სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

ფორექსთან დაკავშირებული ტერმინები

avatar

ავტორი Jul 27, 2009 კატეგორია ფორექსი დამწყებთათვის.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

termins

სტატია განახლებადია. მოხდება ახალი ტერმინების დამატება. ტერმინებში, განმარტებებში ან თარგმანში უზუსტობების შემთხვევაში გთხოვთ შეგვატყობინოთ. ასევე მივესალმებით, უკეთესი ქართული შესატყვისი ტერმინების შერჩევაში თქვენს აქტიურ თანამონაწილეობას.

ბალანსითანხა კლიენტის სავაჭრო ანგარიშზე ბოლო ტრანზაქციის, თანხის ჩარიცხვის/გამოტანის და სავაჭრო ოპერაციის შესრულების შემდეგ;
გახსნილი პოზიცია – დაუხურავი გარიგებების საბაზრო მოცულობა. ფასის ზრდაზე თამაშის დროს პოზიციას უწოდებენ “გრძელს” (Long), ფასის შემცირებაზე თამაშის დროს “მოკლეს” (Short);
გეპ (Gap) – სიტუაცია, როცა მიმდინარე ფასი წინა ფასისგან განსხვავდება სპრედის ზომაზე მეტად. იგივეა რაც ფასის ნახტომი, როცა მიმდინარე ფასს და წინა ფასს შორის წარმოიქმნება დიდი სხვაობა. შეიძლება წარმოიშვას როგორც ვაჭრობის პროცესში, როცა ბაზარზე ხდება დიდი რყევა, ასევე დასვენების დღეების შემდეგ, ბაზრის გახსნისას;
გრძელი პოზიცია (Long) – ინსტრუმენტის ყიდვა, მომავალში ფასის მომატების იმედით;
დივერგენცია – ორი გრაფიკის მიერ ერთმანეთისგან განსვავებული მაქსიმუმების ან მინიმუმების ფორმირება, იმ დროს როცა თითოეული მათგანის აგების ლოგიკიდან გამომდინარე ეს განსხვავება არ უნდა წარმოქმნილიყო. მაგალითისთვის, ინდიკატორმა, რომელიც ფასის ახალ მაქსიმუმებზე, წესისამებრ აფორმირებს თავის ახალ მაქსიმუმებს, შიძლება მოხდეს რომ, ფასის ახალ მაქსიმუმს არ შეესაბამებოდეს ინდიკატორის ახალი მაქსიმიმი. ანალოგიურად ფასის ახალ მინიმუმზე, ინდიკატორმა, არ დააფორმიროს ახალი მინიმუმს. ბევრ ინდიკატორში დივერგენცია ითვლება ძლიერ სიგნალად.
ინსტრუმენტი – კონკრეტული სავალუტო წყვილი რომელზეც შესაძლებელია ოპერაციების ჩატარება;
კლიენტის ტერმინალი – პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც კლიენტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ბაზრის შესახებ რეალურ დროში, გაუკეთოს ანალიზი ბაზარს, შეასრულოს სავაჭრო ოპერაციები, გახსნას,  შეცვალოს და დახუროს გარიგებები. ასევე მიიღოს შეტყობინებები თავისი ბროკერისგან;
კოტირება – ინფორმაცია ინსტრუმენტის მიმდინარე კურსის შესახებ გამოსახული (Bid და Ask) მიწოდების და მოთხოვნის ფასებით;
ლოქირებული პოზიცია – კლიენტის მიერ, დროში ერთდროულად გახსნილი შემხვედრი (ყიდვის და გაყიდვის) გარიგება ერთ და იგივე ინსტრუმენტზე, ერთი და იგივე სავაჭრო ანგარიშიდან;
მოკლე პოზიცია (Short) – ინსტრუმენტის გაყიდვა, მომავალში ფასის დაცემის იმედით;
საბაზო ვალუტა – ფულის ერთეული, რომელშიც არის ნომინირებული და გათვლილი ქვეანგარიში, ყველა ბალანსი, საკომისიო თანხები და გადახდები;
სახსრები (აქტივები, Equity)თანხა კლიენტის ანგარიშზე გახსნილი პოზიციების გათვალისწინებით, გაითვლება: ბალანსი + გახსნილი პოზიციების მიმდინარე მოგება/წაგება +/- სვოპი;

ASK – მიწოდების ფასი, რომელშიც შესაძლებელია ვალუტის ყიდვა;
BID – მოთხოვნის ფასი, რომელშიც შესაძლებელია ვალუტის გაყიდვა;
COMMISSION – საკომისიო, ბროკერის სარგებელი, რომელსაც ის ახდევინებს კლიენტს, ოპერაციის შესრულების სანაცვლოდ;
FLAT (SQUARE) – (დახურული) ნეიტრალური მდგომარეობა, როცა ყველა პოზიცია დახურულია;
LIMIT ORDER – (ლიმიტირებული გარიგება) მითითება ბროკერს, გარკვეული ინსტრუმენტის და გარკვეული მოცულობის ლოტის შესყიდვაზე, მითითებული ფასით ან ამ ფასზე დაბალი ფასით, ან გაყიდვაზე მითითებული ფასით ან ამ ფასზე მაღალი ფასით. მითითებულ ფასს უწოდებელ ლიმიტირებულ ფასს(limit price);
LOSS – (წაგება, დანაკარგი) საინვესტიციო აქტივების მოცულობის შემცირება ოპერაციის შესრულების შედეგად, ან ოპერაციიდან მიღებულ მოგებაზე ხარჯების გადაჭარბებით;
LOT – ოპერაციისთვის გამოყოფილი აქტივების მოცულობა;
MARGIN –(მარჯი)აქტივების მოცულობა, რომელიც ინვესტორმა უნდა გააჩეროს გირაოს სახით ბროკერთან ოპერაციის შესასრულებლად;
MARGIN CALL – მოთხოვნა დამატებითი სახსრების შეტანის შესახებ. მოთხოვნა წარმოიშვება მაშინ როცა მარჯის თანხა ხდება ნაკლები კონკრეტული ბროკერის მიერ დადგენილ თანხაზე;
MARKET ORDER –(საბაზრო შეკვეთა) მითითება გარკვეული რაოდენობის ლოტის გაყიდვაზე ან ყიდვაზე მოცემული ინსტრუმენტისტვის, რომელიც ბროკერმა უნდა შეასრულოს მითითების მიღების მომენტში ყველაზე ხელსაყრელი ფასით;
MARKET PRICE –(საბაზრო ფასი) გახსნილი (მუშა) ბაზრის პირობებში გამყიდველების და მყიდველების დინამიურად ცვლადი ფასი. ბირჟის შემთხვევაში ბოლო გამოცხადებული ფასი;
OFFER – ფასის შეთავაზება გამყიდველის მიერ;
OPENED POSITION (TRADE) –(გახსნილი პოზიცია) დაუხურავი გარიგებების საბაზრო მოცულობა. ფასის ზრდაზე თამაშის დროს პოზიციას უწოდებენ “გრძელს” (Long), ფასის შემცირებაზე თამაშის დროს “მოკლეს” (Short);
ORDER –(შეკვეთა, გარიგება) მითითება ბროკერს გაყიდოს ან იყიდოს გარკვეული ინსტრუმენტის გარკვეული მოცულობა მითითებულ ფასად;
PIPS (POINT) –(ფიფსი, ფოინთი) კოტირების მინიმალური ერთეული (0.0001 = 1 ფიფსი);
PROFIT (GAIN)) –(მოგეა, პროფიტი) ოპერაციიდან დადებითი რეზულტატი, ყველა ხარჯების გამოკლების შემდეგ;
REALIZED PROFIT/LOSS ––მოგება/წაგება დახურული (რეალიზებული) პოზიციებიდან;
RESISTANCE –(წინააღმდეგობა) ფასის დონე, რომელზეც აქტიური გაყიდვები აბრუნებს ფასის ქვემოთ სვლის ტენდენციას აღმასვლისკენ;
SPREAD –სხვაობა მიწოდების და მოთხოვნის ფასს შორის;
STOP-LIMIT ORDER –(სტოპ-ლიმიტ გარიგება) მითითება ყიდვაზე ან გაყიდვაზე მხოლოდ გარკვეული ფასის მიღწევის შემთხვევაში;
STOP-LOSS ORDER –(სტოპ-ლოსს გარიგება) მითითება ყიდვაზე ან გაყიდვაზე ფიქსირებული ფასით ან ფასზე უარესი ფასის შემთხვევაში. ეს გარიგება ხდება დანაკარგების შესაზღუდად თუ ფასი დაიძრა არასასურველი მიმართულებით;
SUPPORT –(უზრუნველყოფა) ფასის დონე, რომელზეც აქტიური შესყიდვები აბრუნებს ფასის ზემოთ სვლის ტენდენციას დაღმასვლისკენ;
SWAP (სვოპი) – თანხა, რომელიც აკლდება ან ემატება კლიენტის ანგარიშს გახსნილი პოზიციების ერთი სამუშაო დღიდან მეორეში გადატანისთვის. როდესაც სამუშაო დრე მთავრდება და იხსნება ახალი სამუშაო დღე, კლიენტის ანგარიშს ემატება ან აკლდება პატარა პროცენტი, იმის მიხედვით, რომელი პოზიციები აქვს გახსნილი, გრძელი თუ მოკლე;
TREND –გარკვეული საბაზრო ფაქტორების ზემოქმედებით წარმოქმნილი ფასის მიმართული მოძრაობა;
UNREALIZED (FLOATING) PROFIT/LOSS –დაუფიქსირებელი მოგება/წაგების ოდენობა, არარეალიზებული მანამ სანამ არ იქნება პოზიციები დახურული, ან დარეგულირებული, ანუ გადახურული საწინააღმდეგო გარიგებებით;
USEABLE MARGIN –სხვაობა აქტივებსა და გახსნილ პოზიციებზე დაბლოკილ მარჯას შორის;
USED MARGIN –გახსნილი პოზიციების უზრუნველყოფისთვის დაბლოკილი თანხების ჯამი;

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

1 გამოხმაურება“ფორექსთან დაკავშირებული ტერმინები”

  1. avatar ზაქრო says:

    შევედი ფორექს-ზე გადმოვწერე დავაინსტალირე გააავხსენი და ვრეგისტრირდები მაგრამ როდესააც ორ საფეხურს გავდივარ მიწერ შენი ლოგინი და რაგაცეეები რომ ვაზლევ მაუსით რომ დავწერო არ იწერება და კიდევ დავრეგისტრირდი ვებ მანიზე მაგრამ ფული როგორ უნდა ჩავრიცხო არ ვიცი მაინტერესებს ჩაირიცხება თუ არა თიბისი ფეით? და როგორ? გთხოვთ დამეხმარეთ FAჩEBOOK-ზე მომწერეთ ,,ზაქრო ხვედელიძე” ასე მომძებნეთ

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები