IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


kiko
დაპოსტვის თარიღი: Oct 8 2009, 15:19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18


წინა პოსტიდან ნახევარ საათში მესამემაც აიღო თავისი პროფიტი.
სამივე წყვილმა ჯამში შეადგინა +75 პიპსი
  განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #209 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 216,606

kiko
დაპოსტვის თარიღი: Oct 8 2009, 13:12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18


chkhikvadze smile.gif smile.gif smile.gif



წუხელ გვიან დავიწყე შემოწმება, ოთხი საათი იყო უკვე, და სხვა წყვილებს უკვე ჰქონდა ორივე ჩრდილი,
ამიტო მხოლოდ ამ სამ წყვილზე მოვახერხე პოზიციების გახსნა EUR/GPB, GPB/CHF, GPB/JPY

ამ მომენტისთვის EUR/GPB და GPB/JPY უკვე დახურულია ჯამურ პროფიტით 47 პიპსი
GPB/CHF ჯერ არ დახურულა, მაგრამ აპირებს, საღამოს დავწერ შედეგს
  განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #208 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 216,606

kiko
დაპოსტვის თარიღი: Oct 7 2009, 22:16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18


0.7341-ზე არ გავხსენი, 07363-ზე გავხსენი.
ეტყობა სეტაფები არასწორად გაიგე:

ციტატა(kiko @ Oct 3 2009, 21:29) *
ა) თუ ფასი არ არის ასული ზემოთ გახსნის ფასს მიმატებული 0.5*avg -ზე მეტად, ვხსნი "შორთ" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს მინუს 25-30 პიპსი.

და
ციტატა(kiko @ Oct 3 2009, 21:29) *
ა) თუ ფასი არ არის ჩამოსული ქვემოთ გახსნის ფასს მინუს 0.5*avg -ზე მეტად, ვხსნი "ლონგს" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს პლუს 25-30 პიპსი.


დღის ბარის გახსნის ფასზე კიარ უნდა გახსნა პოზიცია,
ბარის გახსნის ფასიდან 0.5*avg-ს დაშორებით
  განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #205 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 216,606

kiko
დაპოსტვის თარიღი: Oct 7 2009, 17:22


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18


ეგეთი ორი წყვილი იყო "შორტი" NZD/USD-ზე და "ლონგი" GPB/JPY-ზე
პირველმა მოიგო 42 პიპსი, მერემ მოიგო 31 პიპსი
სამწუხაროდ მესამე წყვილმა წააგო 56 პიპსი მაგრამ ჯამში მაინც პლიუს 17 პიპსი გამოვიდა.
  განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #203 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 216,606

kiko
დაპოსტვის თარიღი: Oct 7 2009, 12:46


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18


მეც სამ წყვილზე გავხსენი, (ალბათ ერთიდაიგივე წყვილებზე ვლაპარაკობთ) ჩემთან ორი დაიხურა ერთი დარჩა,
მაგრამ ჯამში პატარა პლიუში არის სამივე.

დასახვეწი არის მაგრამ ფაქტი ის არის რომ იგებს და დახვეწის შემთხვევაში შეიძლება კარგი რამეც გამოვიდეს.
  განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #201 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 216,606

kiko
დაპოსტვის თარიღი: Oct 4 2009, 17:33


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18


საქმე იმაშია, რომ უფრო ნაკლები სტოპი არ ვარგა დღის განმავლობაში სანამ ფასი გახსნისკენ მობრუნდება, ხშირად გამოაგდებს პოზიციას.

მართალია მოგებაზე მეტი სტოპლოსია მაგრამ, ფაქტი ის არის რომ უმრავლეს შემთხვევაში მოგება ფიქსირდება.

გარდა ამისა, პროფიტი რომ 2:1-თან უნდა იყოს სტოპლოსთან ეს ზოგადი მოსაზრებაა,და ბევრი სტრატეგიაა სადაც "სტოპი" მეტია "თეიქ პროფიტზე", განსაკუთრებით "ინტრადეი" ვაჭრობის სტრატეგიებში.

ეს სტრატეგიაც მართალია დეილი ჩარტს ვუყურებთ, მაგრამ, სინამდვილეში ინტრადეი ვაჭრობაა. პოზიცია საშუალოდ რამდენიმე საათია გახსნილი და არა რამდენიმე დღე, ასე რომ "სტოპი" რომ მეტია "თეიქ პროფიტზე", ძაან ტრაგედია არ არსის.

პლიუს, როგორც დავწერე რამდენიმე ორდერიდან ურთიერთ შემხვედრი პოზიციები გამოდის გახსნილი (კორელაციურ წყვილებში) და ერთი წყვილი თუ სტოპისკენ მიდის მეორე წყვილი "თეიქ პროფიტისკენ" მიდის ამ დროს. ეს კიდევ აპატარავებს ე.წ. "პრასადკას"
  განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #194 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 216,606

kiko
დაპოსტვის თარიღი: Oct 3 2009, 20:29


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18


ერთი სტრატეგია მინდა გაგიზიაროთ.
სტრატეგია მთლიანად მე მომივიდა თავში, და არც მანამდე და არც შემდეგ არსად არ შემხვედრია.
დაახლოებით ერთი თვე ვამოწმებ. ჯერ მინუსიანი ან ნოლიანი დღე არ მქონია.
ვამოწმებ დემოზე. რადგან ალბათ ნიუანსები დასახვეწია.

თუ ვინმეს დააინტერესებს და გამოიყენებს შედეგები და მოსაზრებები მეც გამიზიარეთ, ისევე როგორც მე თქვენ.
მეც წამადგება და თქვენც.

არავითარი ინდიკატორები არავითარი წინააღმდეგობის ხაზები და არავითარი ტრენდის მიმართულებით ვაჭრობა.
ყველაფერი დამყარებულია სრულიად მექანიკურ ვაჭრობაზე.

ვმუშაობ მხოლოდ დღის ტაიმფრეიმებზე, და დარწმუნებული ვარ სხვა ტაიმფრეიმები წამგებიანი იქნება.

მაშ ასე:
ვიჯექი და მომივიდა ასეთი აზრი, იაპონური სანთლების ბარების აბსოლუტურ უმრავლესობას დეილი გრაფიკებზე აქვს ზემოთ და ქვემოთ ჩრდილები.
ანუ, აბსოლუტურ უმრავლესობა შემთხვევაში ფასი ერთი დღის პირობებში, ადის გახსნის ფასზე მაღლა და ჩამოდის გახსნის ფასზე დაბლა.

გამომდინარე, თუ აღმოვაჩენ დღის ბარს რომელშიც ფასს გახსნის შემდეგ, გახსნიდან მხოლოდ ცალ მხარეს უმოძრავია უმრავლესობა სტატისტიკიდან გამომდინარე, ვუშვებ, რომ ფასი უნდა მობრუნდეს და გაიაროს გახსნის წერტილი.

მაგალითად, ვიპოვე წყვილი, რომელშიც დღის გახსნის შემდეგ ფასი მიდის ზემოთ, და არცერთი პოინტი ქვედა ჩრდილი არ აქვს, ვამბობ რომ 90% და მეტი ვარიანტით ფასი მობრუნდება და გაიკეთებს ქვედა ჩრდილს, და პიიქით, თუ ვიპოვე წყვილი, რომელშიც დღის გახსნის შემდეგ ფასი მიდის სულ ქვემოთ, და ზედა ჩრდილი საერთოდ არ აქვს, ვამბობ რომ 90% და მეტი ვარიანტით ფასი მობრუნდება და გაიკეთებს ზედა ჩრდილს.

ასეთი ბარების აღმოჩენა ადვილი არ არის, მაგრამ, ბევრი დაკვირვების შემდეგ, აღმოვაჩინე რომ გახსნიდან 2-2.5-3 საათის შემდეგ ასეთი ბარები არსებობს ბევრ წყვილზე. და თუ არ გავღორდებით და დავყაბულდებით თითო ასეტი წყვილიდან დღეში 25-30 პიპსს, მაშინ შეიძლება მუშაობა.


ვმუშაობ ასე.ღამის სამი საათის ფარგლებში ჩამოვუვლი ყველა წყვილს, რომლის სპრედიც ნაკლებია 10-ზე.
რომელ წყვილშიც ვიპოვი ბარს გახსნიც ფასის მიმართ ჩრდილის გარეშე, ყოველგვარი დამატებითი ანალიზის გარეშე შევდივარ ვაჭრობაში, შემდეგი პრინციპით:

avg = არის ბოლო ხუთი დღის ბარების სშუალო სიმაღლე. (ხუთი ბოლო ბარის სიმაღლეების ჯამი გაყოფილი ხუთზე)
1. თუ avg ნაკლებია 50 პიპსზე არცერთი ქვემოთა სეტაპით არ ვვაჭრობთ!

2. შორთი:
თუ ბარს არ აქვს ქვედა ჩრდილი:
  • ა) თუ ფასი არ არის ასული ზემოთ გახსნის ფასს მიმატებული 0.5*avg -ზე მეტად, ვხსნი "შორთ" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს მინუს 25-30 პიპსი.
  • ბ) თუ ფასი ასულია ზემოთ გახსნის ფასს მიმატებული (0.5 დან 0.8-მდე)*avg -ზე მეტად, ვხსნი "შორთ" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს მიმატებული სპრედი.
  • ც) თუ ფასი ასულია გახსნის ფასს მიმატებული 0.8*avg -ზე ზემოთ ან რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ სეტაფში ფასი მეტია წინა დღის მაქსიმუმზე, არ ვვაჭრობ!

სტოპს ვაყენებ წინა დრის მაქსიმუმს პლუს 2-5 პიპსი;



3. ლონგი:
თუ ბარს არ აქვს ზედა ჩრდილი:
  • ა) თუ ფასი არ არის ჩამოსული ქვემოთ გახსნის ფასს მინუს 0.5*avg -ზე მეტად, ვხსნი "ლონგს" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს პლუს 25-30 პიპსი.
  • ბ) თუ ფასი ჩამოსულია ქვემოთ გახსნის ფასს მინუს (0.5 დან 0.8-მდე)*avg -ზე მეტად, ვხსნი "ლონგს" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს მინუს სპრედი.
  • ც) თუ ფასი ჩამოსულია გახსნის ფასს მინუს 0.8*avg -ზე ქვემოთ ან რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ სეტაფში ფასი ნაკლებია წინა დღის მინიმუმზე, არ ვვაჭრობ!

სტოპს ვაყენებ წინა დრის მინიმუმს მინუს 2-5 პიპსი;



4. ლოტის ზომა თითოეული ორდერისთვის 0.5% (ცოტა არ მოგეჩვენოთ, რადგან ჯამში რამდენიმე ორდერის ერთად გახსნა ხდება)
5. დაუხურავ ორდერებს დღის ბოლოს ყველა ვარიანტში ვხურავ.
6. ჩრდილის არ არსებობაში მიახლოებები არ დაიშვება. ვგულისხმობ იმას რომ თუნდაც ერთ პოინტიანი ჩრდილი, უკვე ჩრდილია და ასეთი ბარი ჩვენს სეტაპებს არ გამოადგება.


ორდერების გახსნის შემდეგ, ვიძინებ, რადგან ჩემი ხასიათი ვიცი და თუ არ გავაფუჭებ, ჩემს ორდერებს გაკეთებით კარგს არაფერს არ გავუკეთებ.

პირველი შთაბეჭდილებები:

როგორც აღვნიშნე მინუსიანი დღე არ მქონია. თუმცა, იმასაც ვაღიარებ რომ 3-4 დღეს საერთოდ ვერ შევედი ვაჭრობაში. დანარჩენ დღეებში 4-დან 8 -მდე ორდერები მოინახა. ყველაზე მეტი მოგება დამხვედრია 6 ორდერიდან ყველამ 25 დან 30-მდე პიპსი მოიგო, და დახურული დამხვდა, მეშვიდე მეთვითონ დავხურე +19 პიპსით.
მინიმალური მოგება დამხვდა ჯამური თორმეტი პიპსი, არცერთი ორდერი თავისით არ დახურულა და დღის თორმეტი საათი ხდებოდა. ბევრი ნიუსები იყო იმ დღეს და ჩემს სტრატეგიას ვუღალატე (რაც არ უნდა გამეკეთებინა) და ყველა ხელით დავხურე, ჯამში +12 პიპსით. დღის ბოლოს რომ შევამოწმე ყველა თავის თანხას მოიგებდა ხელით რომ არ დამეხურა.

პლიუსები აქვს ის, რომ რადგან სუფთად მექანიკურად ხდება ორდერის გახსნა რამდენიმე წყვილზე, ჯამური ორდერი მეტნაკლებად შემხვედრად კორელაციური ორდერების ჯამი გამოდის ამიტომ, კრუპნად დარხევის ვარიანტი მცირეა.

ნაკლებად მოქმედებს ნიუსები და გარე ფაქტორები. რატომ? დილისთვის საქმე უმეტესად მოთავებულია და ჩემი ორდერები დახურული მხვდება, და ნიუსები გამოსვლას ვერ ასწრებს.

მარაგში არის ტექნიკური ანალიზის გამოყენების შესაძლებლობა ორდერის გახსნისას, რომელსაც ახლა საერთოდ არ ვიყენებ.

მარაგში არის მე-5-ე პუნქტი, რომელიც ჯერ არ დამიმუშავებია და შემიმოწმებია:
დავუშვათ გახსნილი მაქვს შორთი ანუ ბარს არ ჰქონდა ქვედა ჩრდილი, მაგრამ დღის განმავლობაში არც გაიკეთა ეს ჩრდილი, თან არც ჩემი ორდერი გამოაგდო სტოპმა, მაშინ შესაძლებელია შემდეგი დღის ბარის დალოდებაც თუ ფასი ისევ არ გაიკეთებს ქვედა ჩრდილს. ოღონდ ეს ჯერ თავში მაქვს იდეის დონეზე და დასამუშავებელია.

სულ ეს არის. თქვენც გატესტეთ, იქნება რამე გამოგვივიდესsmile.gif
  განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #185 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 216,606

kiko
დაპოსტვის თარიღი: Sep 11 2009, 11:41


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18


არ გამიკვირდება დღეს თუ 1.44 დაფიქსირდება. ისრით მაქვს ნახაზზე ნაჩვენები

1. კვირის და თვის პივოტები ძალიან ქვემოთ დარჩა
2 ორი უზრუნველყოფის ხაზი (ლურჯები. დიდ ტაიმფრეიმებზე უკეთ ჩანს) ძალიან ქვემოთ დარჩა
3 დღეს პარასკევია


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი
 
  განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #147 · გამოხმაურება: 105 · ნახვა: 12,786,150

kiko
დაპოსტვის თარიღი: Aug 21 2009, 18:00


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18


იმდენს წერდნენ გარისკვაზე დოლართან დაკავშირებით (ამერიკაში სახლების გაყიდვის რაოდენობის ნიუსის წინ), რომ ცოტა მეც გავრისკე და გამიმართლა კარგი მოძრაობა დავიჭირე სტერლინგ/უსდ-ზე და უსდ/ფრანკზე.
  განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #94 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 216,606

kiko
დაპოსტვის თარიღი: Aug 10 2009, 20:47


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18


ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებებს განვათავსებ აქ.



ახლა თბილისის დროით 21.50 GPB/USD aris 1.6437 მიდის ქვემოთ,
ჩემი ანალიზით, ახლა მობრუნდება დაახლოებით 1.6700-თან.

მაგრამ სარისკოა და არ შევალ smile.gif აი თუ მერე ისევ 16500-თან ჩამოვიდა შორთით შევალ, თან ვფიქრობ დიდი ხნით
  განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #67 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 216,606

kiko
დაპოსტვის თარიღი: Aug 6 2009, 11:25


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18


ციტატა(atlantus @ Aug 6 2009, 11:05) *
რაც შეხება დღევანდელ დღეს ტექნიკური ანაილიზების მოყვარული ტრეიდერებს ბევრი არჩევანი არ აქვთ მთელი მსოფლიო მოლოდინშია ევროპი და ინგლისის ბანკების პროცენტის დადგენას შესაბამისად დიდი ბრუნვა ვალიუტის არ იქნება მაგ მომენტამდე.


დღეს ვაჭრობა არ ღირს ან მაგარი ფრთხილად უნდა ვივაჭროთ,
ბევრი თვლის რომ დღევანდელი ნიუსის ფონზე ფუნტი უნდა წავიდეს კიდევ უფრო ზემოთ.
მაგრამ ბევრი ნიუსის შინაარსი ხშირად პროგნოზირებადია ამიტომ ბაზარი წინასწარ აკეთებს ამ პროგნოზით მუვინგს.
დრევამდელი ნიუსზე ბევრი თვლის რომ მის შედეგს (ფუნტის ზრდა) ბაზარი ელოდებოდა წინასწარ ამიტომ ზრდაც წინასწარ მოხდა ამ შედეგის მოლოდინში,
ამიტომ ფრთხილად უნდა ვაჭრობა: შეიძლება ნიუსმა თავიდან გამოიწვიოს ფუნტის ცოტათი გაზრდა, მაგრამ
ბაზარმა უცებ აღმოაჩინოს რომ ზრდა უკვე იყო წინა დღეებში, და დღევანდელი ზრდა უკვე მეტისმეტია და მოხდეს მკვეთრი ვარდნა ქვემოთ, თან გაითვალისწინეთ, ფუნტი მიბჯენილია რეზისტანტ ხაზზე და საკმაოდ ძლიერ რესისტანტზე.

  განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #56 · გამოხმაურება: 105 · ნახვა: 12,786,150

kiko
დაპოსტვის თარიღი: Jul 31 2009, 16:46


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18


ციტატა(normer @ Jul 31 2009, 05:19 PM) *
აბა როგორ ვაჭრობ ზეპირად smile.gif ?


ზეპირად რას ქვია, გაკვეთილი ხომ არ არის. laugh.gif
სხვა პარების მოძრაობით, გრაფიკით, ინტუიციით, რავი რა გითხრა.
მაგ პარაზე რამდენი ინდიკატორით ვივაჭრე იმდენი მამთხარა. მაგრად სწრაფად დახტის და ინდიკატორებიც ძნელი შესარჩევია
  განყოფილება: ინდიკატორები · პოსტი: #22 · გამოხმაურება: 6 · ნახვა: 38,927

kiko
დაპოსტვის თარიღი: Jul 31 2009, 16:08


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18


წყვილს გააჩნია, gpb/jpy-ზე ინდიკატორს საეთოდ არ ვიყენებ wink.gif , ევრო/დოლარზე ოთხი ინდიკატორი მიზის, და ზოგჯერ ექვსიც.

ლაგუერე გამიგია მაგრამ არ გამომიყენებია.
  განყოფილება: ინდიკატორები · პოსტი: #19 · გამოხმაურება: 6 · ნახვა: 38,927


New Posts  ახალი გამოხმაურებები
No New Posts  ახალი გამოხმაურებები არ არის
Hot topic  აქტიური თემა (ახალი პოსტები)
No new  აქტიური თემა (ახალი პოსტები არ არის)
Poll  გამოკითხვა (ახალი)
No new votes  გამოკითხვა (ძველი)
Closed  დახურული თემა
Moved  გადატანილი თემა
 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 17:39
(C) 2009 MyForex.GE ბლოგი myforex.ge