
ფუნდამენტური ფაქტორები არის ნაციონალური ეკონომიკის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ზემოქმედებს სავალუტო ბაზარზე და ვალუტის კურსზე. ეს მონაცემები ქვეყნდება რეგულარულად. როგორც წესი ეს არის მაკროეკონომიკური სტატისტიკის მონაცემები, რომელსაც აქვეყნებს ნაციონალური სტატისტიკის ორგანოები. სააგენტო “რეიტერი” გამოქვეყნების მომენტშივე აწვდის მომხმარებელს, სხვადასხვა ქვეყნების, ახალ-ახალ სტატისტიკურ მონაცემებს. ამ მონაცემების გამოსვლის გრაფიკი წინასწარ არის ცნობილი, და მომენტალურად ვრცელდება. დღეების მიხედვით ქვეყნდება […]

მთლიანი ნაციონალური პროდუქტი (Gross National Product – GNP) წარმოადგენს ნაციონალური ეკონომიკის ერთერთ უმთავრეს მაჩვენებელს. ასევე ის წარმოადგენს ბაზრის ფუნდამენტური ანალიზისთვის განმსაზღვრელ ინდიკატორს, ბაზრის და ვალუტის კურსის მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზირებისათვის. მთლიანი ნაციონალური პროდუქტი თავის თავში მოიცავს სხვა, უფრო პატარა ეკონომიკურ ინდიკატორებს. GNP -ს ფორმულა გამოისახება შემდეგნაირად: GNP = C + I + G + X […]

სავალუტო ბაზარზე ორ ვალუტას შორის გაცვლითი კურსის ჩამოყალიბებაზე ძირითად ზეგავლენას ახდენს ქვეყნების ეკონომიკების მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. ვალუტების თანაფარდობის დასადგენად ბევრ მეთოდს გამოიყენებენ. ამ მეთოდების შემავალი პარამეტრებია ძირითადად, ქვეყნების ეკონომიკური უწყებების მიერ გამოქვეყნებული მაკრო პარამეტრები. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით ამ პარამეტრების შედარების საფუძველზე, ხდება მსჯელობა კურსების თანაფარდობაზე. ერთერთ ასეთ თეორიას წარმოადგენს ფუნდამენტური ანალიზის ინსტრუმენტი: ვალუტის კურსი პარიტეტული მსყიდველობითი […]

ტრეიდერების ურავლესობა ბაზრის ანალიზის დროს იყენებს ტექნიკურ ანალიზს. უფრო ნაკლები რაოდენობა იყენებს ფუნდამენტალურ ანალიზს და დაახლოებით ამდენივე ორივეს ერთად. თუ ჩვენ ვვაჭრობთ მოკლე ინტერვალებზე, ტექნიკური ანალიზი სავსებით მისაღებია, რადგან მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევიქმნათ წარმოდგენა ბაზრის მდგომარეობის, ხასიათის, აქტიურობის შესახებ. ასევე მისი მდგომარეობა უახლოეს, თუ უფრო ადრინდელ წარსულში. მაგრამ თუ ჩვენ სტრატეგიული ტრეიდერი ვართ, და […]