IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> 123 ფიგურით ვაჭრობა, ერთერთი სტრატეგია
picpic
პოსტი Feb 18 2012, 17:27
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 18-February 12
წევრი №: 67



123 ფიგურით ვაჭრობა

ბევრი ეძებს ინდიკატორებს როგორც გზას ფორექსის ან ფასის მოძრაობის სწავლისათვის.
ინდიკატორების აღწერა ქართულ ენაზე არის აქ: http://www.myforex.ge/?cat=17

მაგრამ, ჩემი აზრით ინდიკატორებს მოგვიანებით უნდა მიადგეს ადამიანი, როცა გარკვეულ ცოდნას დააგროვებს.

ინდიკატორების ძებნას, ძირითადად ორ შემთხვევაში იწყებენ ხოლმე:
1. ადამიანს არ აქვს მინიმალური ცოდნა და ვერაფრით ვერ გაურკვევია რას დადის ფასი ზემოთ ქვემოთ ან რას ხატავს ფასი გრაფიკზე, და ფიქრობს ინდიკატორებში ვიპოვნი პასუხსო;
2. ტრეიდერმა უკვე ბევრი იცის, თავისი სტრატეგიის დამუშავებაც შეუძლია და სტრატეგიისთვის ჭირდება ინდიკატორი როგორც ფილტრი, ანუ დადასტურება სავაჭრო სიგნალებისთვის.

ვინც პირველ კატეგორიაში თვლის თავს, იმისთვის სასარგებლოა გარკვეული პერიოდი იხელმძღვანელოს ფასების მოძრაობაზე დაკვირვებით (Price action). დააკვირდეს რატომ და როგორ თანმიმდევრულად ეჯახება ფასი ერთ და იგივე ზღვარს და ბრუნდება უკან (წინააღმდეგობების და მხარდაჭერის ხაზებს).
ან დააკვირდეს როგორ გულმოდგინედ იმეორებს გარკვეულ მოქმედებებს ფასი გრაფიკზე.

მთავარი ინდიკატორი არის ე.წ Price action (შემოკლებით PA), ანუ ფასის მოძრაობა.

ზემოთქმულის მიმართ მეტი ინტერესი რომ გაგიჩნდეთ და მეტი სარგებელი მოუტანოთ საკუთარ თავს, დააკვირდით მაგალითისთვის ნახაზზე გამოსახულ ფასების მოძრაობის მაგალითს (პატერნს).

მიმაგრებული სურათი

ყველაზე მეტი რაც შეიძლება გითხრათ ბაზარმა, არის ფასის მოძრაობა კონკრეტულ მომენტში.
ბაზარი კი, მაგალითად, ბევრჯერ და ბევრჯერ გეუბნებათ, თუ რაღაც მიმართულებილებით მოძრაობისას (ხაზს ვუსვამ რომ საუბარია ამ მაგალითზე),
1. მოძრაობა შეწყდა წერტილში 1,
2. მერე მოხდა დაბრუნება უკან წერტილამდე 2.
3. მერე ისევ 1-იანისკენ მოძრაობა მე-3 წერტილამდე (მთავარი პირობაა 3 არ გასცდეს 1-ს) ,
მაშინ მე-3 წერტილიდან 2-ის დონის გადაკვეთისას შედით ბაზარში მოძრაობის მიმართულებით და თქვენ მოიგებთ.

მერე გადადით ნებისმიერ გრაფიკზე და დააკვირდით, როგორი გულმოდგინეობით იმეორებს ფასი ამ მოძრაობებს (იმეორებს ამ პატერნს). იმეორებს და იმეორებს.

ეს მაგალითია და არ არის რამე გამართული სტრატეგია. ეს არის უბრალოდ მაგალითი რას დავაკვირდეთ პირველ რიგში, ვიდრე ინდიკატორების დაზეპირებას დავიწყებდეთ.

თუ ვინმეს ინტერესი გაუჩნდება, შეიძლება ამ სტრატეგიაზე უფრო დაწვრილებით საუბარი, რადგან ვიყენებ და ბევრი ვიცი მის შესახებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
picpic
პოსტი Feb 23 2012, 16:51
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 18-February 12
წევრი №: 67



შევქმნათ ჩვენი ვაჭრობის სტრატეგია

იმ ფორუმზეც და აქაც თემის გახსნის შემდეგ ბევრი პირადი შეტყობინებები მომდის, სხვადასხვა შეკითხვებით.

ამიტომ გადავწყვიტე აქ უფრო დაწვრილებით ვისაუბრო ამ სტრატეგიაზე.
ინფორმაცია სრული რომ იყოს, სხვა საკითხებსაც შევეხები, რომლებიც არის წარმატებისთის აუცილებელი პირობა.
ისეთებს როგორიცაა მაგალითად თანხების მენეჯმენტი, ვაჭრობაში შესვლის და გამოსვლის პირობები და მათი დასაბუთება თეორიულად, და სხვა.

დავიწყოთ სულ თავიდან.
ნებისმიერი სავაჭრო სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი პირობა არის საყრდენი წერტილების პოვნა, რომლის მიმართაც შეიძლება ავაგოთ შვენი სტრატეგია.

როცა მდინარეში მივცურავთ, ისეთი შეგრძნება გვაქვს რომ დროში და სივრცეში დავიკარგეთ, რადგან გარდა იმისა რომ ჩვენ ვცურავთ, მდინარე თვითონაც მიგვაქანებს სხვადასხვა მიმართულებით, და ძნელია ზუსტად იმის თქმა გარკვეული დროის წინ რა ადგილას ვიყავით, ან რა მანძილით შეიცვალა ჩვენი მდებარეობა იმ წინა მდებარეობის მიმართ. მაგრამ სულ სხვა სურთი გვაქვს ნაპირიდან როცა ვიუყურებთ. ნაპირიდან უფრო იოლად ვარჩევთ სად იყო მოცურავე დროის რაღაც მომენტში ან, რამხელაზე გადაადგილდა იგი პირველი ადგილის მიმართ, გარკვეული დროის შემდეგ.

რაშია განსხვავება? განსხვავება არის იმაში რომ ნაპირზე დგომისას ჩვენ გვაქვს ათვლის წერტილი, საყრდენი წერტილი რომლის მიმართაც ვახდენთ შედარებას, მოცურავე ჩემს მიმართ იყო წერტილში ნომერი 1, და გადაადგილდა ჩემს მიმართ წერტილში ნომერი 2, მერე ცურვით, ან მდინარემ ის გადაიყვანა წერტილში ნომერი 3, და ა.შ.

ანალოგიურად ხდება ბაზარზე ფასების მოძრაობისას. ჩვენ, თუ ფასის მოძრაობის შესაფასებლად გრაფიკზე არ გვაქვს არჩეული საყრდენი ათვლის წერტილი, მაშინ ფასის მოძრაობა გვეჩვენება შემთხვევითად და ვერ ვახერხებთ შევაფასოთ მისი მოძრაობის ტენდენცია, საით და რატომ მიდის.

და, მითუმეტეს ანალოგიურად ხდება სტრატეგიის დამუშავებისას, ჩვენ თუ არ გვაქვს საწყისი ათვლის წერტილი, რომლიდანაც ავაგებთ ჩვენს სტრატეგიას, არაფერი არ გამოგვივა.

შემდგომში გაითვალისწინეთ, კატეგორიული გამონათქვამები ასახავს მხოლოდ ჩემს პირად შეხედულებას და სხვები შეიძლება სულ სხვა პირობებში ახერხებდეს ვაჭრობას ან სავაჭრო სტრატეგიის ჩამოყალიბებას, თავისი ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.

გაგრძელება იქნება! ალბათ rolleyes.gif !
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2025 - 02:59
(C) 2009 MyForex.GE ბლოგი myforex.ge