თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

my forex _ მთავარი _ საქართველო და ფორექსი

პოსტის ავტორი: myforexge Aug 22 2009, 00:55

ნამდვილად საინტერესოა, რამდენი ადამიანი მუშაობს ფორექსზე საქართველოდან.

პოსტის ავტორი: atlantus Aug 24 2009, 09:04

რუსეთის 75% ?
ამ ციფრმა გამაკვირვა თუ უცხო ქვეყნის საბროკეროსთან ხსნით არ ჯობია ისეთში გახსნათ სადაც მკაცრი კონტროლია მსგავს ბიზნესზე?!

პოსტის ავტორი: myforexge Aug 24 2009, 14:44

მიზეზი ის არის რომ რუსების ბროკერებს დაბალი მინიმალური თანხები აქვთ მუშაობის დასაწყებად,
უფრო მეტი აგრესიული და ზოგჯერ უსინდისო რეკლამა.

და გარდა მაგისა ენობრივი ბარიერი შედარებით ნაკლებია, ჯერჯერობით მაინც, უფრო ბევრმა იცის რუსული.

პოსტის ავტორი: Gigoli Aug 24 2009, 22:54

გამარჯობათ!

საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის, მაგრამ ვინც იცის ისინიც მაინცდამაინც დიდ ინტერესს ვერ იჩენენ ამ სფეროს მიმართ.

პოსტის ავტორი: nanka Aug 30 2009, 22:19

სალამი, მიხარია რომ ფორექსის შესახებ ინტერესს იჩენთ.
მაინტერესებს თუ იცნობთ ვებგვერდს http://www.vef.ge/.
გმადლობთ

პოსტის ავტორი: Gigoli Aug 31 2009, 09:32

ციტატა(nanka @ Aug 30 2009, 22:19) *
სალამი, მიხარია რომ ფორექსის შესახებ ინტერესს იჩენთ.
მაინტერესებს თუ იცნობთ ვებგვერდს http://www.vef.ge/.
გმადლობთ

მე პირადად ვიცნობ მაგ ვებგვერდს, მაგრამ შენ ალბათ სულ სხვა რამის თქმა გინდა.

პოსტის ავტორი: instaforex Sep 19 2009, 02:02

მოგესალმებით ძალიან გამეხარდა ამ საიტის შექმნა,ჩემთვის ძალიან სასიხარულოა,რომ ქართულ ენაზე იქნება საიტი სადაც შესაძლებელი იქნება ადამიანი გაეცნოს ფორექსის სიკეთეს.ვაჭრობის მეთოდებსა და ტექნოლოგიებს.იმედი მაქვს რომ ეს საიტი არ გადაიქცევა სხვადასხვა საბროკეროების მიერ კლიენტებზე სანადირო პოლიგონად.

პოსტის ავტორი: იცოდეთ Oct 3 2009, 20:25

მოგესამებით ყველას ვინც დაინტერესებულია ფორექსით, ყველამ იცი ის რო რამდენადაც ადვილი ჩანს დემო ანგარიშია იმდენად ძნელია რეალურზე ანგარიშზე ვაჭრობა, ყველას გთხოვთ და იმას ვინც ჯერ არ იცის თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული ეს საქმიანობ. ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ.

საბირჟო საქმიანობის განვითარების ასოციაცია 2004 წლიდან არის დაარსებული , ასოციაციის მისიაა საქართველოში, საბირჟო საქმიანობის განვითარება, მოსახლეობისათვის გამოცდილების გაზიარება, გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო კურსის მიხედვით კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო სავალუტო და საფონდო ბაზარზე (საბროკერო და ტრეიდერული საქმიანობის სწავლება), ასევე სპეციალური პროგრამების, პროექტების, აქციების, კვლევებისა და პუბლიკაციების მეშვეობით საბირჟო საქმიანობისადმი ინტერესის გაღვივება, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ე.წ. სავალუტო დილინგის განვითარება.

დაინტერესბულ პირებს შეუძლიათ დაგვეკონთაკტონ და მიიღოთ ყველანაირი ინფორმაცია ბირჟებთან დაკავშირებით: www.forex.org.ge მეილი: info@forex.org.ge

პოსტის ავტორი: algo Apr 29 2011, 01:10

კარგია და აუცილებელი რომ არსებობს myforex.ge.
საინტერესოა რამდენ FOREX ბროკერს აქვს ოფისის ფილიალი საქართველოში. თუ ვინმემ იცით დადეთ მათი მისამართები.
წინასწარ გმადლობთ.

პოსტის ავტორი: myforexge May 6 2011, 16:19

ოფისი მგონი არცერთს არ აქვს. უფრო, კერძო პირები ჩალიჩობენ რეფერალებზე და მსგავს რაღაცეებზე

პოსტის ავტორი: londevan Aug 12 2011, 13:54

ციტატა(Gigoli @ Aug 24 2009, 23:54) *
გამარჯობათ!

საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის, მაგრამ ვინც იცის ისინიც მაინცდამაინც დიდ ინტერესს ვერ იჩენენ ამ სფეროს მიმართ.


არ დაგეთანხმებით. მე მაგალითად დიდი ხანია ვვაჭრობ ფორექსის ბირჟაზე და ეს საქმიანობა მაქვს მთელი ჩემი ცხოვრების აზრად ქცეული. უამრავი ბიზნეს-გეგმები მაქვს ამ სფერო დაწყებული ბიზნეს ინვესტორების მოძიებით და დამთავრებული ბროკერული კომპანიის შექმნით. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: londevan Aug 12 2011, 13:58

ციტატა(algo @ Apr 29 2011, 02:10) *
კარგია და აუცილებელი რომ არსებობს myforex.ge.
საინტერესოა რამდენ FOREX ბროკერს აქვს ოფისის ფილიალი საქართველოში. თუ ვინმემ იცით დადეთ მათი მისამართები.
წინასწარ გმადლობთ.

