სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

სავაჭრო სტრატეგია – “4MA”

avatar

ავტორი Aug 5, 2009 კატეგორია ჩემი ტრეიდინგი.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

 

ეს სავაჭრო სტრატეგია ძალზედ მარტივია და საინტერესოა ახალბედებისათვის. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ის აგებულია მცოცავი საშუალოს ინდიკატორზე დაყრდნობით, კერძოდ მასში გამოყენებულია 4 მცოცავი საშუალოს ინდიკატორი, სხვადასხვა პერიოდით. სავაჭრო სიგნალების წარმოქმნას განსაზღვრავს მათი თანაფარდობა. 

ინდიკატორი კარგად მუშაობს ყველა წყვილზე. 

რეკომენდირებულია 1 საათიანი (Н1) დროითი ინტერვალი.

გრაფიკზე განთავსებულია 4 მცოცავი საშუალო  პერიოდებით 200, 88, 43 და 20, ადვილი გარჩევადობისთვის სხვადასხვა ფერების. 

მაგალითი გამოსახულია ნახაზზე 1.

 strategy_4ma

ნახ. 1 

სიგნალების გარჩევა ხდება შემდეგნაირად:
როდესაც 3 უმცროს პერიოდიანი მცოცავი საშუალო ერთმანეთის მიყოლებით გადაკვეთს უფროს (200-იან) მცოცავი საშუალოს, შევდივართ ვაჭრობაში გარღვევის მიმართულებით, ანუ, თუ გადაკვეთა ხდება ქვემოდან ზემოთ ვყიდულობთ, თუ გადაკვეთა ხდება ზემოდან ქვემოთ, ვყიდით. 

თანხების  მენეჯმენტი ხდება შემდეგნაირად. ვაყენებთ “სტოპ-ლოს”-ს 50 პუნქტზე მეტი მანძილით, შესაბამისად “თეიქ-პროფიტ”-ს 100-150 პუნქტის დაშორებით. “სტოპ-ლოს”-ის დაყენებისას უნდა გავითვალოთ რომ შესაძლო დანაკარგმა არ გადააჭარბოს დეპოზიტზე ნაშთის 2%-ს. ავტორის რეკომენდაციით “სტოპ-ლოს”-ის 50 პუნქტზე ახლოს განთავსება რეკომენდებული არ არის. 

სტრატეგიის მთავარი ნაკლი არის იშვიათი სიგნალები. ნებისმიერი სტრატეგია წარმოადგენს ფილტრს, რომელშიც იფილტრება ფასების შესახებ ინფორმაცია. ასეთი ფილტრის შედეგი არის სავაჭრო სიგნალი, რომელიც გადარჩა გაფილტვრის შემდეგ. რაც უფრო მკაცრია ფილტრი, ანუ იტყვიან რაც უფრო ვიწრო ზოლი აქვს ფილტრს, მით იშვიათად გამოდის მის გამოსასვლელზე სიგნალი, მაგრამ მით უფრო სავარაუდოა რომ სიგნალი არის სწორი. 

აღნიშნული სტრატეგიაც არის ძალიან ვიწროზოლიანი ფილტრი, შესაბამისად მისი სიგნალი წარმოიქმნება იშვიათად. ამიტომ რეკომენდებულია მსგავსი სტრატეგია ერთდროულად მივუყენოთ სხვადასხვა ინსტრუმენტს, და ყველა მათგანზე ცალკცალკე ველოდოთ სიგნალს. 

სტრატეგია იმდენად მარტივია რომ დამწყებისთვისაც ძალზე იოლია მასში გარკვევა. იგი საშუალებას იძლევა შევეჩვიოთ ბაზრის ქცევას, ტრენდების გარკვევას. სტრატეგია კარგი მასალაა, რომ დროთა განმავლობაში გულმოდგინე ტესტირების შემდეგ ტრეიდერებმა გარდაქმნან უფრო რთულ სტრატეგიაში. 

myforex.ge ბლოგში და ფორუმში განთავსებული სავაჭრო სტრატეგიების გამოყენებისას, გაითვალისწინეთ ამ ბმულზე განთავსებულ სტატიაში მოყვანილი შენიშვნები

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები