იაპონური სანთლები გვთავაზობს ბაზრის მოკლევადიან სურათს, სწავლობს რა მის რეზულტატებს და არა მიზეზებს. ეს ფაქტი იაპონურ სანთლებს მიაკუთვნებს ტექნიკური ანალიზის კატეგორიას.
ეს არ არის უბრალოდ განსხვავებული მოდელების გარჩევის საშუალება, იაპონური სანთლები წვდება ბაზრის მდგომარეობის სიღრმეებს, რის საშუალებასაც სხვა გრაფიკები არ იძლევა.
იაპონური სანთლების გრაფიკის ასაგებად საჭიროა ოთხი ფასი – გახსნის, დახურვის, მაქსიმალური და მინიმალური ფასი.
ოთხკუთხედს რომელიც განთავსებულია გახსნის და დახურვის ფასს შორის (ნახაზი 1.), ეწოდება სანთლის სხეული (ჯიტგაი).
იმის მიხედვით, გახსნის ფასი მეტია თუ დახურვის ფასი განასხვავებენ დაღმავალ და აღმავალ სანთელს, ანუ დათვის ხასიათის ან ხარის ხასიათის სანთელს. შესაბამისად მათი ფერი სხვადასხვაა. ნახაზზე თეთრი ფერით გამოსახულია სანთელი რომელიც არის აღმავალი და მისი გახსნის წერტილი არის მართკუთხედის ქვედა წერტილში. შავი ფერით გამოსახულია სანთელი რომელიც არის დაღმავალი და მისი გახსნის წერტილი არის მართკუთხედის ზედა წერტილში.
სანთლის სხეულის ზომა მეტყველებს გახსნის და დახურვის ფასებს შორის ფასის მოძრაობის დიაპაზონზე, დროის პერიოდში.
სანთლის ზემოთ და ქვემოთ ხაზებს ეწოდებათ ჩრდილები (ქეიჯ) და მათ ზომას განსაზღვრავს პერიოდში მაქსიმალური და მინიმალური ფასი. ზედა ჩრდილი (ავექეიჯ) აჩვენებს რა მაქსიმალური ფასი დაფიქსირდა არჩეულ პერიოდში, ქვედა ჩრდილი (ცი–ტაქეიჯ) აჩვენებს რა მინიმალური ფასი დაფიქსირდა არჩეულ პერიოდში.
იაპონური სანთლები ინფორმაციის სხვანაირად წარმოდგენის გარდა იძლევა მრავალ ინფორმაციას დროის პერიოდის შესახებ, ხოლო რამდენიმე სანთლისგან შემდგარი სხვადასხვა მოდელები ქმნიან უფრო დიდი ანალიზის არეალს, რასაც ფართოდ იყენებს უამრავი ტრეიდერი.
ამ სტატიით ვიწყებთ იაპონურ სანთლებთან დაკავშირებული სტატიების სერიას. ამ სტატიაში განხილული ზოგადი ინფორმაციის კვალდაკვალ აღწერილი იქნება სავადასხვა მოდელების (პატერნების) წაკითხვის მეთიდები და ინფორმაცია რომელსაც ეს მოდელები ატარებენ. ეს ყველაფერი კარგად ათვისების შემდეგ შესაძლებელია თქვენთვის გახდეს ტექნიკური ანალიზის კიდევ ერთი და შესაძლოა მთავარი იარაღი.
მაშ ასე, ცალკე აღებული სანთელი შეიცავს უამრავ სასარგებლო ინფორმაციას პერიოდის შესახებ. სანთლის ყველა ტიპს აქვს თავისი უნიკალური სახელი და აღწერს ვაჭრობის მიმდინარეობას დროის პერიოდში. იაპონურ სანთლებში განასხვავებენ ცხრა სახის აღმავალ და დაღმავალ სანთელს. ამ სანთლების კომბინაცია იძლევა უფრო დიდ რაოდენობა ადვილად გასაგებ მოდელს, თითოეული მოდელიც, ცალკე აღებული სანთლის მსგავსად აღწერს ბაზრის განწყობას და მდგომარეობას.