სამწუხაროდ ოფისი არც ერთ ბროკერს არა აქვს გახსნილი ( რასაც ოფისი ჰქვია). instaforex-ის ოფისს ვეძებდი თბილიში. მთელი დღე დავკარგე და ჯამში ვერ მივაგენი. როგორც აღმოჩნდა არარსებულ მისამართზეა დარეგისტრირებული.

იმედი მაქვს საქართველო მალე შეაბიჯებს ამ სფერო უფრო მაშტაბურად.

პოსტის ავტორი: markozi Apr 8 2013, 21:54

ციტატა(londevan @ Aug 12 2011, 14:58) *
სამწუხაროდ ოფისი არც ერთ ბროკერს არა აქვს გახსნილი ( რასაც ოფისი ჰქვია). instaforex-ის ოფისს ვეძებდი თბილიში. მთელი დღე დავკარგე და ჯამში ვერ მივაგენი. როგორც აღმოჩნდა არარსებულ მისამართზეა დარეგისტრირებული.

იმედი მაქვს საქართველო მალე შეაბიჯებს ამ სფერო უფრო მაშტაბურად.

ოფისი რად გინდათ, ოფისი რა გარანტიაა.
რაღა თქმა უნდა არა.
მთავარი ორდერების თავის დროზე შემსრულებელი იყოს და თუ გინდა ოფისი ბრიტანეთში ქონდეს.
თუ ვინმე კლიენტების გადაგდებას მოისურვებს ეგრევე გავრცელდება ხმა და ფაფუუუუუუუუუუუუუ!
ეგე კვიპროსს ბოდიში და მაგრად დაედოთ და რა მოხდა ვითომ ოფშორული ზონა არისო და დაატერორეს ხალხი.
მერწმუნეთ რაც ხალხს აახიეს იმაზე მეტი დაკარგეს.
ჩაძირეს პატარა სახელმწიფო დრო დაჭირდება რეპუტაციის აღდგენას!!!

პოსტის ავტორი: princelala Mar 18 2016, 15:56

როგორც ჩანს, არაფერი ხდება აქ ! blink.gif

პოსტის ავტორი: eduardo Jun 15 2016, 14:14

დიახ, ვეთანხმები, ამ განყოფილებაში გამოიყურება მკვდარი !

პოსტის ავტორი: mzk23 Aug 19 2016, 13:24

ოფისი მგონი არცერთს არ აქვს.

პოსტის ავტორი: lucix Sep 30 2016, 12:10

ძან აუთვისებელი და განუვითარებელია ჯერჯერობით საქრთველოში ეს ამბები
თუმცა იმდენად საინტერესო არის ფორექსი რომ მოვა დრო გვექნება წინსვლები..

--------------------
https://www.kredito.ge

პოსტის ავტორი: Lash3x Nov 5 2016, 18:52

ჩემს გარშემო ბევრი ადამიანი მუშაობს ფორექსზე

პოსტის ავტორი: KarlMoore Apr 3 2017, 18:17

როცა თქვენს ცხოვრებაში დგება მძიმე პერიოდი, თქვენს დახმარებას ყოველთვის შეძლებს არც თუ ისე დიდი კრედიტი https://sesxebi365.com/company/credium- ისგან. საუკეთესო საკრედიტო კომპანიები, მოსახერხებელი ინტერფეისი, და ონლაინ კრედიტის გაფორმების უბრალოება!

პოსტის ავტორი: Forex king May 14 2017, 13:52

გამარჯობა მეგობრებო! დიდი ხანია არ ვყოფილვარ აქ , რაც დრო გადის მით უფრო აქტუალური ხდება forex საქართველოში და ამ თემაში რაც კარგია. მოკლედ მინდა ერთერთი საბროკერო კომპანიის ლინკი დავდო სადაც ვვაჯრობ დღემდე და ჩემი გამოცდილებით დანამდვილებით გეტყვით რომ ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა. რაც შეეხება პირობებს : მინიმალური თანხით შეგიძლია ვაჭრობა, ჩარიცხული თანხის 50% გიმატებს დეპოზიტზე, დაბალი სპრედი , თანხის განაღდება უპრობლემოდ და სწრაფად, და ბოლოს ყველაზე მთავარი სანდოობა!. აქვე დავდებ ლინკს https://www.exness.com/a/ttp7gtp7 ვისაც სურვილი გექნებათ დარეგისტრირდით და თავად შეაფასეთ. წარმატებულ ვაჭრობას გისურვებთ ყველას!. თანხა გამოგაქვთ უსწრაფესად არ ითხოვს ნოტარიუსის და ქვითრების დამოწმებას.
* * *
დარეგისტრირდით აქ. https://www.exness.com/a/ttp7gtp7

პოსტის ავტორი: Sagittarius 23 Jul 17 2017, 23:52

Sagittarius 23

ახლახანს გამიჩნდა ინტერესი ფორექსის მიმართ. ერთ-ერთი საბროკერო კომპანიის შეთავაზებას დავთანხმდი და ჯერ ორი ლექცია მოვისმინე. დავიწყე ასევე ინტერნეტში მასალების მოძიება. შეკიტხვა მაქვს უკვე გამოცდილებთან: რა საწყისი კაპიტალით შეიძლება დაიწყო? ეს კომპანია ითხოვს 2000 დოლარის განთავსებას ჩემს ანგარიშზე.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)