინგაპური, ტაივანი, დასავლეთ ავსტრალიური დრო (პერტი);
UGT + 9 – კორეა, იაპონია (ტოკიო);
UGT + 9:30 – ცენტრალურ ავსტრალიური დრო (ადელაიდა, დერვინი);
UGT + 10 – აღმოსავლეთ ავსტრალიური დრო (კანბერა, მელბურნი, სიდნეი), დასავლეთ წყნარი ოკეანიის დრო(გუამი, პორტ-მორსბი);
UGT + 11 – ცენტრალურ წყნარი ოკეანიის დრო (სოლომონის კუნძულები, ახალი კოლედონია);
UGT + 12 – მარშალის კუნძულები, ფიჯი, ახალი ზელანდია;
UGT + 13 – ტონგა;
UGT + 14 – ლაინის კუნძულები (კირიბატი);

 

 

დამატებით მოვიყვანთ რამდენიმე აღნიშვნას, რომელიც დროსთან და დროის ზონებთან დაკავშირებით გამოიყენება:

H:mm:ss – დროის 24 საათიანი ფორმატი (მაგალითად 14:15:05). ერთნიშნა წუთები და წამები აისახება წინ ნოლის დამატებით;
h:mm:ss – დროის 12 საათიანი ფორმატი (მაგალითად 2:15:05). ერთნიშნა წუთები და წამები აისახება წინ ნოლის დამატებით;
AM – დროის ინტერვალი შუადღემდე, 12 საათიანი ფორმატის დროს (შემოკლებული ვარიანტი “А”);
PM – დროის ინტერვალი შუადღის შემდეგ, 12 საათიანი ფორმატის დროს (შემოკლებული ვარიანტი “P”);
UTC – უნივერსალური საერთაშორისო დრო. მისი სინონიმია უნივერსალი დროის სარტყელი;
GMT–გრინვიჩის დრო;

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
2 + 1 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები