სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

უილიამსის აჩქარება / შენელების ინდიკატორი

avatar

ავტორი Jul 24, 2009 კატეგორია ინდიკატორები.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

 

ტექნიკური ანალიზის საშუალებები ცდილობს წინასწარ განსაზღვროს ფასის შესაძლო მოძრაობის დინამიკა. ეს მცდელობა ეყრდნობა მოსაზრებას, რომ ფასის ცვლილება არის ბოლო ეტაპი ბაზარზე მომხდარი ცვლილებისა, და რომ ფასის ცვლილებას წინ უსწრებს სხვა ფაქტორების ცვლილება. ერთერთი ფაქტორი არის ფასის მამოძრავებელი ძალა. ფასის მიმართულების ცვლილებისთვის საჭიროა, რომ შეიცვალოს მისი მამოძრავებელი ძალის მიმართულება, მაგრამ მამოძრავებელი ძალის მიმართულების შეცვლამდე საჭიროა, რომ მამოძრავებელი ძალის აჩქარება შემცირდეს და დავიდეს ნულამდე. 

აჩქარება/შენელების ინდიკატორი  Acceleration / Deceleration Oscillator (AC), ზომავს ფასის აჩქარებას და შენელებას. ინდიკატორი დამუშავებულია ბილ უილიამსის მიერ. ავტორის მტკიცებით ინდიკატორის საშუალებით შესაძლებელია წინასწარ განისაზღვროს ფასის დინამიკა. 

მართლაც ლოგიკურია: სანამ ფასი შემობრუნდება, უნდა შეანელოს თავისი სიჩქარე, ამიტომ, ინდიკატორის შემობრუნება ხდება ბაზრის მამოძრავებელი ძალის შეცვლამდე, მამოძრავებელი ძალა კი შეიცვლის მიმართულებას ფასის მიმართულების შეცვლამდე. 

ინდიკატორის გათვლა ხდება, როგორც სხვაობა “Awesome” ოსცილატორს და “Awesome” ოსცილატორის 5 პერიოდიან მცოცავ საშუალოს შორის.

AC = AO –  SMA (AO, 5)

სადაც :

AO – არის “Awesome” ოსცილატორი;
AO = SMA (Median Price, 5) — SMA (Median Price, 34);
Median Price = (High + Low) / 2; 
Median Price – არის მედიუმის ფასი, გამოითვლება როგორც საშუალო მაქსიმალურ(High) და მიმიმალურ ფასს(Low) შორის;
SMA – არის მარტივი მცოცავი საშუალო (აღწერილია მცოცავი საშუალოს ინდიკატორში); 
ინდიკატორის მაგალითი მოყვანილია ნახაზზე 1.

 

ind_ac_1

ნახ. 1 

 

იდიკატორი უმეტესად გვხვდება ჰისტოგრამის სახით, მისი მწვანე პატერნი შეესაბამება ზრდას, წითელი – კლებას. თავად ავტორი რეკომენდაციას უწევს 5 და 34 პარამეტრებს, თუმცა ტრეიდერები თავად ირჩევენ პარამეტრებს, რადგან ავტორის მიერ შემოთავაზებული პარამეტრები კარგ შედეგებს აღარ იძლევა. 

თუ ინდიკატორი იმყოფება ნულის ზემოთ, არის ყიდვის წინაპირობა და ველოდებით მიმდევრობით იგივე მიმართულების ორი უფრო მაღალი სვეტის გამოჩენას. 

პირიქით, თუ ინდიკატორი იმყოფება ნულის ქვემოთ, არის გაყიდვის წინაპირობა და ველოდებით მიმდევრობით იგივე მიმართულების ორი სვეტის გამოჩენას უფრო დაბალი მნიშვნელობებით. 

თუ ინდიკატორი იმყოფება ნულის ქვემოთ, ყიდვის პირობა არის თანმიმდევრობით სამი სვეტის წარმოქმნა უფრო მაღალი მნიშვნელობებით. 

პირიქით, თუ ინდიკატორი იმყოფება ნულის ზემოთ, გაყიდვის პირობა არის თანმიმდევრობით სამი სვეტის წარმოქმნა უფრო დაბალი მნიშვნელობებით. 

ინდიკატორის სიგნალები არ არის ბოლომდე საიმედო და უმეტესად ატარებს დამადასტურებელ ფუნქციას. 

თუ ინდიკატორმა მოგვცა სიგნალი, მაგრამ გარიგების შესრულებამდე ჰისტოგრამამ შეიცვალა ფერი სიგნალი გაუქმებულად ითვლება, ხოლ ჩვენ გადარჩენილად, რომ გარიგება არ გავხსენით :=). 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ “Awesome” ოსცილატორისგან განსხვავებით, ნულის გადაკვეთა არ ითვლება რამე სასარგებლო სიგნალად.

არ შეიძლება ყიდვა, როცა სვეტი არის წითელი. არ შეიძლება გაყიდვა, როცა სვეტი არის მწვანე.

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
7 + 1 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები