სისტემაში შესვლა

ხარები “რქების ქვემოდან ამოკვრით, მთასაც კი გადავაბრუნებ...”

Forex Bull
Forex Bear

დათვები “თათის ზემოდან დარტყმით, მე შემიძლია მივიღო ჩემი სარგებელი...”

ინდიკატორები სავაჭრო ტერმინალში

avatar

ავტორი Aug 15, 2009 კატეგორია ინდიკატორები.
შეგიძლიათ უპასუხოთ აქვე ან გამოიყენოთ ფორუმი . შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისკუსიას trackback–ით.

ძნელი წარმოსადგენია ფორექსზე მუშაობა და ბაზრის ანალიზი ინდიკატორების გარეშე.
ზოგადად ინდიკატორი არის ნებისმიერი სტატისტიკური ინფორმაცია ბაზრის შესახებ, რომელიც შემდეგ შეიძლება წარმოდგენილი იყოს გარფიკის, ცხრილის ან სხვა ჩვენთვის ხელსაყრელი სახით. ინდიკატორი შეიძლება იყოს ძალიან მარტივი ინფორმაციაც და რთული მონაცემების ბაზებიც, რომელთა დამუშავებაც სპეციალური პროგრამით ხდება. ადვილი გასაგები რომ იყოს, უმარტივეს ინდიკატორად შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად, სხვადასხვა სავაჭრო სესიების დაწყება დამთავრების დრო. თუ ჩვენ ვხედავთ რომ ამერიკული სესიის მიმდინარეობის დროს ვალუტის წყვილებს, როგორც წესი, ახასიათებს დიდი რყევა და აქტიური ვაჭრობა, ხოლო იაპონური სესიის დროს პირიქით მდორე ცვლილება, ეს უკვე თავისებური ინდიკატორია. თუ გრაფიკზე ამერიკული სესიის დაწყებას და დამთავრებას შორის ინტერვალს გავაფერადებთ ერთ ფერში, ხოლო იაპონური სესიის დაწყებას და დამთავრებას შორის ინტერვალს მეორე ფერში, შეგვიძლია ვთქვათ რომ გრაფიკზე დავიტანეთ ჩვენი მარტივი ინდიკატორი. ეს გრაფიკი უკვე განსხვავდება ანალიზის საშუალებით, იმ გრაფიკისგან, რაც მანამდე გვქონდა. რათქმაუნდა ეს მცირე ინფორმაციის მატარებელი ინდიკატორია, ინტერნეტ სივრცე სავსეა უფრო მეტი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი ინდიკატორებით. ყველა ეს ინდიკატორი გვეხმარება გარკვეული კანონზომიერების ჩარჩოში მოვაქციოთ, ზემოთ და ქვემოთ, ფასების უთავბოლო ხეტიალი, და ამ ჩვენს მიერ აღმოჩენილი კანონზომიერების საფუძველზე შევეცადოთ, დავადგინოთ ფასების მომავალი მოძრაობის მიმართულება.

შეიძლება გამოვიყენოთ ის ინდიკატორი რომელიც უფრო ახლოს არის ჩვენს ინტუიციასთან და შეხედულებებთან. არავითარი შეზღუდვა ან რეკომენდაცია არ არსებობს. მთავარია, ინდიკატორი ან ინდიკატორები, რომლებსაც ვიყენებთ, ჩვენ გვაკმაყოფილებდეს. შეფასების კრიტერიუმი კი, მარტივია – ჩვენი დეპოზიტის ზომა. თუ დეპოზიტი გვეზრდება, ე.ი. ინდიკატორები ჩვენთვის შესაფერისია, ჩვენ გვაწყობს და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მოსწონს თუ არა სხვებს ეს ინდიკატორები.

ასევე, შესაძლებელია ჩვენ თვითონ შევქმნათ ინდიკატორები იმ დაკვირვების შედეგებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომლებიც ჩვენ დაგვიგროვდა. ყველა აქამდე არსებული ინდიკატორიც ასევე არის შექმნილი ამ სფეროში მომუშავე ხალხის მიერ, და შემდეგ თავისუფალ მოხმარებაში გაშვებული.

სავაჭრო ტერმინალ მეტატრეიდერში 30-მდე ინდიკატორია. ეს ინდიკატორები პირობითად იყოფა ოთხ ჯგუფად: ტრენდის ინდიკატორები, ოსცილატორები, სატრენდო და ოსცილატორი ინდიკატორები (ანუ როივე თვისების მატარებელი) და მეოთხე –მოცულობის ინდიკატორები. ტრენდის ინდიკატორები ცდილობს ფასის მოძრაობასთან სინქრონულად, ან დაგვიანებნით, გამოიცნოს ფასის ზემოთ ან ქვემოთ თანამიმდევრული მოძრაობის ანუ ტრენდის არსებობა და მისი შემობრუნების მომენტი. ოსცილატორები ცდილობს ბაზრის მოძრაობის ტენდენციის შემობრუნების მომენტის დადგენას სინქრონულად ან დაგვიანებნით. მესამე კატეგორიას ახასიათებს აქამდე ნახსენები ორივე თვისება. მეოთხე, მოცულობის ინდიკატორები აანალიზებს ბაზარზე შესული გარიგებების რაოდენობას, ანუ ის არ ითვალისწინებს უშუალოდ ფასს, არამედ ასახავს ინფორმაციას ბაზრის აქტიურობის შესახებ. ამ აქტირუობის და ფასის ცვლილების დინამიკის შეჯერებით შემდეგ მსჯელობენ ბაზრის განწყობაზე, დათვები მძლავრობენ თუ ხარები.

ცხრილში მოყვანილია ზოგადი ინფორმაცია მეტატრეიდერის კომპლექტში შემავალი ინდიკატორების შესახებ:

 

ინდიკატორის დასახელება აღნიშვნა ტიპი ფანჯარა
მთავარი/ ცალკე
შეთავსება მთავარი/ ცალკე რეგულირებადი პერიოდი/დაძვრა MA დონეები
Acceleration/ Deceleration Oscillator
აჩქარება/ შენელების ოსცილატორი
AC ოსც/ ტრენდ ცალკე +/- -/- +
Accumulation/ Distribution
აკუმულირება/ დისტრიბუცია
A/D მოცულ ცალკე +/- -/- +
Alligator
ალიგატორი
Alligator ოსც/ ტრენდ მთავარი -/+ +/+ +
Average Directional Movement Index
მიმართული მოძრაობის საშუალო ინდექსი
ADX ტრენდ ცალკე +/- +/- +
Average True Range
საშუალო ნამდვილი დიაპაზონი
ATR ოსც ცალკე +/- +/- +
Awesome Oscillator
ძალის ინდიკატორი
AO ოსც/ ტრენდ ცალკე +/- -/- +
Bears Power
დათვების ძალის ინდიკატორი
Bears ოსც ცალკე +/- +/- +
Bollinger Bands
ბოლინჯერის ხაზები
BB ტრენდ მთავარი +/+ +/+ +
Bulls Power
ხარების ძალის ინდიკატორი
Bulls ოსც ცალკე +/- +/- +
Commodity Channel Index
სასაქონლო არხის ინდექსი
CCI ტრენდ ცალკე +/+ +/- +
DeMarker
დემარკერი
DeM ოსც ცალკე +/- +/- +
Envelopes
კონვერტი
Env ოსც მთავარი +/+ +/+ + +
Force Index
ძალის ინდექსი
FRC ოსც ცალკე +/- +/- + +
Fractals
ფრაქტალები
Fractals ოსც/ ტრენდ მთავარი -/+ -/-
Gator Oscillator
ვილიამსის გატორ ოსცილატორი
Gator ოსც/ ტრენდ ცალკე +/- +/+ + +
Ichimoku Kinko Hyo ინდიკატორი იშიმოკუ Ishimoku ოსც მთავარი -/+ +/-
Market Facilitation Index
ბაზრის შემსუბუქების ინდიკატორი
BW MFI ოსც/ ტრენდ ცალკე +/- -/- +
Momentum
ინდიკატორი მომენტუმი
Momen tum ოსც ცალკე +/+ +/- +
Money Flow Index
თანხების ნაკადის ინდექსი
MFI მოცულ ცალკე +/- +/- +
Moving Average
მცოცავი საშუალო
MA ტრენდ მთავარი +/+ +/+ + +
Moving Average Convergence/ Divergence
მცოცავი საშუალოების კონვერგენცია/ დივერგენცია
MACD ოსც ცალკე +/- +/- +
Moving Average of Oscillator
ოსცილატორის საშუალო მცოცავი
OsMA ოსც ცალკე +/- +/- +
On Balance Volume
საბალანსო მოცულობის ინდიკატორი
OBV მოცულ ცალკე +/- -/- +
Parabolic SAR
პარაბოლური სისტემა SAR
Parabolic ტრენდ მთავარი -/+ +/-
Relative Strength Index
ფარდობითი ძალის ინდიკატორი
RSI ოსც ცალკე +/+ +/- +
Relative Vigor Index
ფარდობითი მხნეობის ინდიკატორი
RVI ოსც ცალკე +/- +/- +
Standard Deviation
სტანდარტული დევიაცია
StdDev ტრენდ ცალკე +/+ +/+ + +
Stochastic Oscillator
სტოქასტიკის ოსცილატორი
Stochastic ოსც ცალკე +/- +/+ + +
Volumes
მოცულობები
Volumes მოცულ ცალკე +/- -/- +
Williams’ Percent Range
ვილიამსის პროცენტული დიაპაზონი
%R ოსც ცალკე +/- +/- +

