საბალანსო მოცულობის ინდიკატორი (On Balance Volume OBV) დამუშავრბულია ჯო გრანვილის მიერ. ეს ინდიკატორი ერთმანეთთან აკავშირებს სავალუტო წყვილის ფასს და ვაჭრობის მოცულობას და ცდილობს აჩვენოს ინვესტორების განწყობა ფასიანი ქაღალდების მიმართ, კერძოდ, გამოაქვთ თუ დებენ ინვესტორები ინვესტიციებს ფასიან ქაღალდებში.
ითვლება, რომ ეს ინდიკატორი წინ უსწრებს ფასის ცვლილებას. მისი ზრდა მიუთითებს, რომ ფასიან ქაღალდებში თანხებს დებენ პროფესიონალი ინვესტორები. და მხოლოდ მოგვიანებით ამ პროფესიონალებს მიბაძავს ხალხის მასა, და ფასიც და მოცულობაც იწყებს სწრაფ ზრდას. და პირიქით, ინდიკატორის კლება მიუთითებს რომ ინვესტორებს გამოაქვთ თავიანთი თანხები, რასაც მოგვიანებით მიბაძავს უმრავლესობა და მოხდება ფასის და ინდუკატორის მკვეთრი კლება.
ინდიკატორის გათვლის პრინციპი მარტივია, თუ დღევანდელი დახურვის ფასი მეტია წინა დღის დახურვის ფასზე დღევანდელი მოცულობა ემატება დაგროვებულ მოცულობებს, თუ დღევანდელი დახურვის ფასი ნაკლებია წინა დღის დახურვის ფასზე დღევანდელი მოცულობა აკლდება დაგროვებულ მოცულობებს,ტოლობის შემთხვევაში დაგროვებული მოცულობების მნიშვნელობა არ იცვლება.
ინდიკატორის წაკითხვა დამყარებულია შემდეგ პრინციპზე:
თუ ინდიკატორის ყოველი ახალი მაქსიმუმი მეტია წინაზე და ყოველი ახალი ჩაღრმავების მინიმუმი მეტია წინა მინიმუმზე, წარმოიქმნება ე.წ. “აღმავალი ტენდენცია”.
ანალოგიურად თუ ინდიკატორის ყოველი ახალი მინიმუმი ნაკლებია წინა მინიმუმზე და ყოველი ახალი პიკი ნაკლებია წინა პიკზე წარმოიქმნება ე.წ. “დაღმავალი ტენდენცია”.
თუ ფასის ცვლილება ასწრებს ამ ინდიკატორის ცვლილებას, წარმოიშობა ე.წ. “არ დადასტურება”. “არ დადასტურება” შიძლება წარმოიშვას აღმავალი ტრენდის მწვერვალზე ან დაღმავალი ტრენდის ბოლოში, როცა ფასის ზრდას აღარ მოჰყვება საბალანსო მოცულობის ინდიკატორის ზრდა, ან ფასის კლებას აღარ მოჰყვება საბალანსო მოცულობის ინდიკატორის კლება.
თუ საბალანსო მოცულობის ინდიკატორი მოძრაობს განივად, ზრდის და კლების გარეშე, წარმოიქმნება ე.წ. “ჩამოუყალიბებელი ტენდენცია”.
თუ ტენდენცია ჩამოყალიბდა, იგი ძალაშია გარდატეხის მომენტამდე. გარდატეხა ინდიკატორის ტენდენციაში შეიძლება მოხდეს ორი ფორმით. ტენდენცია შეიცვალოს საწინააღმდეგო ტენდენციით, და მეორე, ტენდენცია გადავიდეს ჩამოუყალიბებელ ტენდენციაში და დარჩეს ამ მდგომარეობაში სამი დღის განმავლობაში. თუ დრო ნაკლებია სამ დღეზე, და ინდიკატორმა გააგრძელა ძველი ტენდენცია ითვლება ძველი ტენდენცია არ შეცვლილა და ეს დღეებიც ამ ტენდენციის შემადგენელი დღეებია.
როცა ინდიკატორის ტენდენცია იცვლება აღმავალზე ან დაღმავალზე, ხდება ე.წ. “გარღვევა”. რადგანაც, ინდიკატორის გარღვევა, ჩვეულებრივ, ასწრებს ფასის გარღვევას, ტრეიდერებს შეუძლით ჩაერთონ ვაჭრობაში ინდიკატორის გარღვევაზე დაყრდნობით, გარღვევის მიმართულებით. გახსნილი პოზიციების შენარჩუნება ხდება მანამ, სანამ ინდიკატორის ტენდენცია არ შეიცვლება ისე, როგორც ზემოთ იყო აღწერილი.
ინდიკატორის ინტერპრეტაციის ეს მეთოდი განკუთვნილია მოკლე დროით ინტერვალებზე მუშაობისთვის.
ინდიკატორი გამოითვლება შემდეგი პრინციპით:
თუ დღევანდელი დახურვის ფასი მეტია წინა დღის დახურვის ფასზე:
OBV = წინა დღის OBV + დღევანდელი მოცულობა
OBV (i) = OBV (i – 1) + VOLUME (i).
თუ დღევანდელი დახურვის ფასი ნაკლებია წინა დღის დახურვის ფასზე:
OBV = წინა დღის OBV – დღევანდელი მოცულობა
OBV (i) = OBV (i – 1) – VOLUME (i)
თუ დღევანდელი დახურვის ფასი ტოლია წინა დღის დახურვის ფასის:
OBV = წინა დღის OBV
OBV (i) = OBV (i – 1)
ცალკე აღებული, ეს ინდიკატორი არ იძლევა მკაფიო სიგნალებს ვაჭრობაში შესვლისთვის და გამოსვლისთვის, მაგრამ გამოიყენება სხვა ინდიკატორის სიგნალების დასადასტურებლად. ამასთან, ინდიკატორის რიცხვით მნიშვნელობას ყურადღება არ ექცევა, მნიშვნელოვანია მხოლოდ ტენდენცია.
ტრეიდერმა, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოს ინდიკატორის ტრენდს და იმას, მოძრაობს თუ არა ფასი და ინდიკატორი თანმხვედრად. შემთხვევები, როცა ფასი იზრდება ან მცირდება, ხოლო ინდიკატორი არ ადასტურებს ამ ცვლილებას აჩვენებს რომ ახლოს არის ტრენდის მაქსიმუმი ან მინიმუმი:
პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0