შუაღამე მშვიდობისა ბატონებო.
ოცნება, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის სულის თვისება,
სხვა გვარად შეიძლება ვუწოდოთ ფანტაზიის უნარი, ან კიდევ გავაიგივეოდ
და ვთქვათ, რომ ეს არის გონების წარმოდგენის შესაძლებლობა.
სულის ეს თვისება ადამიანს ძალზედ ამშვენებს და შესაძლებლობას აძლევს
გონებაში დაინახოს გაალამაზოს და შემდეგ რეალობად აქციოს.
ჩვენ საქმიანობაში სულის ეს თვისება თუ არ აკონტროლე და წარმოდგენა,
რეალობისაგან არ განარჩიე შედეგების მიხედვით, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს
და ფაფუუუუუუუუუ! მუშაობის დროს, როდესაც შედეგებს აჯამებ და გადახედავ საქმიანობის ისტორიას, იქვე
ქვეცნობიერად მოიპარება წარმოდგენის ნიჭი და გონებას აძლევს სურათს თუ რა შედეგი იქნებოდა
იმ შემთხვევაში, როდესაც კაპიტალის მართვაზე გათვლილი მოცულობის მაგივრად გაზრდილი მოცულობის ორდერით
შესულიყავი ბაზარში. აქ თუ დროზე არ გამოფხიზლდი და არ გაიხსენე მუშაობის ძირითადი პრინციპები
კერძოთ კაპიტალის მართვის პრინციპი, ის რომ ორდერის მოცულობა იცვლებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც დეპოზიტი შესაბამის მოცულობას აღწევს.
გაგვაქანებს ჩამოცლისაკენ
პრაქტიკულად ასე ისახება: დაუშვათ გვაქვს დეპოზიტზე 5000 და ამ თანხიდან 0.08 მოცულობით შევდივართ ბაზარზე აქ მართვის სხვადასხვა ფორმის არჩევა შეიძლება
"ფიქსირებული" ან
"პროპორციული"1) მომუშავე ორდერის მოცულობას ვამატებთ მხოლოდ მაშინ როდესაც მოხდება დეპოზიტის 100% ზრდა და ამ შემთხვევაში ვზრდით "მუშა" ორდერის მოცულობას და
შესაბამისად იგი იქნება 0.16 ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში არ ვცვლით მოცულობას.
2) სიტუაცია იგივეა მაგრამ მუშა ორდერის მოცულობას პროორციოლად ვზრდით. დაუშვათ გამოვიმუშავეთ საწყისი კაპიტალიდან 2000 და საერთო ჯამში გვაქვს 7000
ამ შემთხვევაში "მუშა" ორდერის მოცულობა იქნება 0.11
კაპიტალის მართვა დაფუძნებულია რისკების გათვლაზე და არ უნდა დაუშვათ აცერთ შემთხვევაში ამ წესის უგულებელყოფა!!!!!