სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

პარიტეტული მსყიდველობითი უნარი

avatar

ავტორი Jul 27, 2009 კატეგორია ფუნდამენტური ანალიზი.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

სავალუტო ბაზარზე ორ ვალუტას შორის გაცვლითი კურსის ჩამოყალიბებაზე ძირითად ზეგავლენას ახდენს ქვეყნების ეკონომიკების მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. ვალუტების თანაფარდობის დასადგენად ბევრ მეთოდს გამოიყენებენ. ამ მეთოდების შემავალი პარამეტრებია ძირითადად, ქვეყნების ეკონომიკური უწყებების მიერ გამოქვეყნებული მაკრო პარამეტრები. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით ამ პარამეტრების შედარების საფუძველზე, ხდება მსჯელობა კურსების თანაფარდობაზე. ერთერთ ასეთ თეორიას წარმოადგენს ფუნდამენტური ანალიზის ინსტრუმენტი: 

ვალუტის კურსი პარიტეტული მსყიდველობითი უნარის მიხედვით
 (Purchasing Power Parity Rate – PPP Rate)

ვალუტის კურსი პარიტეტული მსყიდველობითი უნარის მიხედვით, არის იდეალური გაცვლითი კურსი. ის გამოითვლება სამეწარმეო, სამომხმარებლო და მომსახურების სტანდარტული კალათის  საშუალო შეწონილი ფასის მიხედვით ორი ქვეყნისთვის.

ორ ქვეყანის ვალუტას შორის იდეალური კურსი იქნებოდა, მსყიდველობითი უნარის თანაფარდობით დადგენილი პარიტეტული კურსი.
ყველაზე მარტივ შემთხვევაში კურსის დადგენა პარიტეტული მსყიდველობითი უნარის მიხედვით შეიძლებოდა გამოთვლილიყო ფორმულით (მაგალითისთვის ვისაუბროთ გერმანია-აშშ-ს წყვილზე): 

PPP Rate 1

აქ РiDEM და PiUSD – არის ფასები გერმანულ მარკაში და აშშ დოლარში, სტანდარტული კალათში შემავალ საქონელზე და მომსახურებაზე გერმანიაში და აშშ-ში. Wi – არის კალათში შემავალი საქონლის და მომსახურების კუთრი წილი მრეწველობის და კერძო მოხმარების სტრუქტურაში (საერთო ეროვნულ პროდუქტში ან ნაციონალურ შემოსავლებში). n – არის კალათში ჩართული საქონლის რაოდენობა. რაც უფრო ფართოა საქონლის ჩამონათვალი მით უფრო ზუსტია კურსის გათვლა.

კურსის კორექტირდება, პარიტეტული მსყიდველობითი უნარის მიხედვით სისტემაში სადაც კურსები ფიქსირებულია (ბრეტონვუდის სისტემა).  ამ მომენტში ასეთი სისტემა გამოიყენება ევროპულ სავალუტო სისტემაში (კურსები ევროპის ვალუტებში მიბმულია ერთმანეთზე და კორექტირდება მსყიდველობითი უნარის მიხედვით).

გრძელვადიან პერსპექტივაში, ვალუტის რეალური კურსი ირყევა პარიტეტული მსყიდველობითი უნარის გათვლილი მნიშვნელობის ახლოს, მაგრამ თვითონ პარიტეტი მუდმივად იცვლება და გადაითვლება შესადარებელ ქვეყნებში ფასების ცვლილებასთან ერთად.

თეორია პარიტეტული მსყიდველობითი უნარის შესახებ (PPP Rate) არის იმ ეკონომიკური ფაქტორების ერთად თავმოყრის მცდელობა, რომლებიც განაპირობებს მიწოდება-მოთხოვნის ცვლილებას ვალუტაზე.
PPP Rate-ის ერთერთი ფუნდამენტური მცნება არის- ერთნაირი ფასის მცნება: საქონელს აქვს ერთნაირი ფასი უცხო ვალუტაზე ყიდვის შემთხვევაში ან კონვერტაციის შემდეგ ყიდვის შემთხვევაში.

Pi(t) = S(t) x P’i(t)

t–დროის ინდექსი,    i–საქონლის ინდექსი,   S(t)–მიმდინარე გაცვლის კურსი,   Pi(t)–საქონლის ფასი ეროვნულ ვალუტაში,   P`i(t)_საქონლის ფასი უცხოურ ვალუტაში.

ასეთ მიდგომაში იგულისხმება სხვა ხარჯების და ბარიერების არ არსებობა და საქონლის ტიპის ერთფეროვნება. ერთნაირი ფასის მცნება სამართლიანია თუ საქონელს ორივე ქვეყანაში აქვს ერთნაირი მოთხოვნა. აქედან გამომდინარეობს სერიოზული დასკვნა: თუ ეკონომიკის სტრუქტურები ქვეყნებში არ არის ერთნაირი, მაშინ PPP Rate-ის თეორია მცდარია, იმ შემთხვევაშიც კი,  თუ “ერთნაირი ფასის წესი” სწორია.
PPP Rate-ის რელიაციურ ვარიანტში მსჯელობენ არა ფასის აბსოლუტურ მნიშვნელობაზე არამედ მათ ინდექსზე. ანუ ზომავენ არა მსყიდველობითი უნარის პარიტეტს, არამედ მათ ინდექსს.

P(t+T)/P(t) = [S(t+T)/S(t)]x[P`(t+T)/P`(t)]

PPP Rate-ის ასეთი ფორმულირება უფრო ზუსტია, მაგრამ ისიც ცდება, როცა ქვეყნების ეკონომიკებში წარმოების სტრუქტურა და ფარდობითი ფასები იცვლება. მიუხედავად ამისა, დროის მოკლე პერიოდებზე, PPP Rate იძლევა კარგ შედეგს კურსის ტენდენციის დასადგენად.

თეორია კარგია იმითაც, რომ ის ინფლაციის გავლენასაც  ითვალისწინებს. დავუშვათ f–არის ინფლაციის ტემპი, ხოლო f ’–არის ინფლაციის ტემპი სხვა ქვეყანაში. მაშინ ინფლაციის მიხედვით

 PPP Rate 2

 

გამოიყენება PPP Rate-ის რელიაციური განსაზღვრა:

 PPP Rate 3

 

ამ ჩანაწერის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ რევალვაცია ხდება იმ შემთხვევაში, როცა ეროვნული ინფლაცია უფრო ძლიერია.

PPP Rate-ის გათვლა ფართოდ გამოიყენება, სხვადასხვა ეროვნული ეკონომიკების პოლიტიკის დამუშავებისათვის. ცენტრალური ბანკები ეყრდნობა PPP Rate-ის გათვლას თავიანთი ვალუტის პარიტეტის დასადგენად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ გათვლის გამოყენება რეალური გაცვლითი კურსის დასადგენად.

 PPP Rate 4

როცა R<1, ეროვნული ვალუტის რეალური მსყიდველობითი უნარი გარე საქონელთან მიმართებაში, ეცემა, და პირიქით.

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
5 + 3 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები