სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

სკალპინგის სტრატერია

avatar

ავტორი Aug 7, 2009 კატეგორია ჩემი ტრეიდინგი.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

 

ეს სტრატეგია (ავტორი იმრან საითი) გათვლილია 5 წუთიან დროით ინტერვალებზე სამუშაოდ. სკალპინგი ეწოდება ვაჭრობის სტილს, რომელიც ითვალისწინებს მოკლე დროით ინტერვალებზე მუშაობას, როცა ხდება ფასის მცირე მოძრაობების თვალთვალი და ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში ვაჭრობაში ჩართავა. სკალპინგის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, ბევრი მას არ მიესალმება, რადგან ითვლება რომ ასეთი ვაჭრობისას ნაკლები დრო რჩება ანალიზისთვის, ტრეიდერი მუდმივად მონიტორთან არის მიჯაჭვული, განიცდის ძლიერ ფსიქოლოგიურ დაწოლას, შესაბამისად ასეთი ვაჭრობა სარისკოა. თუმცა, ბევრი ტრეიდერი, განსაკუთრებით ბევრი დამწყები ტრეიდერი მისდევს სკალპინგს. უმეტესობა მათგანი განიცდის მარცხს იმიტომ, რომ ჩამოთვლილ მძიმე ფაქტორებს ვერ უმკლავდება. 

აქ მოყვანილი სტრატეგია სკალპინგის სტილია. მისი წესები გათვლილია სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი სკალპინგისთვის დამახასიათებელი უარყოფითი ფაქტორების შესამსუბუქებლად და ვაჭრობის გადასაყვანად მექანიკურ რეჟიმში. ავტორი ხაზგასმით მიუთითებს, რომ სტრატეგია გამოდგება ყველა დროითი ინტერვალისთვის და ყველა წყვილისთვის. ავტორისავე მტკიცებით სტრატეგია მას აძლევს 90% სწორ შედეგებს, და თუ შეცდომები ხდება, მხოლოდ, ახალი ამბების გამოსვლის მომენტში ვაჭრობის გამო. სტრატეგიას იყენებს ძალიან ბევრი ტრეიდერი. 

ძირითადი პირობა (როგორც ალბათ, ყველა სტრატეგიაში) არის წესების განუხრელად დაცვა. თავად ავტორი ვაჭრობს სესიის 7:00 GMT – 20:00 GMT დროის მონაკვეთში. ვაჭრობის წესებში რეკომენდირებულია წინააღმდეგობა/უზრუნველყოფის ხაზების გათვალისწინება. 

ინდიკატორები, რომლების არ შედის მეტატრეიდერის კომპლექტში, შეგიძლიათ გადაიწეროთ სტატიის ბოლოში მითითებული ბმულებიდან. 

გამოყენებული ინდიკატორები
1. LaGuerre_1 – გამმა 0.60; დონეები  0.15, 0.85,0.45; ბარების რაოდენობა  9500; ფერი – ლურჯი .
2. LaGuerre_2 – გამმა 0.80; დონეები  0.15, 0.85, 0.45; ბარების რაოდენობა; ფერი – წითელი.
3. Bollinger bands – 20,0 და close ფასი. (მნიშვნელოვანია. შესვლის წესებში არ მონაწილეობს, მაგრამ მისი ხაზი გამოყენებულია წინააღმდეგობა/უზრუნველყოფის ხაზად.
4. EMA 200 (წითელი ) და EMA 60 (ლურჯი ) მცოცავი საშუალოს ინდიკატორები. (მნიშვნელოვანია. შესვლის წესებში არ მონაწილეობს, მაგრამ მისი ხაზი გამოყენებულია წინააღმდეგობა/უზრუნველყოფის ხაზად. 
5. Pivot Points : ინდიკატორი წინააღმდეგობა/უზრუნველყოფის ხაზების საპოვნელად.
6. MACD – პარამეტრები 12,20,9.
7. StochHistogram – იგივე ინდიკატორი სტოქასტიკი, ჰისტორგამული გრაფიკით. პარამეტრები 14,3,3.

თქვენ შეგიძლიათ დაუმატოთ ინდიკატორები თქვენი შეხედულების მიხედვით მაგრამ წესები აგებულია ჩამოთვლილი ინდიკატორის მნიშვნელობებზე.

 

შესვლა:
პირველი სეთაფი*
ყიდვის (Long) სეთაფი:
ა) მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ შევხედოთ, რომ ფასი არის დღის პივოტ** ხაზის ქვემოთ;
ბ) შემდეგ დავაკვირდეთ LaGuerre_1-ს რომ ის არის 0.15 დონის ზემოთ და მიდის ზემოთ;
ც) StochHistogram გადადის უარყოფითიდან დადებითისკენ;
დ) MACD კვეთს ნულოვან ხაზს დადებითისკენ;
ე) LaGuerre_2-ს რაღაც დროის განმავლობაში არის სულ დაბლა, შემდეგ დაიწყო აღმასვლა და გადაკვეთა 0.15 დონე ზემოთ; 

მაგალითი მოყვანილია ნახაზ 1-ზე, მწვანე რგოლების სახით.

imrantsait1 

ნახ. 1.

 

გაყიდვის (Short)სეთაფი:
ა) LaGuerre_1 არის 0.85 დონის ქვემოთ და მიდის ქვემოთ;
ბ) StochHistogram გადადის დადებითიდან უარყოფითისკენ;
ც) MACD კვეთს ნულოვან ხაზს უარყოფითისკენ;
დ) LaGuerre_2-ს რაღაც დროის განმავლობაში არის სულ მაღლა, შემდეგ დაიწყო დაღმასვლა და გადაკვეთა 0.85 დონე ქვემოთ; 

 

მაგალითი მოყვანილია ნახაზ 1-ზე, წითელი რგოლების სახით. 

მეორე სეთაფი:
ყიდვის (Long) სეთაფი:
ა) დავაკვირდეთ LaGuerre_1-ს რომ ის არის 0.45 დონესთან ან მის ზემოთ და მიდის ზემოთ;
ბ) StochHistogram უარყოფითიდან დადებითში და მიდის ზემოთ;
ც) LaGuerre_2 არის 0.45 დონესთან ან მის ზემოთ და მიდის ზემოთ; 

მაგალითი მოყვანილია ნახაზ 2-ზე, ლურჯი რგოლების სახით: 

imrantsait2 

ნახ. 2.

 
გაყიდვის (Short) სეთაფი:
ა) დავაკვირდეთ LaGuerre_1-ს რომ ის არის 0.45 დონესთან ან მის ქვემოთ და მიდის ქვემოთ;
ბ) StochHistogram დადებითიდან უარყოფითში და მიდის ქვემოთ;
ც) LaGuerre_2 არის 0.45 დონესთან ან მის ქვემოთ და მიდის ქვემოთ; 

 

მაგალითი მოყვანილია ნახაზ 2-ზე, წითელი რგოლების სახით.

(*სეთაფს უწოდებენ ინდიკატორების ჯგუფის მიერ მოწოდებულ სიგნალს)
(**პივოტ ხაზი – ხაზი, რომელიც შეესაბამება დღის ფასის საშუალო დონეს გამოთვლილს ბოლოს წინა პერიოდის ფასებზე დაყრდნობით, მიჩნეულია ფასად რომლის ირგვლივაც უნდა იტრიალოს ფასმა მიმდინარე პერიოდში)
  

შესვლის სეთაპები მხოლოდ ესენია და ავტორი არ გვირჩევს არცერთ სხვა მომენტში ბაზარზე შესვლას.

გამოსვლა:
გამოსვლა ყიდვის გარიგებიდან (Exits for Long) :
გამოსვლისთვის მოყვანილია რამდენიმე შესაძლებლობა, არჩევანი თქვენზეა მაქსიმალური მოგების მისაღებად:
1. როცა LaGuerre_2 მივიდა 1.00-თან და დაღმასვლისას ჩამოკვეთა 0.85 დონე;
2. ან, როცა გაქვთ +50 პიპსი (მოყვანილია 5 წუთიანი ინტერვალებითვის);
3 ან, როცა წინააღმდეგობის პირველი ხაზი არის პივოტ ხაზის ზემოთ;
4. ან, როცა წინააღმდეგობის მეორე ხაზი არის პივოტ ხაზის ზემოთ;
5. ან, როცა MACD გადადის დადებითიდან უარყოფითში და წითელი LaGuerre_2 მიდის ქვემოთ;
6. ან, როცა StochHistogram გადადის დადებითიდან უარყოფითში და წითელი LaGuerre_2 მიდის ქვემოთ;
7. ან, როცა სტოპ-სოს მიღწეულია და წაგება შეადგენს 20 პიპფსს+სპრედი (მოყვანილია 5 წუთიანი ინტერვალებითვის);

 გამოსვლა გაყიდვის გარიგებიდან (Exits for Short) :
გამოსვლისთვის მოყვანილია რამდენიმე შესაძლებლობა, არჩევანი თქვენზეა მაქსიმალური მოგების მისაღებად
1. როცა LaGuerre_2 მივიდა 0.00-თან და აღმასვლისას გადაკვეთა 0.15 დონე;
2. ან, როცა გაქვთ +50 პიპსი (მოყვანილია 5 წუთიანი ინტერვალებითვის);
3. ან, როცა წინააღმდეგობის პირველი ხაზი არის პივოტ ხაზის ქვემოთ;
4. ან, როცა წინააღმდეგობის მეორე ხაზი არის პივოტ ხაზის ქვემოთ;
5. ან, როცა MACD გადადის უარყოფითიდან დადებითში და წითელი LaGuerre_2 მიდის ზემოთ;
6. ან, როცა StochHistogram გადადის უარყოფითიდან დადებითში და წითელი LaGuerre_2 მიდის ზემოთ;
7. როცა სტოპ-სოს მიღწეულია და წაგება შეადგენს 20 პიპფსს+სპრედი (მოყვანილია 5 წუთიანი ინტერვალებითვის);

ავტორის მტკიცებით მე-7 პუნქტი არ დაგვჭირდება საერთოდ, თუ ვიმუშავებთ მხოლოდ ჩამოთვლილი სეთაფების საშუალებით და არ ვიმუშავებთ ნიუსებამდე ნახევარი საათით ადრე და ნიუსების შემდეგ ნახევარი საათი.

 ბოლო სიტყვებიდან გამომდინარე, რისკის მენეჯმენტი ხდება, ყველა გარიგებისთვის 20 ფიფსი+სპრედი სტოპ-ლოს დაყენებით. 20 ფიფსი აღებულია 5 წუთიანი ინტერვალებითვის, მოგეხსენება, რაც მცირეა ინტერვალი მით მცირეა ფასის ცვლილების ამპლიტუდა ამ ინტერვალში. შესაბამისად უფრო დიდ ინტერვალებზე დიდი სტოპ-ლოს იქნება საჭირო.

 სტრატეგიაში არ არის ლაპარაკი თანხების მენეჯმენტზე. ბევრი ტრეიდერი, რომელიც იყენებს ამ სისტემას, აღნიშნავს რომ კარგი თანხების მენეჯმენტით ეს სავაჭრო სისტემა მისაღებ შედეგებს იძლევა.

ინდიკატორების გადაწერა შეგიძლიათ აქედან:
1. Laguerre-ACS1
2. MACDTraditional
3. StochHistogram
4. ###Auto Pivot
 

myforex.ge ბლოგში და ფორუმში განთავსებული სავაჭრო სტრატეგიების გამოყენებისას, გაითვალისწინეთ ამ ბმულზე განთავსებულ სტატიაში მოყვანილი შენიშვნები

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

7 გამოხმაურება“სკალპინგის სტრატერია”

  1. avatar Trader_one says:

    ყიდვის და გაყიდვის სეთაფი ორორჯერ წერია და ცოტა ვერ გავიგე შესვლა როგორ ხდება

  2. avatar myforexge says:

    ორორჯერ არ წერია.
    შესვლისთვის ორი სხვადასხვა სიგნალი არსებობს სეტაპი 1 და სეტაპი 2, ხოლო, გამოსვლის პირობები საერთო აქვს ორივე სეთაფს.

  3. avatar კაპლი says:

    თუ არსებობს ასპროცენტიანი ავტომატური სტრატეგია?

  4. avatar myforexge says:

    რატომ არ უნდა არსებობდეს, არსებობს.

  5. avatar Inspired Man says:

    არ არსებობს 100% იანი სისტემა. ყველა სისტემა გარკვეულ სიტუაციაში კრახს განიცდის.

  6. avatar myforexge says:

    “”არ არსებობს 100% იანი სისტემა. ყველა სისტემა გარკვეულ სიტუაციაში კრახს განიცდის.””

    Inspired

    გვაჭრობის მომგებიან სისტემაზე არ უკითხია.
    საუბარია ვაჭრობის ავტომატურ სისტემაზე, ანუ ადამიანის ჩაურევლად რომ ვაჭრობდეს კომპიუტერი.
    ასეთი სისტემა არსებობს, მეორე საკითხია რამდენად მომგებიანია და რამდენად წამგებიანი

  7. avatar გივი says:

    როგორ დავაყენო მეტატრეიდერზე ეს ინდიკატორები?

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
2 + 1 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები