IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> 123 ფიგურით ვაჭრობა, ერთერთი სტრატეგია
picpic
პოსტი Feb 18 2012, 17:27
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 18-February 12
წევრი №: 67



123 ფიგურით ვაჭრობა

ბევრი ეძებს ინდიკატორებს როგორც გზას ფორექსის ან ფასის მოძრაობის სწავლისათვის.
ინდიკატორების აღწერა ქართულ ენაზე არის აქ: http://www.myforex.ge/?cat=17

მაგრამ, ჩემი აზრით ინდიკატორებს მოგვიანებით უნდა მიადგეს ადამიანი, როცა გარკვეულ ცოდნას დააგროვებს.

ინდიკატორების ძებნას, ძირითადად ორ შემთხვევაში იწყებენ ხოლმე:
1. ადამიანს არ აქვს მინიმალური ცოდნა და ვერაფრით ვერ გაურკვევია რას დადის ფასი ზემოთ ქვემოთ ან რას ხატავს ფასი გრაფიკზე, და ფიქრობს ინდიკატორებში ვიპოვნი პასუხსო;
2. ტრეიდერმა უკვე ბევრი იცის, თავისი სტრატეგიის დამუშავებაც შეუძლია და სტრატეგიისთვის ჭირდება ინდიკატორი როგორც ფილტრი, ანუ დადასტურება სავაჭრო სიგნალებისთვის.

ვინც პირველ კატეგორიაში თვლის თავს, იმისთვის სასარგებლოა გარკვეული პერიოდი იხელმძღვანელოს ფასების მოძრაობაზე დაკვირვებით (Price action). დააკვირდეს რატომ და როგორ თანმიმდევრულად ეჯახება ფასი ერთ და იგივე ზღვარს და ბრუნდება უკან (წინააღმდეგობების და მხარდაჭერის ხაზებს).
ან დააკვირდეს როგორ გულმოდგინედ იმეორებს გარკვეულ მოქმედებებს ფასი გრაფიკზე.

მთავარი ინდიკატორი არის ე.წ Price action (შემოკლებით PA), ანუ ფასის მოძრაობა.

ზემოთქმულის მიმართ მეტი ინტერესი რომ გაგიჩნდეთ და მეტი სარგებელი მოუტანოთ საკუთარ თავს, დააკვირდით მაგალითისთვის ნახაზზე გამოსახულ ფასების მოძრაობის მაგალითს (პატერნს).

მიმაგრებული სურათი

ყველაზე მეტი რაც შეიძლება გითხრათ ბაზარმა, არის ფასის მოძრაობა კონკრეტულ მომენტში.
ბაზარი კი, მაგალითად, ბევრჯერ და ბევრჯერ გეუბნებათ, თუ რაღაც მიმართულებილებით მოძრაობისას (ხაზს ვუსვამ რომ საუბარია ამ მაგალითზე),
1. მოძრაობა შეწყდა წერტილში 1,
2. მერე მოხდა დაბრუნება უკან წერტილამდე 2.
3. მერე ისევ 1-იანისკენ მოძრაობა მე-3 წერტილამდე (მთავარი პირობაა 3 არ გასცდეს 1-ს) ,
მაშინ მე-3 წერტილიდან 2-ის დონის გადაკვეთისას შედით ბაზარში მოძრაობის მიმართულებით და თქვენ მოიგებთ.

მერე გადადით ნებისმიერ გრაფიკზე და დააკვირდით, როგორი გულმოდგინეობით იმეორებს ფასი ამ მოძრაობებს (იმეორებს ამ პატერნს). იმეორებს და იმეორებს.

ეს მაგალითია და არ არის რამე გამართული სტრატეგია. ეს არის უბრალოდ მაგალითი რას დავაკვირდეთ პირველ რიგში, ვიდრე ინდიკატორების დაზეპირებას დავიწყებდეთ.

თუ ვინმეს ინტერესი გაუჩნდება, შეიძლება ამ სტრატეგიაზე უფრო დაწვრილებით საუბარი, რადგან ვიყენებ და ბევრი ვიცი მის შესახებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
picpic
პოსტი Mar 2 2012, 15:56
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 18-February 12
წევრი №: 67



კავშირი 1-2-3 ფიგურასა და ბაზრის რეალური მდგომარეობას შორის

მაშ ასე, მსურს ვაჭრობაში ჩართვა, და ვიცით პირველ რიგში რას ველოდებით ან ვეძებთ გრაფიკზე.
ვეძებთ წერტილს, როცა ფასი მიდიოდა რაღაც მიმართულებით, მიადგა რომელიღაცა ზღვარს, ვერ გადაკვეთა და შემობრუნდა.
თუ ასეთი მომენტი დაფიქსირდა, ვიცით, რომ აქ იქნება ჩვენი Stop Loss.