გრძელი სანთელი გულისხმობს სანთელს რომლის სხეულიც (ჩრდილის ჩაუთვლელად) არის გრძელი (ნახაზი 2). გრძელი სანთელი გვაჩვენებს ფასის მნიშვნელოვან ცვლილებას. რომ შევაფასოთ, არის თუ არა სანთელი გრძელი, პირობითად უნდა შევადაროთ ბოლო რამდენიმე სანთელს. იაპონური სანთლების ანალიზი დამყარებულია ფასის მოკლევადიან მოძრაობაზე, შესაბამისათ გრძელი სანთლის დადგენისათვისაც უნდა ვისარგებლოთ ბოლო რამდენიმე სანთელით (5-დან 10-მდე). იგივე მეთოდით განირჩევა მოკლე სანთლები (ნახაზი 3).
გრძელი თეთრი სანთელი დაღმავალი ტრენდის დროს შეიძლება იყოს ტრენდის დამთავრების სიგნალი. გრძელი თეთრი სანთელი მიუთითებს რომ დათვები ფაქტიურად არ ეწინააღმდეგებიან აღმავალ ძალას. რაც უფრო ახლოსაა დახურვის ფასი სესიის მაქსიმუმთან და რაც უფრო გრძელია სანთელი, მით უფრო ძლიერია ეს სიგნალი. თუ ეს სანთელი დაფორმირდა უზრუნველყოფის ხაზთან ეს გაცილებით ძლიერი სიგნალია და მიუთითებს ხარების შემართულობაზე. ასევე ძლიერი სიგნალია აღმასვლის დაწყებაზე, ასეთი სანთლით წინააღმდეგობის ხაზის გარღვევა.
ამ სანთლის სარკული ასახვა არის გრძელი შავი სანთელი. მასზეც საპირისპირო შინაარსით ვრცელდება ყველაფერი, რაც იყო ნათქვამი გრძელ თეთრ სანთელზე.
ამ სტატიაში განხილვას გავაგრძელებთ სანთლებით, რომელთაც აქვთ გრძელი სხეული და არ აქვთ ჩრდილები. მათ ეწოდებათ მარიბოზუ. ზოგი იაპონელი ტრეიდერის აზრით გრძელი სანთელი უნდა იყოს სამჯერ გრძელი წინა სანთლების საშუალო სიგრძეზე.
მარიბოზუ იაპონურად ნიშნავს მოკლედ შეკრეჭილს. საუბარია სანთელზე რომელსაც აქვს გრძელი სხეული და არ აქვს ჩრდილები (ნახაზი 4).
შავი მარიბოზუ ხშირად არის დაღმავალი ტრენდის გაგრძელების მოდელების შემადგენელი ნაწილი. გრძელი სხეული ჩრდილის გარეშე მიუთითებს დათვების საბოლოო გამარჯვებაზე ამიტომ, ის ხშირად აღმოჩნდება ხოლმე პირველი სანთელი აღმავალი ტრენდის შემობრუნების მოდელებში, რომლებზეც შემდგომ გვექნება საუბარი.
თეთრი მარიბოზუ ხშირად არის აღმავალი ტრენდის გაგრძელების მოდელების შემადგენელი ნაწილი. გრძელი სხეული ჩრდილის გარეშე მიუთითებს ხარების საბოლოო გაძლიერებაზეზე.
დახურვის მარიბოზუ. დახურვის მარიბოზუს არ აქვს ჩრდილი დახურვის მხარეს (ნახაზი 5). ანალოგიურად გახსნის მხარის მიმართ განირჩევა გახსნის მარიბოზუ (ნახაზი 6).
კომა ეწოდება სანთლებს პატარა სხეულით და, სხეულზე გრძელი ქვედა და ზედა ჩრდილებით (ნახაზი 7). კომა მიუთითებს დათვების და ხარების გაუბედავობაზე. ბაზარს არ აქვს ძალა წავიდეს ზემოთ ან ქვემოთ. ძლიერი ტრენდის დროს მისი გამოჩენა ნიშნავს რომ ტრენდი კარგავს ტემპს. განსაკუთრებით საინტერესოა კომას და ვაჭრობის მოცულობის ანალიზი. დაბალი ფასის დროს მაღალი მოცულობით ვაჭრობა ფასის მცირედ ცვლილების პირობებში მიუთითებს, რომ დაღმა სვლის აქტიური მცდელობის მიუხედავად, რაზეც დიდი მოცულობა მიუთითებს ფასი მცირედ იცლება. ეს ნიშნავს რომ დათვებს ენერგია გამოელევათ და ახლოს არის ბაზრის ზემოთ შემობრუნების მომენტი. ანალოგიურად ახალ მაქსიმუმებზე მაღალი მოცულობით ვაჭრობა ფასის მცირე ცვლილების პირობებში (სწორედ მცირე მოძრაობას შეესაბამება კომა) ნიშნავს, რომ აქტიური ვაჭრობის მიუხედავად ფასი ზემოთ არ მიდის და მოსალოდნელია, რომ ხარებს ძალა გამოელიოთ და ბაზარი ქვემოთ შემობრუნდეს.
დოჯი – ეწოდება სანთელს რომლის გახსნის და დახურვის ფასები ერთმანეთს ემთხვევა (ნახაზი 8). ეს საკმაოდ მკაცრი მოთხოვნაა სანთლის ამოცნობაზე, ამიტომ დოჯი ეწოდება იმ სანთლებსაც რომლის სხეულიც სულ რამდენიმე ტიკის ტოლია.
დოჯის ინტერპეტაცია დამოკიდებულია ასევე წინა სანთლების ზომაზე. თუ წინა სანთლებში ჭარბობს დოჯი ასეთ დოჯის დიდი ინფორმაციული დატვირთვა არ აქვს, მაგრამ თუ დოჯი არის ერთადერთი ბევრ სხვა სანთლებს შორის მისი იგნორირება არ შეიძლება, ეს ნიშნავს რომ ბაზარი არის ძლიერ გაურკვევლობაში. თვითონ ცალკე აღებული დოჯით პროგნოზირება არ არის იოლი, ეს ძირითადად არის გაფრთხილების სანთელი შესაძლო მკვეთრი ცვლილების შესახებ. აღმავალი ტრენდი, რომელშიც გაჩნდა დოჯი იწვევს შეშფოთების საფუძველს, რადგან დოჯი მიუთითებს მერყეობაზე და გაუბედავობაზე. ზოგი მტკიცებით დოჯი აღმავალი ტრენდის შემდეგ უფრო დამაჯერებლად მიუთითებს აღმავალი ტრენდის დასასრულზე ვიდრე დაღმავალი ტრენდისას წარმოშობილი დოჯი, დაღმავალი ტრენდის დასრულებაზე. ეს გამომდინარეობს იქედან რომ აღმავალი ტრენდის შენარჩუნებას ჭირდება ახლი, უფრო მეტი მყიდველები ბაზარზე. დაღმავალი ტრენდი კი შეიძლება განვითარდეს თავისთავად და უწყვეტად.
ჰორიზონტალური ბაზრის დროს დოჯის დატვირთვა არ აქვს.
განსაკუთრებით ძლიერდება დოჯის მნიშვნელობა გრძელი სანთელის შემდეგ. ეს ნიშნავს რომ ტენდენცია ძლიერი იყო მაგრამ მისი გაგრძელებისთვის ძალები აღარ აღმოჩნდა საკმარისი.
ამგვარად, სტატიაში განვიხილეთ ცალკე აღებული სანთლების რამდენიმე ნაირსახეობა და მათი მეტნაკლებად მნიშვნელოვანი სიგნალები. უნდა აღინიშნოს რომ უფრო მნიშვნელოვანი სიგნალების მოცემა შეუძლია რამდენიმე სანთლისგან შემდგარ ჯგუფს, ანუ მოდელს, ანუ პატერნს. პრაქტიკული ჩვევების გამომუშავერბის შემდეგ, გრაფიკზე მათი ამოცნობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. თუ რა ინფორმაციას ატარებენ ეს პატერნები ვნახავთ იაპონურ სანთლებთან დაკავშირებულ შემდეგ სტატიებში.
შემდეგი სტატიები:
იაპონური სანთლები. სტატია #2
იაპონური სანთლები. სტატია #3
პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0
ვინ არის იაპონური სანთლების ავტორი და როდის არის შექმნილი ეს თეორია. წინასწარ მოგახსენებთ მადლობას ყურადღებისათვის.