როგორც პირველ და მეორე სტატიაში აღვნიშნეთ იაპონური სანთლები, იმის მიხედვით, თუ რა თანმიმდევრობით გამოჩნდებიან გრაფიკზე, თავის თავში ატარებენ ინფორმაციას ბაზრის მდგომარეობის შესახებ. ამ ინფორმაციის გამოყენებით ტრეიდერებს შეუძლიათ იმსჯელონ რა განწყობაა ბაზარზე და ემთხვევა თუ არა სხვა ინდიკატორებისგან მიღებულ სიგნალებს ეს განწყობა. შესაბამისად გამოიყენონ იაპონური სანთლები გადაწყვეტილების დასადასტურებლად.
განხილული იყო ერთეული სანთლები. ამ სტატიიდან ვიწყებთ რამოდენიმე სანთლისგან შემდგარი მოდელების (პატერნები) განხილვას. როგორც აღვნიშნეთ, რამოდენიმე სანთლისგან შემდგარი მოდელი უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს ბაზრის შესახებ ვიდრე ცალკეული სანთელი.
პირველი ჯგუფი მოდელებისა რომელსაც განვიხილავთ არის შემობრუნების მოდელები.
შემობრუნების მოდელები
როგორც სახელწოდებიდან ჩანს, სანთლების ამ მოდელებით მსჯელობენ, ფასის მოძრაობის ჩამოყალიბებული ტენდენციის ანუ ტრენდის შეწყვეტის ან შემობრუნების შესაძლებლობაზე. მოვლენებს გავასწრებთ და ვიტყვით რომ შემდეგი ჯგუფი მოდელებისა იქნება გაგრძელების მოდელები, იგულისხმება ისეთი მოდელები რომლებიც ამბობენ, რომ ტრენდი შენელდა ან პატარაზე უკან დაიხია, მაგრამ ისევ გაგრძელდება.
შემობრუნების მოდელებს მიეკუთვნება ჩამოთვლილი მოდელები, რომლებსაც ქვემოთ ცალკცალკე განვიხილავთ:
- ურო და სახრჩობელა;
- შთანთქმა;
- ხარამი;
- ხარამი ჯვარი;
- გადაბრუნებული ურო და ჩამოვარდნილი ვარსკვლავი;
- გამჭოლი ვარსკვლავი;
- მუქი ღრუბლები;
- დოჯი-ვარსკვლავი;
- დილის ვარსკვლავი და საღამოს ვარსკვლავი;
- დილის დოჯი-ვარსკვლავი და საღამოს დოჯი-ვარსკვლავი;
- მიტოვებული ჩვილი;
- სამი ვარსკვლავი;
- ორი აფრენილი ყვავი;
- შემხვედრი სანთლები;
- ქამარში ჩაჭიდება;
- განსაკუთრებული “სამი მდინარის” ღრმული;
- სამი თეთრი ჯარისკაცი;
- მოგერიებული შეტევა;
- მსჯელობა;
- სამი შავი ყვავი;
- სამი ერთნაირი ყვავი;
- გარღვევა;
- ორი ყვავი;
- სამი დღე შიგნიდან ზემოთ და სამი დღე შიგნიდან ქვემოთ;
- სამი გარეთა დღე ზემოთ და სამი გარეთა დღე ქვემოთ;
- სამი სამხრეთის ვარსკვალავი;
- დამალული მერცხალი;
- მიმაგრებული სენდვიჯი;
- მაღალი ნახტომი;
- საფოსტო მტრედი;
- საფეხურებიანი ფსკერი;
- დამთხვევა ქვედა დონეზე;
რაოდენობამ არ შეგაშინოთ, როგორც განხილვის დროს აღმოაჩენთ, ყველაფერი გაცილებით მარტივია შესასწავლადაც და დასამახსოვრებლადაც. ისე კი მოდელების სახელებით თუ ვიმსჯელებთ უნდა აღინიშნოს, რომ იაპონელების კარგი ფანტაზია აქვს.
ურო და სახრჩობელა
ურო და სახრჩობელა არის ერთი სანთლისგან შემდგარი პატერნი, მაგრამ აქ მოხვდა იმიტომ, რომ არის შემობრუნრბის მოდელი.
მათ აქვთ გრძელი ქვედა ჩრდილი და მოკლე ტანი.
ურო წარმოიშობა დაღმავალი ტრენდის ბოლოს, სახელი კი გულისხმობს ე.წ. ფსკერის ანუ ძირის გამოჭედვას უროთი, ანუ დაღმავალი ტრენდი დამთავრდა და ახლოს ვართ ძირთან. დადასტურებად შეიძლება გამოდგეს ამ სანთლის მომდევნო სანთელის გახსნა უფრო მაღლალ ფასში.
ნახ.3.1
სახრჩობელა, პირიქით წარმოიშობა აღმავალი ტრენდის მწვერვალზე, აღმავალი ტრენდი დამთავრდა და ახლოს ვართ წვერთან. დადასტურებად შეიძლება გამოდგეს ამ სანთლის მომდევნო სანთელის გახსნა უფრო დაბალ ფასში.
ამ მოდელების ამოცნობის წესი შემდეგია:
- სხეული მდებარეობს სანთლის სულ ზედა ნაწილში;
- სხეულის ფერს მნიშვნელობა არ აქვს;
- ქვედა ჩრდილი მინიმუმ ორჯერ მეტია სხეულზე;
- ზედა ჩრდილი არ არსებობს ან არის ძალიან მოკლე;
როგორც სხვა ერთი სანთლისგან შემდგარ მოდელებში, აქაც კარგი არის დადასტურების მიღება მომდევნო სანთლის გახსნის ფასით, და კიდევ უკეთესი დახურვის ფასით.
ნახ 3.2.
გრაფიკებზე მოყვანილია უროს და სახრჩობელას მაგალითები.
შთანთქმა
შთანთქმა წარმოიშობა როცა არსებობს გამოკვეთილი ტრენდი, პირველი დრის სანთელი ემთხვევა ტრენდის მიმართულებას და მეორე დღის სანთელი მთლიანად შთანთქავს წინა დღის სანთელს და მათი მიმართლებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ორი სანთლის სხეულების ქვედა ან ზედა წერტილები შეიძლება, რომ ერთმანეთს ემთხვეოდეს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა ემთხვეოდეს ქვედაც და ზედაც.
ნახ 3.3.
ფსიქოლოგია ასეთია: ტრენდი გაგრძელდა შედარებით მოკლე ტანიანი სანთლით და ვაჭრობის პატარა მოცულობით. მომდევნო დღეს ფასი გაიხსნა იგივე მიმართულებით მიაღწია ახალ ექსტრემუმს, მაგრამ მობრუნდა, მთლიანად გადაფარა წინა დღის სანთელი და დაუიხურა საწინააღმდეგო მხარეს ვაჭრობის მაღალი მოცულობებით. ამრიგად მომდევნო დღის გახსნა დახურვის დიაპაზონმა შთანთქა წინა დღის სანთელი. ემოცური თვალსაზრისით ტრენდის მიმდინარეობა დარღვეულია, თუ მომდევნო მესამე დღის სანთელის გახსნა დაადასტურებს მეორე სანთლის მიმართულებას ანუ გაიხსნება უფრო მაღლა დაღმავალი ტრენდის დროს, ან დაბლა აღმავალი ტრენდის დროს, ითვლება რომ დადგა შემობრუნების მომენტი.
ამ მოდელის ძალა იზრდება თუ მეორე სანთელი შთანთქავს პირველის ტანსაც და ჩრდილებსაც.
აუცილებელი პირობაა, რომ პირველი სანთლის ფერი ემთხვევოდეს ტრენდის მიმართულებას, მეორე კი იყოს მისი საწინააღმდეგო მიმართულების.
შთანთქმის ორი სანთელის ჯამური სანთელი იქნება ასეთი:
ნახ 3.4.
ანუ ორი სანთელის ჯამური სანთელი იქნება ურო და ჩამოვარდნილი ვარსკვალავი, რომლების თავისი ხასიათით მთლიანად ადასტურებს შთანთქმის მოდელში ჩადებულ იდეას.
ნახ 3.5.
გრაფიკებზე მოყვანილია შთანთქმის მოდელის მაგალითები.
ხარამი
ხარამი წარმოიშობა ორი სანთლისგან, შთანთქმის საწინააღმდეგო სურათით. ხარამი იაპონურად ნიშნავს ფეხმძიმეს ან ჩვილს რომელიც იმყოფება მუცელში.
ნახ 3.6.