 

აღნიშვნები:
სვეტი “ინდიკატორის ტიპი”:
       • ოსც – ოსცილატორი ;
       • ტრენდ – ტრენდის ინდიკატორი;
       • ოსც/ტრენდ – სატრენდო და ოსცილატორი ინდიკატორი;
       • მოცულ – მოცულობის ინდიკატორი;
სვეტი “ფანჯარა – მთავარი/ცალკე”:
      • მთავარი – ინდიკატორის განთავსება ხდება მთავარ ფანჯარაში;
      • ცალკე – ინდიკატორის განთავსება ხდება ცალკე ქვეფანჯარაში;
სვეტი “შეთავსება – მთავარი/ცალკე”, შესაძლებელია ინდიკატორის მიერთება გრაფიკზე უკვე განთავსებული ინდიკატორის ფანჯარაში:
      • მთავარი – მთავარ ფანჯარაში;
      • ცალკე –ცალკე ქვეფანჯარაში;
სვეტი “რეგულირებადი პერიოდი/დაძვრა”, შესაძლებელია ინდიკატორის პარამეტრის შეცვლით:
      • პერიოდი – ინდიკატორის პერიოდის შეცვლა;
      • დაძვრა – ინდიკატორის დაძვრა გრაფიკის მიმართ;
სვეტი “МА”, შესაძლებელია ინდიკატორის პარამეტრის შეცვლით მცოცავი საშუალოს ტიპის არჩევა (მარტივი, ექსპონენციალური თუ შეწონილი მცოცავი საშუალო).

 

შემდეგი სტატია:
1. ინდიკატორების განთავსება გრაფიკზე.
2. ინდიკატორების პარამეტრების და თვისებების შეცვლა მეტატრეიდერში.

პასუხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS 2.0

დატოვე კომენტარი

კომენტარისთვის აუცილებელია სისტემაში შესვლა , ან ისარგებლეთ ქვემოთ ფორმით

To avoid spammers, we have to verify that you are not a robot.
One more additional check:
Enter result in the box below
8 + 9 = ?
რ ე კ ლ ა მ ა 250x250

ვალუტის კურსი

ბოლო კომენტარები

არქივი ტეგების მიხედვით

Awesome ანეკდოტები აჩქარება/შენელების ინდიკატორი ბოლინჯერი ბროკერი გართობა დამწყებთათვის დივერგენცია ექსპერტი თანხების მენეჯმენტი იაპონური სანთლები ინდიკატორი კატეგორიები ლიტერატურა მარჯი მარჯინ ქოლი მეტაედიტორი მეტატრეიდერი მომენტუმი მოცულობა მცოცავი საშუალო მხარი პატერნი რა არის ფორექსი რისკების მენეჯმენტი საბალანსო მოცულობა სავაჭრო სტრატეგია სავაჭრო ტერმინალი საიტის შესახებ სახრჩობელა სკრიპტი სტოქასტიკი სტრატეგია ტექნიკური ანალიზი ტრეიდერი უზრუნველყოფა ურო ფორექსი ფსიქოლოგია ფუნდამენტური ანალიზი ცვლილების ნორმა ძალის ინდიკატორი წინააღმდეგობა წმინდა გრაალი ხუმრობები