სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

სავაჭრო სტრატეგია

avatar

ავტორი Jul 23, 2009 კატეგორია ჩემი ტრეიდინგი.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

 

Forex_key

სავაჭრო სტრატეგია არის ჩამოყალიბებული ქცევების ნაკრები, რომელსაც ტრეიდერი აყალიბებს თავისი ან ზოგადი გამოცდილებიდან გამომდინარე. ეს არის წესები, რომელზეც ტრეიდერი თანხმდება საკუთარ თავთან სანამ ვაჭრობას დაიწყებს. ეს ნიშნავს, რომ ტრეიდერი წინასწარ განსაზღვრავს
თავისი ქცევის პირობებს და წინასწარ აყალიბებს, როგორც მინიმუმ, შემდეგ პუნქტებს:

  • რა შემთხვევაში შევა და რა მიმართულებით ჩაერთვება ვაჭრობაში;
  • დეპოზიტიდან გამომდინარე, რა შემთხვევაში, რა თანხით გახსნის ამათუიმ მიმართულებით გარიგებას (ე.წ. თანხების მენეჯმენტი);
  • რამდენის წაგებას გეგმავს გახსნილი გარიგებიდან, მოვლენების ცუდად განვითარების შემთხვევაში (ე.წ. რისკების მენეჯმენტი);
  • რა სიგნალებზე დაყრდნობით და როდის დახურავს გარიგებას, მოვლენების კარგად განვითარების შემთხვევაში.

ტრეიდერი თანხმდება, რომ არცერთ შემთხვევაში არ გადაუხვევს ამ წინასწარ დაწერილ წესებს, მაშინაც კი, თუ ფასების მოძრაობის სურათი, ინტუიტიურად, სხვა საუკეთესო გამოსავალს სთავავაზობს და საკუთარი სტრატეგია, იმ კონკრეტულ მომენტში, მცდარი ეჩვენება.

რთულია,მაგრამ, ეს არის ერთადერთი გზა წარმატებისკენ.
თუ არ მეთანხმებით მძიმე ხვედრს გიწინასწარმეტყველებთ. სხვა მეთოდით ვაჭრობა არის ფაქტიურად ლატარიის თამაში და არავითარი შეხება ამ ბლოგთან არ აქვს.

რაც დავწერეთ არის ერთი რთული მხარე, არსებობს მეორე რთული მხარეც. ეს არის თავად სტრატეგიის შერჩევა, რომელსაც შემდეგ წესებად ჩამოვაყალიბებთ. ასეთი სტრატეგიის შერჩევა მოითხოვს ასევე თავდაუზოგავ მუშაობას, ტესტირებას სხვადასხვა პირობებში და სხვადასხვა წყვილებზე. შესაძლოა რამდენიმე სტრატეგიის არსებობის აუცილებლობაც სხვადასხვა გარემო პირობებში გამოსაყენებლად – ეს იგივეა რომ, ჩვენ გვექნება ტაქტიკის ცვლის შესაძლებლობა, იმის მიხედვით თუ რა ტაქტიკას გვათავაზობს ბაზარი.

ინტერნეტში შეიძლება მოვიძიოთ სავაჭრო სისტემების უამრავი რაოდენობა. myforex.ge ბლოგში და ფორუმში განთავსებული სავაჭრო სტრატეგიების გამოყენებისას, გაითვალისწინეთ ამ სტატიაში მოყვანილი შენიშვნები.

უნდა გამოიცადოს სტრატეგია მაქსიმალურად მრავალფეროვან გარემოში, შევიდეს მასში კორექტირები, და ჩამოყალიბდეს უნიკალური, მხოლოდ ჩვენთვის მომუშავე ვარიანტი.

სტრატეგია დამუშავების, შემდეგ ეს ვარიანტი უნდა დავაფიქსიროთ რომელიმე ფორმით, ქაღალდზე გადატანით თუ რაიმე სახით კომპიუტერში შენახული და უნდა გახდეს ჩვენი სამოქმედო პროგრამა.

სტრატეგიით ვაჭრობა მიუთითებს ტრეიდერის წესრიგის მოყვარულობაზე, ერთერთ უმთავრეს თვისებაზე, რომელიც წარმატებას განსაზღვრავს.

სტრატეგიით ვაჭრობა გამორიცხავს ფსიქოლოგიურ არასტაბილურობას. ჩვენ ვვაჭრობთ წესების მიხედვით და ემოციებისთვის და ნერვიული ფაქტორით მოტანილი შეცდომებისთვის ადგილი არ რჩება.

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
1 + 1 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები