![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 18-February 12 წევრი №: 67 ![]() |
123 ფიგურით ვაჭრობა
ბევრი ეძებს ინდიკატორებს როგორც გზას ფორექსის ან ფასის მოძრაობის სწავლისათვის. ინდიკატორების აღწერა ქართულ ენაზე არის აქ: http://www.myforex.ge/?cat=17 მაგრამ, ჩემი აზრით ინდიკატორებს მოგვიანებით უნდა მიადგეს ადამიანი, როცა გარკვეულ ცოდნას დააგროვებს. ინდიკატორების ძებნას, ძირითადად ორ შემთხვევაში იწყებენ ხოლმე: 1. ადამიანს არ აქვს მინიმალური ცოდნა და ვერაფრით ვერ გაურკვევია რას დადის ფასი ზემოთ ქვემოთ ან რას ხატავს ფასი გრაფიკზე, და ფიქრობს ინდიკატორებში ვიპოვნი პასუხსო; 2. ტრეიდერმა უკვე ბევრი იცის, თავისი სტრატეგიის დამუშავებაც შეუძლია და სტრატეგიისთვის ჭირდება ინდიკატორი როგორც ფილტრი, ანუ დადასტურება სავაჭრო სიგნალებისთვის. ვინც პირველ კატეგორიაში თვლის თავს, იმისთვის სასარგებლოა გარკვეული პერიოდი იხელმძღვანელოს ფასების მოძრაობაზე დაკვირვებით (Price action). დააკვირდეს რატომ და როგორ თანმიმდევრულად ეჯახება ფასი ერთ და იგივე ზღვარს და ბრუნდება უკან (წინააღმდეგობების და მხარდაჭერის ხაზებს). ან დააკვირდეს როგორ გულმოდგინედ იმეორებს გარკვეულ მოქმედებებს ფასი გრაფიკზე. მთავარი ინდიკატორი არის ე.წ Price action (შემოკლებით PA), ანუ ფასის მოძრაობა. ზემოთქმულის მიმართ მეტი ინტერესი რომ გაგიჩნდეთ და მეტი სარგებელი მოუტანოთ საკუთარ თავს, დააკვირდით მაგალითისთვის ნახაზზე გამოსახულ ფასების მოძრაობის მაგალითს (პატერნს). ![]() ყველაზე მეტი რაც შეიძლება გითხრათ ბაზარმა, არის ფასის მოძრაობა კონკრეტულ მომენტში. ბაზარი კი, მაგალითად, ბევრჯერ და ბევრჯერ გეუბნებათ, თუ რაღაც მიმართულებილებით მოძრაობისას (ხაზს ვუსვამ რომ საუბარია ამ მაგალითზე), 1. მოძრაობა შეწყდა წერტილში 1, 2. მერე მოხდა დაბრუნება უკან წერტილამდე 2. 3. მერე ისევ 1-იანისკენ მოძრაობა მე-3 წერტილამდე (მთავარი პირობაა 3 არ გასცდეს 1-ს) , მაშინ მე-3 წერტილიდან 2-ის დონის გადაკვეთისას შედით ბაზარში მოძრაობის მიმართულებით და თქვენ მოიგებთ. მერე გადადით ნებისმიერ გრაფიკზე და დააკვირდით, როგორი გულმოდგინეობით იმეორებს ფასი ამ მოძრაობებს (იმეორებს ამ პატერნს). იმეორებს და იმეორებს. ეს მაგალითია და არ არის რამე გამართული სტრატეგია. ეს არის უბრალოდ მაგალითი რას დავაკვირდეთ პირველ რიგში, ვიდრე ინდიკატორების დაზეპირებას დავიწყებდეთ. თუ ვინმეს ინტერესი გაუჩნდება, შეიძლება ამ სტრატეგიაზე უფრო დაწვრილებით საუბარი, რადგან ვიყენებ და ბევრი ვიცი მის შესახებ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 18-February 12 წევრი №: 67 ![]() |
რას ნიშნავს სავაჭრო სტატეგიის ქონა?
თუნდაც ყველაზე გაწონასწორებული ადამიანი, თავისდა უნებურად მოქმედებების დიდ ნაწილს ასრულებს ქვეცნობიერად. ძალიან კარგი სტატიაა აქ: http://www.myforex.ge/?p=287 მართალია ტექნიკურ ანალიზს ეხება მაგრამ აღწერილია როგორ ხდება ადამიანი თავისი ქვეცნობიერის მსხვერპლი. იმისთვი,ს რომ ვაჭრობის დროს გამოვრიცხოთ ემოცია, საჭიროა გვქონდეს სტრატეგია. ყველა სტრატეგია კონკრეტულ ადამიანზეა გათვლილი. არ უნდა ვიფიქროთ, რომ, აი ტრეიდერი იგებს თავისი სტრატეგიით და ნეტავ მეც ჩამაგდებინა ხელში იგივე სტრატეგია. სტატეგია არის ადამიანის ფსიქოლოგიაზე აგებული და ხშირ შემთხვევაში სხვა იგივე სტატეგიით ვერ მუშაობს. ერთ ადამიანს ფსიქოლოგიურად კომფორტს უქმნის თავისი დეპოზიტის არაუმეტეს 3%-ის გარისკვა. მეორეს არ აწყობს ასეთი სტრატეგია, იმიტომ რომ მას კომფორტს უქმნის1%-ის გარისკვა და 3%-ზე იგი ნერვიულობს. ერთ ადამიანს კომფორტს უქმნის დღეების მიხედვით ვაჭრობა, მეორეს შეუძლია საათობით იჯდეს კომპიუტერთან. ანუ ყველა უნდა მივიდეს თავისთვის კომფორტულ სტრატეგიამდე. სტრატეგია არის დაახლოებით ასეთი რაღაცა: სანამ მე გავხსნი პოზიციას ბაზარზე, უნდა მქონდეს ფურცელზე დაწერლი ინსტრუქცია: 1. რა შემთხვევაში და ფასის რომელი მნიშვნელობისას ვხსნი გარიგებას. 2. რამხელა მოცულობით ვხსნი გარიგებას. 3. როდის ვამატებ მომგებიან გარიგებას ახალ გარიგებებს (ან საერთოდ არ ვამატებ). 4. როგორ მივაცილებ გარიგებას მოგებისკენ. 5. როდის გამოვდივარ მომგებიანი გარიგებიდან. 6. წაგების შემთხვევაში როდის გამოვდივარ გარიგებიდან. უნდა შემეძლოს ამ ინსტრუქციის დატოვება სხვისთვის და, მართალია ყველა სტრატეგია ადამიანზეა მორგებული, მაინც, იმ სხვას ახალი შეკითხვის დასმა არ უნდა დასჭირდეს ჩემთვის. ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა იყოს ინსტრუქციაში. ანუ, არა უნდა ვუთხრათ ჩვენს შემოქმედებას ვაჭრობის დროს. არა უნდა ვუთხრათ ჩვენს ფანტაზიას. არა უნდა ვუთხრათ ჩვენს ემოციას. უნდა დავემორჩილოთ მხოლოდ იმას რასაც ვხედავთ ეკრანზე თვალით და ი ნსტრუქციას. თუ ფასის მოძრაობისას დგება მომენტი, რომელიც ინსტრუქციაში (სტრატეგიაში) არ არის აღწერილი, ე.ი. თქვენი სტრატეგია გაუმართავია. თუ ასეთი მომენტი არ დგება, სტრატეგია არსებოსბს. იგი შეიძლება იყოს წამგებიანი, მაგრამ არსებობს. ასეთი სტრატეგია შეიძლება შევამოწმოთ ბევრკჯერ და ვცადოთ რომ გახდეს მომგებიანი. თუ არაფერი არ გამოდის, ჩამოვაყალიბოთ ახალი სტარტეგია. |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2025 - 03:16 |
(C) 2009 MyForex.GE | ბლოგი myforex.ge |