ცვლილების ნორმა, ან ცვლილების სიჩქარე (Rate of Change, ROC) – არის ძალზედ მარტივი, მაგრამ ეფექტური ტექნიკური ინდიკატორი, რომელიც გვიჩვენებს, რა სიჩქარით იცვლება ინსტრუმენტის ფასი.
ეს ინდიკატორი მომენტუმთან ერთად არის ალბათ ყველაზე მარტივად გამოსათვლელი ინდიკატორი.
ინდიკატორი აჩვენებს ფასს წინა ფასებთან მიმართებაში.
ნახ. 1
გამოთვლა ხდება შემდეგი ფორმულით:
ROC =100% * (Close / Closen)
არსებობს გარკვეული შეუთანხმებლობა ექსპერტებს შორის ფორმულის თაობაზე, მისი მეორე ვარიანტი გამოიყურება ასე:
ROC =100% * ( (Close – Closen)/ Closen)
სადაც : ROC – ცვლილების ნორმა; Close – მიმდინარე დახურვის ფასი; Closen – n პერიოდის წინ დახურვის ფასი;
თუ მიმდინარე ფასი მეტია წინა ფასზე ROC დადებითია, და პირიქით თუ ფასი ნაკლებია წინა ფასზე ROC უარყოფითია. n პერიოდის არჩევა დამოკიდებულია ტრეიდერზე, სტანდარტულად ის დგას 20-ზე. რაც ნაკლებია n მით მდორეა ინდიკატორი და მით ნაკლებია მისი ამპლიტუდა.
ინდიკატორი საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ ფასის ცვლილების ტემპს. ინდიკატორის მიმართულების შეცვლა თავის მაქსიმუმებთან და მინიმუმებთან ნიშნავს, რომ ფასის მოძრაობის ტენდენცია გრძელდება, მაგრამ აღარ იკრებს ძალას, და იწყებს შენელებას.
ინდიკატორის მაგალითი მოყვანილია ნახაზზე 1. თუ დააკვირდებით წერტილს 1, ჩანს როგორ იზრდება ინდიკატორის მნიშვნელობა იმ მომენტში როცა ფასი სწრაფად იზრდება.
ითვლება რომ ინდიკატორი ზომავს მასის ოპტიმიზმისტურ და პესიმიზმისტურ განწყობას ბაზარზე.
თუ ფასი იზრდება და აღწევს თავის ახალ მაქსიმუმს, და ROC-იც იზრდება მაგრამ მისი მაქსიმუმი ნაკლებია წინა მაქსიმუმზე, ნიშნავს დივერგენციის (ანუ განსხვავების) წარმოშობას ფასსა და ინდიკატორს შორის და მოსალოდნელია ფასის მოძრაობის მიმართულების შეცვლას (ნახაზი 2). იგივენაირად მინიმუმებზე, თუ ფასის ახალ მინიმუმს შეესაბამება ROC-ის მინიმუმი, მაგრამ ეს მინიმუმი მეტია წინა მინიმუმზე, წარმოიქმნა დივერგენცია და მოსალოდნელია ფასის ზემოთ შემობრუნება.
ნახ. 2
უმეტეს შემთხვევაში ინდიკატორი გამოიყენება სხვა ინდიკატორებთან ერთად, სიგნალის დასადასტურებლად.
ის შეიძლება გამოყენებული იქნას ორი სხვადასხვა სახის სტრატეგიაში, ტრენდის მიმართულებით ვაჭრობაში და ტრენდის საწინააღმდეგო ვაჭრობაში.
ტრენდის მიმართულებით ვაჭრობისას სიგნალად გამოიყენება ინდიკატორის მიერ რამელიმე დონის გადაკვეთა ქვემოთ ან ზემოთ, შესაბამისად გაყიდვაზე და ყიდვაზე.
ტრენდის საწინააღმდეგო ვაჭრობისას სიგნალებად იყენებენ ინდიკატორის შემობრუნების მომენტებს, განსაკუთრებით მაქსიმუმბთან და მინიმუმებთან, იმის იმედით რომ ფასის ცვლილების სიჩქარე დაეცა და მოსალოდნელია ფასის მოძრაობის მიმართულების შეცვლა.
უარყოფითი მხარეები: ROC ისევე როგორც მცოცავი საშუალო, დამოკიდებულია ფასზე რომელიც n პერიოდის წინ არსებობდა, შესაბამისად მისი მნიშვნელობა აგვიანებს დროში.
პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0