IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> კიკოლას პროგნოზები
kiko
პოსტი Aug 10 2009, 20:47
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18



ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებებს განვათავსებ აქ.



ახლა თბილისის დროით 21.50 GPB/USD aris 1.6437 მიდის ქვემოთ,
ჩემი ანალიზით, ახლა მობრუნდება დაახლოებით 1.6700-თან.

მაგრამ სარისკოა და არ შევალ smile.gif აი თუ მერე ისევ 16500-თან ჩამოვიდა შორთით შევალ, თან ვფიქრობ დიდი ხნით
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
kiko
პოსტი Oct 3 2009, 20:29
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18



ერთი სტრატეგია მინდა გაგიზიაროთ.
სტრატეგია მთლიანად მე მომივიდა თავში, და არც მანამდე და არც შემდეგ არსად არ შემხვედრია.
დაახლოებით ერთი თვე ვამოწმებ. ჯერ მინუსიანი ან ნოლიანი დღე არ მქონია.
ვამოწმებ დემოზე. რადგან ალბათ ნიუანსები დასახვეწია.

თუ ვინმეს დააინტერესებს და გამოიყენებს შედეგები და მოსაზრებები მეც გამიზიარეთ, ისევე როგორც მე თქვენ.
მეც წამადგება და თქვენც.

არავითარი ინდიკატორები არავითარი წინააღმდეგობის ხაზები და არავითარი ტრენდის მიმართულებით ვაჭრობა.
ყველაფერი დამყარებულია სრულიად მექანიკურ ვაჭრობაზე.

ვმუშაობ მხოლოდ დღის ტაიმფრეიმებზე, და დარწმუნებული ვარ სხვა ტაიმფრეიმები წამგებიანი იქნება.

მაშ ასე:
ვიჯექი და მომივიდა ასეთი აზრი, იაპონური სანთლების ბარების აბსოლუტურ უმრავლესობას დეილი გრაფიკებზე აქვს ზემოთ და ქვემოთ ჩრდილები.
ანუ, აბსოლუტურ უმრავლესობა შემთხვევაში ფასი ერთი დღის პირობებში, ადის გახსნის ფასზე მაღლა და ჩამოდის გახსნის ფასზე დაბლა.

გამომდინარე, თუ აღმოვაჩენ დღის ბარს რომელშიც ფასს გახსნის შემდეგ, გახსნიდან მხოლოდ ცალ მხარეს უმოძრავია უმრავლესობა სტატისტიკიდან გამომდინარე, ვუშვებ, რომ ფასი უნდა მობრუნდეს და გაიაროს გახსნის წერტილი.

მაგალითად, ვიპოვე წყვილი, რომელშიც დღის გახსნის შემდეგ ფასი მიდის ზემოთ, და არცერთი პოინტი ქვედა ჩრდილი არ აქვს, ვამბობ რომ 90% და მეტი ვარიანტით ფასი მობრუნდება და გაიკეთებს ქვედა ჩრდილს, და პიიქით, თუ ვიპოვე წყვილი, რომელშიც დღის გახსნის შემდეგ ფასი მიდის სულ ქვემოთ, და ზედა ჩრდილი საერთოდ არ აქვს, ვამბობ რომ 90% და მეტი ვარიანტით ფასი მობრუნდება და გაიკეთებს ზედა ჩრდილს.

ასეთი ბარების აღმოჩენა ადვილი არ არის, მაგრამ, ბევრი დაკვირვების შემდეგ, აღმოვაჩინე რომ გახსნიდან 2-2.5-3 საათის შემდეგ ასეთი ბარები არსებობს ბევრ წყვილზე. და თუ არ გავღორდებით და დავყაბულდებით თითო ასეტი წყვილიდან დღეში 25-30 პიპსს, მაშინ შეიძლება მუშაობა.


ვმუშაობ ასე.ღამის სამი საათის ფარგლებში ჩამოვუვლი ყველა წყვილს, რომლის სპრედიც ნაკლებია 10-ზე.
რომელ წყვილშიც ვიპოვი ბარს გახსნიც ფასის მიმართ ჩრდილის გარეშე, ყოველგვარი დამატებითი ანალიზის გარეშე შევდივარ ვაჭრობაში, შემდეგი პრინციპით:

avg = არის ბოლო ხუთი დღის ბარების სშუალო სიმაღლე. (ხუთი ბოლო ბარის სიმაღლეების ჯამი გაყოფილი ხუთზე)
1. თუ avg ნაკლებია 50 პიპსზე არცერთი ქვემოთა სეტაპით არ ვვაჭრობთ!

2. შორთი:
თუ ბარს არ აქვს ქვედა ჩრდილი:
  • ა) თუ ფასი არ არის ასული ზემოთ გახსნის ფასს მიმატებული 0.5*avg -ზე მეტად, ვხსნი "შორთ" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს მინუს 25-30 პიპსი.
  • ბ) თუ ფასი ასულია ზემოთ გახსნის ფასს მიმატებული (0.5 დან 0.8-მდე)*avg -ზე მეტად, ვხსნი "შორთ" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს მიმატებული სპრედი.
  • ც) თუ ფასი ასულია გახსნის ფასს მიმატებული 0.8*avg -ზე ზემოთ ან რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ სეტაფში ფასი მეტია წინა დღის მაქსიმუმზე, არ ვვაჭრობ!

სტოპს ვაყენებ წინა დრის მაქსიმუმს პლუს 2-5 პიპსი;



3. ლონგი:
თუ ბარს არ აქვს ზედა ჩრდილი:
  • ა) თუ ფასი არ არის ჩამოსული ქვემოთ გახსნის ფასს მინუს 0.5*avg -ზე მეტად, ვხსნი "ლონგს" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს პლუს 25-30 პიპსი.
  • ბ) თუ ფასი ჩამოსულია ქვემოთ გახსნის ფასს მინუს (0.5 დან 0.8-მდე)*avg -ზე მეტად, ვხსნი "ლონგს" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს მინუს სპრედი.
  • ც) თუ ფასი ჩამოსულია გახსნის ფასს მინუს 0.8*avg -ზე ქვემოთ ან რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ სეტაფში ფასი ნაკლებია წინა დღის მინიმუმზე, არ ვვაჭრობ!

სტოპს ვაყენებ წინა დრის მინიმუმს მინუს 2-5 პიპსი;



4. ლოტის ზომა თითოეული ორდერისთვის 0.5% (ცოტა არ მოგეჩვენოთ, რადგან ჯამში რამდენიმე ორდერის ერთად გახსნა ხდება)
5. დაუხურავ ორდერებს დღის ბოლოს ყველა ვარიანტში ვხურავ.
6. ჩრდილის არ არსებობაში მიახლოებები არ დაიშვება. ვგულისხმობ იმას რომ თუნდაც ერთ პოინტიანი ჩრდილი, უკვე ჩრდილია და ასეთი ბარი ჩვენს სეტაპებს არ გამოადგება.


ორდერების გახსნის შემდეგ, ვიძინებ, რადგან ჩემი ხასიათი ვიცი და თუ არ გავაფუჭებ, ჩემს ორდერებს გაკეთებით კარგს არაფერს არ გავუკეთებ.

პირველი შთაბეჭდილებები:

როგორც აღვნიშნე მინუსიანი დღე არ მქონია. თუმცა, იმასაც ვაღიარებ რომ 3-4 დღეს საერთოდ ვერ შევედი ვაჭრობაში. დანარჩენ დღეებში 4-დან 8 -მდე ორდერები მოინახა. ყველაზე მეტი მოგება დამხვედრია 6 ორდერიდან ყველამ 25 დან 30-მდე პიპსი მოიგო, და დახურული დამხვდა, მეშვიდე მეთვითონ დავხურე +19 პიპსით.
მინიმალური მოგება დამხვდა ჯამური თორმეტი პიპსი, არცერთი ორდერი თავისით არ დახურულა და დღის თორმეტი საათი ხდებოდა. ბევრი ნიუსები იყო იმ დღეს და ჩემს სტრატეგიას ვუღალატე (რაც არ უნდა გამეკეთებინა) და ყველა ხელით დავხურე, ჯამში +12 პიპსით. დღის ბოლოს რომ შევამოწმე ყველა თავის თანხას მოიგებდა ხელით რომ არ დამეხურა.

პლიუსები აქვს ის, რომ რადგან სუფთად მექანიკურად ხდება ორდერის გახსნა რამდენიმე წყვილზე, ჯამური ორდერი მეტნაკლებად შემხვედრად კორელაციური ორდერების ჯამი გამოდის ამიტომ, კრუპნად დარხევის ვარიანტი მცირეა.

ნაკლებად მოქმედებს ნიუსები და გარე ფაქტორები. რატომ? დილისთვის საქმე უმეტესად მოთავებულია და ჩემი ორდერები დახურული მხვდება, და ნიუსები გამოსვლას ვერ ასწრებს.

მარაგში არის ტექნიკური ანალიზის გამოყენების შესაძლებლობა ორდერის გახსნისას, რომელსაც ახლა საერთოდ არ ვიყენებ.

მარაგში არის მე-5-ე პუნქტი, რომელიც ჯერ არ დამიმუშავებია და შემიმოწმებია:
დავუშვათ გახსნილი მაქვს შორთი ანუ ბარს არ ჰქონდა ქვედა ჩრდილი, მაგრამ დღის განმავლობაში არც გაიკეთა ეს ჩრდილი, თან არც ჩემი ორდერი გამოაგდო სტოპმა, მაშინ შესაძლებელია შემდეგი დღის ბარის დალოდებაც თუ ფასი ისევ არ გაიკეთებს ქვედა ჩრდილს. ოღონდ ეს ჯერ თავში მაქვს იდეის დონეზე და დასამუშავებელია.

სულ ეს არის. თქვენც გატესტეთ, იქნება რამე გამოგვივიდესsmile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- kiko   კიკოლას პროგნოზები   Aug 10 2009, 20:47
- - kiko   იმდენს წერდნენ გარ...   Aug 21 2009, 18:00
- - kiko   ერთი სტრატეგია მინ...   Oct 3 2009, 20:29
- - Trader_One   ბევრი კითხვები იბა...   Oct 4 2009, 00:54
- - kiko   საქმე იმაშია, რომ უ...   Oct 4 2009, 17:33
- - Trader_One   წუხელ გავხსენი დემ...   Oct 7 2009, 09:50
- - kiko   მეც სამ წყვილზე გა...   Oct 7 2009, 12:46
- - Trader_One   25-30 პიპსი თუ დააყენე...   Oct 7 2009, 16:56
- - kiko   ეგეთი ორი წყვილი ი...   Oct 7 2009, 17:22
- - Trader_One   NZD/USD ჩემს ტერმინალშ...   Oct 7 2009, 18:11
- - kiko   0.7341-ზე არ გავხსენი, 073...   Oct 7 2009, 22:16
- - Trader_One   ვა, ე.ი. არასწორად გ...   Oct 8 2009, 02:58
- - chkhikvadze   ვა აქ რა კაი პონტია....   Oct 8 2009, 09:46
- - kiko   chkhikvadze წუხელ გვია...   Oct 8 2009, 13:12
|- - zango   ციტატა(kiko @ Oct 8 2009, 14...   Jun 12 2015, 11:59
- - kiko   წინა პოსტიდან ნახე...   Oct 8 2009, 15:19
- - spacesoul   საინტერესოა ნამდვ...   Apr 6 2013, 21:08
- - Forex king   გამარჯობა მეგობრე...   May 14 2017, 13:59


Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 11:41
(C) 2009 MyForex.GE ბლოგი myforex.ge