![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
Junior Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 12-January 11 წევრი №: 56 ![]() |
გამარჯობათ ძვირფასო ფორუმზე არ არსებულო ტრეიდერებო.
თემის პასუხად გამოცდილებიდან ვამბობ!!! არც ერთი ინდიკატორი არ ეხმარება ტრეიდერს თანხის გამომუშავებაში. ყველა ინდიკატორი ასახავს მდგომარეობას ფაქტის შემდეგ, ანუ მომავალ მდგომარეობას ვერ ჭვრეტენ. ასე რომ მე ვფიქრობ ტვინს მაგრად ურევენ და ასე შემდეგ. ვინ რას ფიქრობთ ამ თემის შესახებ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
Junior Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 12-January 11 წევრი №: 56 ![]() |
საღამო მშვიდობისა.
ფორექსი არის გაცვლა გამოცვლის ადგილი მოკლედ რომ ვთქვათ არის ბაზარი და არ განსხვავდება სხვა ბაზრებისაგან თავისი შინაარსობრივი დატვირთვით. როგორც ბაზარზე ფასი რეგულირდება მიწოდება მოთხოვნის საფუძველზე ფორექსზეც იდენტურად ხდება ამათუიმ ვალიუტის ფასის განსაზღვრა. ამიტომ ინფორმაცია დროის განსაზღვრულ ინტერვალში არსებული ორდერების მოცულობის შესახებ აქტუალურია და ფასდადებული. მთლიანად მსოფლიო ბაზარში არსებული მოცულობების განსაზღვრა, პუბლიკაცია რთულია და ამიტომაც ვერ მოძებნით ინფორმაციას ამ მოცულობების შესახებ. კომპანიები რომლებიც თავიანთი კლიენტების ორდერების ლიკვიდურობაზე ანუ პირდაპირ მსოფლიო სავალუტო ბაზარზე გატანისთვის ზრუნავენ ცდილობენ მეტი აქტუალური და ფასდადებული ინფორმაციით უზრუნველყონ თავიანტი კლიენტები და დაინტერესებულები არიან მეტი წარმატებული ტრეიდერი ყავდეთ. კომპანიის ეს დამოკიდებულება მისი ანგარიშის მფლობელების მიმართ ცხადყოფს კომპანიის უტყუარობასა და სერუიოზულობას. შეიძლება მკითხოთ მერე და კომპანიის მოცულობები რამდენად ასახავს მსოფლიო ბირჟის რეალურ სურათს? მართალია არ ასახავს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ფსიქოლოგია ადამიანების 90% იდენტური ანუ ერთიანია. დაგიმტკიცებთ: თვალში თითი რომ ჩაგარტყათ თქვენც იგივე სურვილი გაგიჩნდებათ, რომ იგივე ქმედებით სამაგიერო გადამიხადოთ. სხვა გვარად შეურაცმყოფელს შეურაცყოფით ვპასუხობ. ასეთი ხედვა გააჩნია 90%-ს (იმედია გასაგებად ავხსენი.) მოკლედ ზემოთ დადებული პროგრამა არის კომპანია "ოანდა"-ს არსებული მოცულობების გამთვლელი. ეს არის კომპანია სადაც მიმოცვლა არასდროს არ წყდება მიუხედავათ შაბათ კვირისა. |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th May 2025 - 22:47 |
(C) 2009 MyForex.GE | ბლოგი myforex.ge |