ხარამის აღმოსაჩენად მსჯელობენ მხოლოთ სანთლის სხეულით ჩრდილების გარეშე. მომდევნო დღის სანთელი მთლიანად თავსდება წინა დღის სანთლის გახსნის და დახურვის დიაპაზონში და ფერი აქვს საწინააღმდეგო, პირველი სანთელი კი თავისი ფერით არის ტრენდის მიმართულების, თუმცა ზოგიერთი თეორიით მის ფერს მნიშვნელობა არ აქვს.
როგორც შთანთქმის შემთხვევაში, აქაც შესაძლებელია, რომ ორი სანთლის სხეულების ქვედა ან ზედა წერტილები ერთმანეთს ემთხვეოდეს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა ემთხვეოდეს ქვედაც და ზედაც.
მოდელის ფსიქოლოგია ასეთია: ტრენდი გრძელდება დამაჯერებელი გრძელი სანთლით, მაგრამ მომდევნო დღეს სანთელი იხსნება საწინააღმდეგო მიმართულებით, თვითდაჯერებულობა რომ ტრენდი მყარია, ქრება და ბევრი პოზიცია იხურება. ეს კი თავის მხრივ იწვევს ფასის კიდევ უფრო სწრაფ მოძრაობას ტრენდის საწინააღმდეგოდ. ტრედნის ერთსულოვნება დარღვეულია. ახლოს არის შემობრუნების წერტილი.
ორი სანთელის ჯამური სანთელი იქნება ასეთი:
ნახ 3.7.
ანუ ორი სანთელის ჯამური სანთელი იქნება ურო და ჩამოვარდნილი ვარსკვალავი, რომლების თავისი ხასიათით მთლიანად ადასტურებს ხარამის მოდელში ჩადებულ იდეას.
ნახ 3.8.
გრაფიკებზე მოყვანილია ხარამის მოდელის მაგალითები.
ხარამი ჯვარი
თუ გავიხსენებთ რომ დოჯის წარმოშობა ნიშნავს ბაზრის გაურკვევლობას და მერყეობას, თუ საით წავიდეს, მაშინ ხარამი რომელშიც მეორე სანთელი არის დოჯი სწორად ჯდება შემდეგ წაგმოდგენაში:
ტრენდი გრძელდება დამაჯერებელი გრძელი სანთლით, მაგრამ მომდევნო დღეს სანთელი იხსნება საწინააღმდეგო მიმართულებით. თვითდაჯერებულობა, რომ ტრენდი მყარია, ქრება და ბევრი პოზიცია იხურება. ეს კი თავის მხრივ იწვევს ფასის კიდევ უფრო სწრაფ მოძრაობას ტრენდის საწინააღმდეგოდ. შემდეგ ისევ მოძრაობას იგივე მიმართულება და დახურვსს გახსნის ფასში (დოჯი). ტრედნის ერთსულოვნება დარღვეულია.
ნახ 3.9.
ახლოს არის შემობრუნების წერტილი. ყველაფერს ამყარებს ის ფაქტი რომ მოდელში მონაწილეობდ დოჯი, რომელიც ცალკე აღებული თავად არის იგივე ხასიათის დამადასტურებელი
ნახ 3.10.
გრაფიკებზე მოყვანილია ხარამი ჯვარის მოდელის მაგალითები.
გაგრძელება იქნება.
წინა სტატიები:
იაპონური სანთლები. სტატია #1
იაპონური სანთლები. სტატია #2
პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0
ძაააან მაგარი სტატიებია. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის
გაგახარათ ღმერთმა
როდისტვის იქნება გაგრდზელება? გტხოვტ დაამატოდ კიდე განხილვები
კარგი საიტია
ბევრი რამე ვისწავლე ამ საიტის დახმარებით ,მადლობა შემქმნელებს და თხოვნა მაქვს თქვენთან ,თუ შეგიძლიათ 60 წამიან ვაჭრობის სისტემაზე ინფორმაცია დადოთ და მისი კარგი და ცუდი მხარეები დაგვანახოთ მადლობთ
მომწონს ეს გვერდი
კარგი საიტია, ძალიან მეხმარება ფორექსის სწავლაში, მაგრამ კარგი იქნება კიდევ რომ დაამატოთ სტატიები სხვა ინდიკატორებზეც.
მაგრად დავინტერესდი მაგრამ საერთოდ რაც აქ წავიკითხე ამის მეტი არაფერი არ ვიცი მირჩიეთ როგორ შევისწავლო ეს საქმე?