ახლა დავადგინოთ, რომელ წერტილში შევალთ ბაზარზე გარიგებით.

არაფერს ვწერ, თუ რა მიმართულებით ვაპირებთ შესვლას, გაყიდვით თუ ყიდვით, იმედია ხვდებით.
რადგან ველოდებით შემობრუნებას, Stop Loss გვექნება იმ წერტილში სადაც ფასის მოძრაობა გაჩერდა და შესვლას ვაპირებთ საპირისპირო მიმართულებით.

საერთოდ, ფიგურა 1-2-3 ძალიან ხშირად ფორმირდება ტრენდის შემობრუნების წერტილში, სწორედ ამ შემობრუნებაზე ვვაჭრობთ ჩვენი სტრატეგიით.

იმისთვის რომ ვისაუბროთ რა ფასზე შევდივართ ბაზარზე, აღვწეროთ, როგორ ასახავს ბაზრის მდგომარეობას 1-2-3 ფიგურა.
განვიხილავ მხოლოდ აღმავალი მოჭრაობის მაგალითს, ყველაფერი თქმული ეხება შემთხვევას როცა ფასი და ტრენდი არის დაღმავალი და მას ცალკე არ აღვწერ.

მაშ ასე, პირველ შემთხვევაში, ფასი მიდიოდა ზემოთ.

1. ფასი მივიდა წერტილამდე, რომლის ზემოთაც არავის აღარ უნდა ყიდვა. პირიქით, იწყება გაყიდვები, რადგან გამოცდილი და მცოდნე ტრეიდეტრები და ფინანსური ორგანიზაციები აფიქსირებენ თავიანთ მოგებას. ვისაც დაბალ ფასში ჰქონდა ნაყიდი ხურავს თავის პოზიციებს, მოგების მიღების მიზნით. ალბათ ხვდებით რომ "ლონგ" პოზიციის დახურვა, ეს იგივეა რომ ბაზარზე დაფიქსირდა თქვენი ადრე ნაყიდის გაყიდვა, ანუ ეს იგივე გაყიდვაა "შორტი". ანუ ბაზარზე ხდება გაყიდვები. როგორც პირდაპირ "შორტ" პოზიციების გახსნით (იმედით, რომ ფასი წამოვა ქვემოთ) ასევე ძველი ლონგ პოზიციების დახურვით.
ამ დროს ვაჭრობაში შემობრუნების იმედით ერთვებიან უმეტესობა გამოუცდელი ტრიდერებისა, ისინიც შემობრუნების იმედით ხსნიან "შორტ" პოზიციებს.
გაყიდვების მომატება იგივეა რაც მიწოდების მომატება. და მიწოდების სიჭარბე იწვევს ფასის ვარდნას.

ეს არის ფიგურაზე #1 წერტილიდან ქვემოთ მომავალი მონაკვეთი (ჩვენს შემთხვევაში წერტილი #1-დან წერტილ #2-სკენ.

2. მაგრამ არიან ტრეიდერები და ორგანიზაციები, რომლებიც მოგების მისაღებად კმაყოფილდებან #2 წერტილში. ეს ის ხალხია რომლებმაც პირველებმა გახსნეს "შორტ" პოზიციები წერტილში #1, ივარაუდეს რა ფასის უკან დახევა. ახლა ისინი ხურავენ "შორტ" პოზიციებს #2 წერტილში. ანუ ყიდულობენ. ანუ ისევ იმატებს მოთხოვნა, რაც ფასის ვარდნას აჩერებს.
უნდა გვესმოდეს რომ ბაზარზე არიან ტრეიდერები, "ხარები" რომელთა ამოცანა არის ფასის ზემოთ მოძრაობა (დაღმავალი ტრენდის დროს ტრეიდერებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ფასის დაბლა დაწევით "დათვებად" მოიხსენიებენ). ისინი ამაზე იგებენ. როცა ფასი ჩერდება #2 წერტილში, "ხარები" კვლავ აქტიურდებიან, რათა გააგრძელონ #1 წერტილში შეჩერებული აღმავალი ტრენდი. და, მათი აქტიურობით არის მეორე მცდელობა, რომ გადაიკვეთოს წერტილი #1. იწყება მოძრაობა #2 წერტილიდან ზემოთ .

ვაშა, აქ ხდება იმის ახსნა, თუ რატომ არის ჩვენი Stop Loss, იქ სადაც ჩვენ ავირჩიეთ:
თუ "ხარებმა" მოახერხეს და ფასი წავიდა #1 წერტილის ზემოთ, ე.ი. შემობრუნება არ ხდება, ფიგურა 1-2-3 არ დაფიქსირებულა (რადგან #3 წერტილის სავარაუდო მდებარეობა გასცდა #1 წერტილს, არადა, უნდა იყოს #1-ზე დაბლა).
თუ "ხარებმა" ვერ მოახერხეს #1 წერტილის ზემოთ ასვლა და ფასი #3 წერტილიდან ისევ წამოვიდა ქვემოთ, ე. ი. ჩვენი Stop Loss საიმედო ადგილზეა და მართლაც ჩანს, რომ ბაზარი აპირებს ქვემოთ შემობრუნებას.

გაითვალისწინეთ, ჩვენ ჯერ არ ვართ ბაზარზე. ჩვენ ჯერ ვაკვირდებით ჩვენი ათვლის წერტილი და Stop Loss არის თუ არა ფიგურა 1-2-3 -ის ნაწილი და არის თუ არა სწორად არჩეული.
ფასის შემობრუნება #3 წერტილიდან ისევ ქვემოთ, არის დადასტურება იმისა რომ 1-2-3 ფიგურაში დაფორმირდა 1-2 ნაწილი, მაგრამ ჯერ არ არის დადასტურებული დაფორმირდა თუ არა 2-3 ნაწილი.
დააკვირდით ამ მომენტში რა ხდება. ჩვენი ვარაუდით, სად წავა ფასი #3 წერტილიდან?
გვაქვს სამი ვერსია, პირველი - არც ქვემოთ ჩამოვა და არც ზემოთ წავა, რაც დამეთანხმებით, შეუძლებელია რომ მუდმივად გაგრძელდეს.
მეორე ფასი წავა ზემოთ. ეს კი ნიშნავს, რომ #3 წერტილი აღმოჩნდება #1-ის ზემოთ და ჩვენი ფიგურა არ ითვლება შემდგარად, და ამ ადგილში ჩვენ არ ვვაჭრობთ.
მესამე, ფასი წამოვა ქვემოთ და გადაკვეთავს წერტილი #2-ის დონეს.
ამ წერტილის დონის გადაკვეთა არის სწორედ დადასტურება იმისა, რომ ფიგურა 1-2-3 მთლიანად შედგა და #2-ის დონის გადაკვეთის წერტილი არის ის ფასი რომელზეც შეგვიძლია ჩავერთოთ ვაჭრობაში.

რა გვაქვს ამ მომენტისათვის? ჩვენ ჩავერთეთ ვაჭრობაში და ჩვენი Stop Loss დგას წერტილში #1 (2 პიპსით ზემოთ).
რით არის გამართლებული ჩვენი ლოგიკა? ფასმა ორჯერ ვერ გადაკვეთა #1 წერტილის დონე (#1 და #3 წერტილში) და ჩვენი დაცვა დგას მათ ზემოთ. ამავე დროს ფასმა პირველი კორექტირების შემდეგ #2 წერტილამდე, მოახერხა #2 დონის გადაკვეთა ქვემოთ მიმართულებით და ჩვე ჩავერთეთ ვაჭრობაში ამ მიმართულებით (#2 დონის 1 პიპსით ქვემოთ).

შემდეგი იქნება სად უნდა გამოვიდეთ ვაჭრობიდან.
წაგების შემთხვევაში, აქ სალაპარაკო არაფერია. ჩვენი Stop Loss თვითონ გამოგვიყვანს ვაჭრობიდან ფიქსირებული წაგებით.
გასარკვევია, სად გამოვდივართ ვაჭრობიდან, როცა ფასი გააგრძელებს ჩვენი სასურველი მიმართულებით მოძრაობას.


გარგრძელება იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2025 - 03:40
(C) 2009 MyForex.GE ბლოგი myforex.ge