დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: წყვილის არჩევა
my forex > ფორექსი > სავალუტო წყვილები
normer
რის მიხედვით ავარჩიო წყვილი სამუშაოდ.
რასაც მე ვაკვირდები, ძირითადი მუვინგები ერთმანეთს ემთხვევა დიდი მიახლოებით.

თუ ვალუტების ერთი ჯგუფი ძლიერდება, მეორე ჯგუფი სუსტდება, თანაც გაძლიერებული ჯგუფიდან თითქმის ყველა ერთი ზომით მიდის ზემოთ და დასუსტებული ვალუტებიდან ყველა თითქმის ერთი ზომით მიდის ქვემოთ.

ეს თანხვედრა სულ ერთნაირია და იშვიათად ხდება ამოვარდნა ამ კანონზომიერებიდან.

რის მიხედვით ირჩევთ ამ ერთნაირად მოძრავი წყვილებიდან ერთერთს სამუშაოდ.
Trader_One
ციტატა(normer @ Oct 3 2009, 23:54) *
რის მიხედვით ავარჩიო წყვილი სამუშაოდ.
რასაც მე ვაკვირდები, ძირითადი მუვინგები ერთმანეთს ემთხვევა დიდი მიახლოებით.

თუ ვალუტების ერთი ჯგუფი ძლიერდება, მეორე ჯგუფი სუსტდება, თანაც გაძლიერებული ჯგუფიდან თითქმის ყველა ერთი ზომით მიდის ზემოთ და დასუსტებული ვალუტებიდან ყველა თითქმის ერთი ზომით მიდის ქვემოთ.

ეს თანხვედრა სულ ერთნაირია და იშვიათად ხდება ამოვარდნა ამ კანონზომიერებიდან.

რის მიხედვით ირჩევთ ამ ერთნაირად მოძრავი წყვილებიდან ერთერთს სამუშაოდ.


რაც შენ გიწერია მართალია დაბალ ტაიმფრეიმებზე, წყვილების არჩევა და მათ შორის განსხვავება განსაკუთრებით აქტუალურია მაღალ ტაიმფრეიმებზე ვაჭრობისას.
თუმცა არც დაბალზე არ არის მუვინგები ისე ერთნაირი როგორც შენ გიწერია, მაგრამ უფრო დიდ დროით ინტერვალებზე მნიშვნელოვანი სხვაობებია წყვილების საქციელში. ქვეყნების ეკონომიკური ინსტიტუტების ჩარევა დღეების და კვირების ტაიმფრეიმებზე მკაფიოდ იჩენს თავს და წყვილებიც სხვადასხვანაირად იწყებენ მოძრაობას.

წყვილის არჩევისას მთავარია როგორი სტრატეგია გაქვს არჩეული, ასევე რამხელა დეპოზიტი გაქვს.
მერე კიდევ, სულ არ არის აუცილებელი მხოლოდ ერთი წყვილი გქონდეს არჩეული. ზოგჯერ ერთდროულად შეიძლება რამდენიმე წყვილზეც გქონდეს გახსნილი პოზიცია.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.